დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 თებერვალი

© Pixabay / manfredrichterყვავილი თოვლზე
ყვავილი თოვლზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 19 თებერვალია, შაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის – დღეს ფორტუნა საჩუქრებზე გულუხვი იქნება. იღბლიანი დღეა ფულთან დაკავშირებული საქმეებისთვის, თან აქ ინტუიცია უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე ლოგიკა. ასევე კარგი დროა ურთიერთობებისთვის. სცადეთ ბედი ყველაფერში, მათ შორის სიყვარულში. მტკიცე მოქმედებების დროა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 18 თებერვალი>>
ვერძი: აჯობებს, თუ გადაწყვეტილებებს სწრაფად მიიღებთ. გეძლევათარაერთი იღბლიანი შანსი როგორც საქმიანობაში, ისე სიყვარულში. მაგრამ არის რისკი, რომ იმდენ ხანს მოუნდეთ ყველაფრის აწონ–დაწონვას, რომ ეს შანსები ხელიდან გაგიფრინდეთ. ამიტომ გახსოვდეთ – დღეს დიდხანს ფიქრი არაფერს გარგებთ.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
კურო: დღეს უდიდესი შანსი და განწყობა გაქვთ, რომ ფული ნამდვილად სასარგებლო რაღაცებში დახარჯოთ. შესაძლოა, ყველა მაღაზიის შემოვლა, ვიტრინებთან არაერთი საათის დახარჯვა მოგიწიოთ, მაგრამ რასაც იყიდით, რეალურად საჭირო იქნება და ღირებულებისა და ხარისხის შესატყვისობა – იდეალური.
ტყუპი: არაერთხელ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გაიბრწყინოთ თქვენი ნიჭით, წარმოადგინოთ თავი ყველაზე მომგებიანი კუთხით. გარშემომყოფების ყურადღებას ადვილად მიიპყრობთ. ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ გააბათ საინტერესო ნაცნობობა, იპოვოთ სპონსორი საკუთარი პროექტების რეალიზაციისთვის
კირჩხიბი: დიდი ცდუნებაა, რომ სახლისთვის მორიგი უაზრო წვრილმანი ან სათამაშო არ იყიდოთ. თუ არ გინდათ, აქტიური შოპინგის მსხვერპლი გახდეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სარეკლამო სლოგანებს. დღეს თქვენი ნდობა ნებისმიერი რეკლამისადმი ყველა გონივრულ ჩარჩოს შეიძლება გასცდეს. შედეგი – საფულის დაცარიელება იქნება.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
ლომი: ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება გეგმების განხორციელებაში შეგიშალოთ ხელი, ეს საკუთარი არაორგანიზებულობა იქნება. ასევე ამან ხელი თვენს გარშემომყოფებსაც შეიძლება შეუშალოს. და რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობას არავინ გეტყვით. ნუ ჩაერევით ნურავის საქმეში, თქვენს საქმეებს მიხედეთ.
ქალწული: დღეს ყურადღებით იყავით,ნებისმიერი რამის უკან იღბალი შეიძლება იყოს „ჩასაფრებული“. გაქვთ დიდი შანსი, რომ საქმეები თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. გამოიყენეთ მჭევრმეტყველება იმისთვის, რომ იპოვოთ არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ სპონსორებიც, რომლებიც მზად იქნებიან, თქვენი წამოწყებები დააფინანსონ.
სასწორი: დღეს თქვენთვის უკუნაჩვენებია შოპინგი. შესაძლოა, სრულიად უბრალო წასვლა საყიდლებზე ბიუჯეტში უზარმაზარი „გარღვევით“ დასრულდეს. თუ მაინც გადაწყვეტთ მაღაზიებში წასვლას, სჯობს, ვინმე გაიყოლოთ, რომელიც გაგაკონტროლებთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად გამოგივათ გარშემომყოფების დადებითად განმუხტვა.
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: აშკარა იქნება, რომ ინიციატივის გამოჩენა გიჭირთ. რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ, მათ რეალიზაციამდე შეიძლება ხელი არ მიგიწვდეთ. თუ არ გინდათ, რომ დღემ ფუჭად ჩაიაროს, არ ღირს საკუთარი აქტიურობის იმედად ყოფნა. სჯობს, ინიციატივა უფრო ენერგიულ ადამიანს გადააბაროთ და ის გააკონტროლოთ.
მშვილდოსანი: ემოციები ჭარბობს. ფრთხილად იყავით – გრძნობებმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ; და არა მარტო თქვენ, არამედ ვინმე გვერდით მყოფსაც. რაც მთავარი და ყველაზე ღირებულია, თქვენი ემოციები პოზიტიურ ფერებში იქნება და ამის გამო არც ზედმეტი სიფრთხილე არ გინდათ. მიჰყევით ცხოვრების დინებას.
თხის რქა: შესაძლებელია დაუგეგმავი შოპინგი და ხარჯები. სხვათა შორის, ამის ნუ შეგეშინდებათ – დღეს ფინანსური ხარჯების საკითხს ფრთხილად ეკიდებით, ამიტომ ეს თქვენს ბიუჯეტს დიდ დარტყმას არ მიაყენებს. სარგებელს კი მიიღებთ – შეარჩევთ ისეთ ნივთებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.
ყაყაჩო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
რომანტიკოსი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღეს თქვენი ბედისა და ბედნიერების მჭედელი თავადუნდა გახდეთ. ამასთან გარშემომყოფებმაც შეიძლება თქვენ გადმოგცენ ინიციატივა. ემოციები დადებითი და „გადამდები“ იქნება, თქვენი გეგმები – საინტერესო. ძალზე ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, პრაქტიკულად ყველა სახის ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის.
თევზები: დიდი შანსი გაქვთ, რომ სასურველს მიაღწიოთ და როცა მიაღწევთ, მას ხელიდან აღარ გაუშვებთ. ნურავინ იფიქრებს, რომ შეძლებს თქვენთვის ხელის შეშლას – უკან არაფერზე დაიხევთ. თქვენთან კონფლიქტის თავიდან არიდება ადვილია – საკმარისია, გზაზე არ გადაგეღობონ და საქმეში ხელი არ შეგიშალონ.
ყველა ახალი ამბავი
0