https://sputnik-georgia.com/20220220/dris-astroprognozi-20-tebervali-264587853.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 თებერვალი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 თებერვალი
Sputnik საქართველო
დღის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის – რას გვირჩევენ ასტროლოგები
2022-02-20T00:15+0400
2022-02-20T00:15+0400
2022-02-20T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24839/79/248397921_0:51:3461:1998_1920x0_80_0_0_88a61085a93260d4141f265e6b34f8d9.jpg
დღეს 2022 წლის 20 თებერვალია, კვირა. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.დილით სიფრთხილეა საჭირო ჩვეულ საქმეებშიც კი. ყველაფერი უცბად არ გამოგივათ, შესაძლებელია მცირე შეცდომების დაშვება. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაიზრდება და მალე ყველაფერი მოგვარდება. დღის მეორე ნახევარში მრავალი საინტერესო საუბარი გელოდებათ.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 თებერვალი>>ვერძი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ დაგროვებული საქმეები მოაგვაროთ, დაამთავროთ დიდი ხნის დაწყებული, გადაწყვიტოთ საორგანიზაციო საკითხები. თუ დროს უქმად არ დაკარგავთ, შუადღისთვის ყველაფერს მოასწრებთ. საღამო ხელსაყრელი დროა მგზავრობისა და სეირნობისთვის.კურო: თუ ვინმეზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, დღეს მასთან შესახვედრად საუკეთესო დროა. შესაძლებელია რომანტიკული ან მეგობრული ურთიერთობების დაწყება. აქ ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, გამოიჩენთ თუ არა ინიციატივას. ენდეთ ინტუიციას, ნაკლებად მოუსმინეთ რჩევებს ირგვლივ მყოფებისგან.ტყუპი: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ეს უნდა გამოიყენოთ. თუ თამამი გეგმები გაქვთ ან სხვა ჩანაფიქრი, დღეს ამისთვის შესანიშნავი დროა. მიუხედავად იმისა, რომ დღე იღბლიანად აეწყობა და დიდი წარმატების მიღწევის შანსს მოგცემთ, თქვენი განწყობა უღრუბლო არ იქნება. ეცადეთ, მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.კირჩხიბი: ეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მშვიდად დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს და საკუთარი შრომით კმაყოფილი დარჩებით. კარგად ჩაივლის ნებისმიერი საოჯახო ღონისძიება. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. გაგახარებთ თანხის მოულოდნელად მიღება.ლომი: აჩქარება არ ღირს თუნდაც იმიტომ, რომ ამისგან არანაირი სარგებელი არ იქნება. იჩქარებთ თუ არა, ყველაფერი მაინც თავის დროზე მოხდება. თუ რამე მნიშვნელოვანის გაკეთება გინდათ, დარწმუნდით, რომ ამისთვის ხელსაყრელი მომენტი დადგა. წაგადგებათ დასვენება და გარემოს გამოცვლა.ქალწული: ნამდვილად არ მოიწყენთ: მშფოთვარე და ამავდროულად ძალიან საინტერესო დღე გელოდებათ. მოვლენები სწრაფად განვითარდება, ირგვლივ ქაოსი იქნება, მაგრამ თქვენ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, არ აჰყვებით ემოციებს. ახლობლებს, თქვენი მშვიდი მდგომარეობის გათვალისწინებით, დახმარება დასჭირდებათ.სასწორი: ყველაფერს მოასწრებთ, ეჭვი არც კი შეგეპაროთ. დღეს არავინ შეგიშლით ხელს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ რამე რთულსა და მნიშვნელოვანს შეეჭიდოთ. კარგი დროა სწავლისთვის – ადვილად დაიმახსოვრებთ ყველაფერ საჭიროს. ძალზე იღბლიანად და შთამბეჭდავად ჩაივლის რომანტიკული პაემანი.მორიელი: ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი მშვიდად და სასიამოვნოდ გაატაროთ. ამ დროისთვის არ დაგეგმოთ დამღლელი საქმეები, საპასუხისმგებლო შეხვედრები, საუბრები უსიამოვნო თემებზე. საღამოსთვის გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.მშვილდოსანი: ბევრი საქმე გექნებათ და თუ პრიორიტეტებს დღის დასაწყისშივე არ გაანაწილებთ, ხან ერთ საქმეს გამოედევნებით და ხან მეორეს და ასე ბევრ დროს დაკარგავთ უქმად. იმოქმედეთ თანამიმდევრულად. გარშემომყოფებთან ურთიერთობები იოლი არ იქნება, მაგრამ კონფლიქტამდე საქმეს არ მიიყვანთ.თხის რქა: იღბლიანი დღეა მათთვის, ვინც მცირედით არ დაკმაყოფილდება. გექნებათ შანსი, რომ მართლაც სერიოზულ საქმეს გაუმკლავდეთ. ეცადეთ საკუთარ გამოცდილებას უფრო დაეყრდნოთ, ვიდრე სხვისას; ასე შეცდომებს აირიდებთ თავიდან. გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ.მერწყული: შესანიშნავი დღეა საქმიანობისთვის. ადვილად მოიკრებთ გონებას, გაითვალისწინებთ მნიშვნელოვან დეტალებს. ვინმემ, შესაძლოა, ზედმეტ პედანტურობაში დაგდოთ ბრალი, მაგრამ მალე ნათელი გახდება, რომ სწორად მოქმედებთ. მოასწრებთ დასვენებასაც. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანი.თევზები: მშვიდი არა, მაგრამ, დიდი ალბათობით, მხიარული დღე გელოდებათ. იქნება სასაცილო დამთხვევები, საოცარი შემთხვევები, მოულოდნელი შეხვედრები. შესანიშნავ დროს გაატარებთ წვეულებაზე – იქნება ეს ოფიციალური ღონისძიება თუ მეგობრული იმპროვიზირებული საღამო.
https://sputnik-georgia.com/20220217/zodiaqos-yvelaze-artistuli-nisnebi-264523238.html
https://sputnik-georgia.com/20210618/intimuri-SeTavsebadoba-zodiaqos-niSnebs-Soris-252045136.html
https://sputnik-georgia.com/20210823/zodiaqos-yvelaze-konfliqturi-niSnebi-top-xuTeuli-252648340.html
https://sputnik-georgia.com/20190507/zodiaqos-xuTi-niSani-Savi-sia-245148744.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24839/79/248397921_365:0:3096:2048_1920x0_80_0_0_3f20cf4ec30cdf4464bef7c64432086f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 თებერვალი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 20 თებერვალია, კვირა. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დილით სიფრთხილეა საჭირო ჩვეულ საქმეებშიც კი. ყველაფერი უცბად არ გამოგივათ, შესაძლებელია მცირე შეცდომების დაშვება. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაიზრდება და მალე ყველაფერი მოგვარდება. დღის მეორე ნახევარში მრავალი საინტერესო საუბარი გელოდებათ.
ვერძი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ დაგროვებული საქმეები მოაგვაროთ, დაამთავროთ დიდი ხნის დაწყებული, გადაწყვიტოთ საორგანიზაციო საკითხები. თუ დროს უქმად არ დაკარგავთ, შუადღისთვის ყველაფერს მოასწრებთ. საღამო ხელსაყრელი დროა მგზავრობისა და სეირნობისთვის.
კურო: თუ ვინმეზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, დღეს მასთან შესახვედრად საუკეთესო დროა. შესაძლებელია რომანტიკული ან მეგობრული ურთიერთობების დაწყება. აქ ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, გამოიჩენთ თუ არა ინიციატივას. ენდეთ ინტუიციას, ნაკლებად მოუსმინეთ რჩევებს ირგვლივ მყოფებისგან.
ტყუპი: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ეს უნდა გამოიყენოთ. თუ თამამი გეგმები გაქვთ ან სხვა ჩანაფიქრი, დღეს ამისთვის შესანიშნავი დროა. მიუხედავად იმისა, რომ დღე იღბლიანად აეწყობა და დიდი წარმატების მიღწევის შანსს მოგცემთ, თქვენი განწყობა უღრუბლო არ იქნება. ეცადეთ, მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.
კირჩხიბი: ეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მშვიდად დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს და საკუთარი შრომით კმაყოფილი დარჩებით. კარგად ჩაივლის ნებისმიერი საოჯახო ღონისძიება. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. გაგახარებთ თანხის მოულოდნელად მიღება.
ლომი: აჩქარება არ ღირს თუნდაც იმიტომ, რომ ამისგან არანაირი სარგებელი არ იქნება. იჩქარებთ თუ არა, ყველაფერი მაინც თავის დროზე მოხდება. თუ რამე მნიშვნელოვანის გაკეთება გინდათ, დარწმუნდით, რომ ამისთვის ხელსაყრელი მომენტი დადგა. წაგადგებათ დასვენება და გარემოს გამოცვლა.
ქალწული: ნამდვილად არ მოიწყენთ: მშფოთვარე და ამავდროულად ძალიან საინტერესო დღე გელოდებათ. მოვლენები სწრაფად განვითარდება, ირგვლივ ქაოსი იქნება, მაგრამ თქვენ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, არ აჰყვებით ემოციებს. ახლობლებს, თქვენი მშვიდი მდგომარეობის გათვალისწინებით, დახმარება დასჭირდებათ.
სასწორი: ყველაფერს მოასწრებთ, ეჭვი არც კი შეგეპაროთ. დღეს არავინ შეგიშლით ხელს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ რამე რთულსა და მნიშვნელოვანს შეეჭიდოთ. კარგი დროა სწავლისთვის – ადვილად დაიმახსოვრებთ ყველაფერ საჭიროს. ძალზე იღბლიანად და შთამბეჭდავად ჩაივლის რომანტიკული პაემანი.
მორიელი: ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი მშვიდად და სასიამოვნოდ გაატაროთ. ამ დროისთვის არ დაგეგმოთ დამღლელი საქმეები, საპასუხისმგებლო შეხვედრები, საუბრები უსიამოვნო თემებზე. საღამოსთვის გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.
მშვილდოსანი: ბევრი საქმე გექნებათ და თუ პრიორიტეტებს დღის დასაწყისშივე არ გაანაწილებთ, ხან ერთ საქმეს გამოედევნებით და ხან მეორეს და ასე ბევრ დროს დაკარგავთ უქმად. იმოქმედეთ თანამიმდევრულად. გარშემომყოფებთან ურთიერთობები იოლი არ იქნება, მაგრამ კონფლიქტამდე საქმეს არ მიიყვანთ.
თხის რქა: იღბლიანი დღეა მათთვის, ვინც მცირედით არ დაკმაყოფილდება. გექნებათ შანსი, რომ მართლაც სერიოზულ საქმეს გაუმკლავდეთ. ეცადეთ საკუთარ გამოცდილებას უფრო დაეყრდნოთ, ვიდრე სხვისას; ასე შეცდომებს აირიდებთ თავიდან. გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ.
მერწყული: შესანიშნავი დღეა საქმიანობისთვის. ადვილად მოიკრებთ გონებას, გაითვალისწინებთ მნიშვნელოვან დეტალებს. ვინმემ, შესაძლოა, ზედმეტ პედანტურობაში დაგდოთ ბრალი, მაგრამ მალე ნათელი გახდება, რომ სწორად მოქმედებთ. მოასწრებთ დასვენებასაც. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანი.
თევზები: მშვიდი არა, მაგრამ, დიდი ალბათობით, მხიარული დღე გელოდებათ. იქნება სასაცილო დამთხვევები, საოცარი შემთხვევები, მოულოდნელი შეხვედრები. შესანიშნავ დროს გაატარებთ წვეულებაზე – იქნება ეს ოფიციალური ღონისძიება თუ მეგობრული იმპროვიზირებული საღამო.