დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 თებერვალი

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneსანაპიროზე
სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 21 თებერვალია, ორშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. დაგჭირდებათ მოთმინება. არ იჩქაროთ და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მხოლოდ საკმარისი ინფორმაციის შეგროვების მერე მიიღეთ. ურთიერთობები გარშემომყოფებთან სასიამოვნო და ჰარმონიული იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 თებერვალი>>
ვერძი: მოუსმინეთ ინტუიციას. მისი მინიშნებების წყალობით მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა შეგიძლიათ. იღბლიანად გადაწყდება ფინანსური საკითხები. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები, ყურადღების ნიშნები საწინააღმდეგო სქესის მხრიდან, რაც ძალიან გაგახარებთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
კურო: გაქვთ მნიშვნელოვანი გამარჯვებების შანსი. იმოქმედეთ მტკიცედ, არ გადადოთ საქმეები დიდი ხნით, რადგან დღის პირველ ნახევარში მათ უფრო იოლად გაუმკლავდებით. კარგად ჩაივლის მგზავრობა. გაგახარებთ შეხვედრა ნათესავებთან და მეგობვრებთან, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ.
ტყუპი: იღბლიანი და მსუბუქი დღეა, რომელიც სხვადასხვა საკითხის გადასაჭრელად გამოდგება. დაგეხმარებათ ინტუიცია. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები საქმიან სფეროში. საქმე ბევრი იქნება, მაგრა დრო დასვენებისთვისაც დაგრჩებათ. სასიამოვნო იქნება გარემოს გამოცვლა. არ მოიწყენთ.
კირჩხიბი: ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი. დროის ფუჭად დაკარგვა არ გინდათ. კარგი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. ადვილად იპოვით საერთო ენას განსხვავებულ ადამიანებთან. ფინანსური საკითხების გადაწყვეტა შუადღემდე სჯობს. კარგი იქნება, თუ ახლობლებს დროს დაუთმობთ – მათ ეს სჭირდებათ.
ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის
ლომი: ხანდახან რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ მაინც გააკონტროლებთ ემოციებს. არასწორი ნაბიჯების გადადგმისგან გამოცდილება და ჯანსაღი აზრი დაგიცავთ. გაქვთ შესაშური ენერგია, მაგრამ აჯობებს, თუ არ გადაიღლებით – დასვენება ნამდვილად არ გაწყენთ. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა.
ქალწული: დღე მშვიდად, ორომტრიალის გარეშე ჩაივლის. შეძლებთ თქვენი საქმეების წყნარ გარემოში გაკეთებას. კარგი დღეა ბიუროკრატიული საითხების გადასაწყვეტად. გაგახარებთ ძველ მეგობრებთან ურთიერთობები, ახალ ნაცნობებთან კი კონტაქტის დამყარება სწრაფად გაგიჭირდებათ.
სასწორი: ბევრი რამ ძალიან ადვილად გამოგივათ. საქმეებისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება გექნებათ, არ მიჰყვებით სხვების მაგალითს, არამედ საკუთარი გზის პოვნას ცდილობთ. კარგი დღეა სამუშაოზე, საქმეებზე, სამომავლო გეგმებზე სალაპარაკოდ. გაგახარებთ სიახლეები ძველ მეგობრებთან დაკავშირებით.
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2018
ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით
მორიელი: შესაძლებელია რაღაც უიღბლო თანხვედრები, გაუგებრობები. დიდი ალბათობით, სერიოზული პრობლემები არ შეიქმნება, ხოლო წვრილმანებს შესანიშნავად გაართმევთ თავს. ღბლიანი დღეა ფინანსების თვალსაზრისით. შესაძლებელია თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდნელი წყაროებიდან.
მშვილდოსანი: შესაფერისი დღეა საქმეებში ინციატივის გამოსაჩენად. გარშემომყოფებს, დიდი ალბათობით, მოეწონებათ თქვენი წინადადებები, იდეები. ურთიერთობები, რომლებიც აქამდე საქმიან ჩარჩოებში თავსდებოდა, ნაკლებად ფორმალური გახდება. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები.
თხის რქა: არცთუ მარტივი, მაგრამ საკმაოდ იღბლიანი და ნაყოფიერი დღეა. შეიძლება გაგაღიზიანოთ შექმნილმა ქაოსმა და გაგიჭირდეთ რამე ერთ საკითხზე კონცენტრაცია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქმე არ მიატოვოთ შუა გზაზე და ბოლომდე მიიყვანოთ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, ნაცნობობა.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ
მერწყული: ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, მაგრამ ეს ხასიათს ვერ გაგიფუჭებთ. მალე მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ, იმპროვიზაციები იღბლიანი აღმოჩნდება. სხვადასხვა ადამიანთან ადვილად იპოვით საერთო ენას. შესაძლებელია სასიამოცვნო მოვლენები ოჯახში, სასიკეთო ცვლილებები ურთიერთობებში.
თევზები: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი შესაფერისი დრო არაა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. შესაძლებელია მცირე გაუგებრობები, შემთხვევები, რომლებიც გეგმებს არევს. ნერვიულობა არ ღირს, მალე ყველაფერი მოგვარდება. საღამოს ამოახლოებასთან ერთად უფრო ადვილი იქნება ურთიერთობები.
ყველა ახალი ამბავი
0