დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 თებერვალი

© Pixabay / Sylaboზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 22 თებერვალია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მშვიდი, ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. კარგად გაუმკლავდება საქმეებს ის, ვინც უკან არ დაიხევს სირთულეების წინაშე და ბოლომდე იბრძოლებს. იქნება საქმიანი კავშირების გამტკიცების, კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი. სიხარულს მოგგვრით ურთიერთობები ახლობლებთან და რომანტიკული პაემანი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 თებერვალი>>
ვერძი: წარმატებას მიაღწევთ, თუ მარტო არ იმოქმედებთ. ჩვეული სამუშაო შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ, ამიტომ ყურადღება ხშირად გაგეფანტებათ, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს სერიოზულ შეცდომებს არ გამოიწვევს. საღამო კარგი დროა საოჯახო ღონისძიებებისთვის, მეგობრებთან შესახვედრად.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2020
სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი
კურო: მტკიცე განწყობა დაგეხმარებათ, რომ მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ. ბევრ თამამ წამოწყებაში იღბალი დაგეხმარებათ. თქვენი ყველაზე მოკრძალებული გამარჯვებაც კი გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს. უჩვეულო ნაცნობობა მეგობრობით ან რომანტიკული ურთიერთობებით გაგრძელდება.
ტყუპი: შესანიშნევი იდეების წყალობით წარმატებას მიაღწევთ მნიშვნელოვან საქმეში. მუშაობაში გამოგადგებათ საკუთარი და სხვების გამოცდილება, ასევე ადამიანებთან კონტაქტის დამყარების უნარი. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. ფულთან დაკავშირებით საოცარ გამჭრიახობას გამოიჩენთ.
კირჩხიბი: მშფოთვარე დღეა. ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდებათ. უამრავი საფიქრალი და გასაკეთებელი გაქვთ. კარგი იქნება, თუ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც რჩევითაც და საქმითაც დაგეხმარებათ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ახლობლების მხარდაჭერა.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება
ლომი: მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. დიდი ალბათობით, დღეს გეგმის მიხედვით მოქმედება არ გიწერიათ. მოგიწევთ ექსპერიმენტების ჩატარება, ახალ–ახალი რაღაცების გამოგონება. დღის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდად ჩაივლის, გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა.
ქალწული: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. რთული არ იქნება, რომ მოეწონოთ ყველაზე მომთხოვნ პიროვნებებსაც კი – თქვენი მომხიბვლელობის წინაშე გულგრილი არავინ დარჩება. არაა გამორიცხული სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება.
სასწორი: იღბლიანი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების, საპასუხისმგებლო შეხვედრებისა და სერიოზული საკითხების გადაწყვეტისთვის. შეიძლება ინტუიციის ნდობა, მაგრამ გარშემომყოფების რჩევების – ნაკლებად. შესაძლებელია სასიკეთო ცვლილებები რომანტიკულ ურთიერთობებში, რომელიც ბოლო დროს დაძაბული იყო.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2017
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი
მორიელი: სიფრთხილე და წინდახედულება ბევრ სირთულეს აგარიდებთ თავიდან. არ აჰყვებით პროვოკაციებს, არ მოექცევით არავის გავლენის ქვეშ. მარტივი იქნება გარშემომყოფებთან ურთიერთობები. შეძლებთ საკუთარ გრძნობებში, მიზნებსა და პრიორიტეტებში გარკვევას. თავს თავდაჯერებულად იგრძნობთ.
მშვილდოსანი: მრავალფეროვანი და დატვირთული დღეა. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, რომელმაც ერთ დროს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არის ურთიერთობების აღდგენის შანსი, მაგრამ დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ ეს თუ არა. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ.
თხის რქა: არის შანსი, გადაწყვიტოთ საკითხები, რომლებზეც ბევრს ფიქრობდით. წარმატებაში დაგეხმარებათ არა მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება, არამედ სიტუაციაში სწრაფად გარკვევის უნარიც. საკმაოდ საინტერესო დღეა, მაგრამ დამღლელიც. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მერწყული: დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია მცირე გაუგებრობები, უსიამოვნებები, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს. მალე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. მოგვიანებით დადგება ურთიერთობებისთვის, სერიოზულ საკითხებზე საუბრისთვის კარგი დრო. საღამოს შეყვარებულებს რომანტიკული სიურპრიზები ელოდებათ.
თევზები: დღის დასაწყისში მოსალოდნელია იღბლიანი საქმიანი მოლაპარაკებები, პროფესიული წარმატებები. თქვენი მიღწევები გარშემომყოფებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. საღამოს არახელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. გაგიჭირდებათ ემოციებთან გამკლავება.
ყველა ახალი ამბავი
0