დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 18 თებერვალი

© Pixabay / 12019ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 18 თებერვალია, პარასკევი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
კარგად ჩაივლის შეხვედრები - დაგეგმილიცა და დაუგეგმავიც. ადვილია საერთო ენის გამონახვა. დღის პირველი ნახევარი დატვირთული და ნაყოფიერი იქნება, ხოლო დღის მეორე ნახევარში არ ღირს რთული საქმეების დაგეგმვა. ამ დროს კარგი იქნება დასვენება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 17 თებერვალი>>
ვერძი: დღე, შესაძლოა, არცთუ იღბლიანად დაიწყოს, მაგრამ ვითარება სწრაფად შეიცვლება. არ ღირს მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა დილით. მიეცით დრო საკუთარ თავს, რომ ძალები მოიკრიბოთ. დღის მეორე ნახევარი კარგად აეწყობა. ხელსაყრელი დროა საქმიანი თუ პირადი შეხვედრებისთვის, რთული საქმეების გასაკეთებლად.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2020
მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი
კურო: შესანიშნავი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომელთა მხარდაჭერაც გჭირდებათ. რთული არ იქნება საჭირო შთაბეჭდილების მოხდენა. აქ დიდ როლს შეასრულებს თქვენი მომხიბვლელობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. მისი მინიშნებები ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხების გადაჭრისთვის. თუ რამე ახალ საქმეს შეეჭიდებით, პირველ წარმატებას მალე მიაღწევთ. ყოველთვის ადვილი არ იქნება საერთო ენის გამონახვა ახლობლებთან, მაგრამ სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის. დღის ბოლო ჰარმონია ურთიერთობებში აღდგება.
კირჩხიბი: ადვილი არ იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. რთული აღმოჩნდება სიტუაციის სწორად შეფასება, აღმოცენებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების დანახვა. არასასურველია ფულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. დღე შესანიშნავია დასვენებისა და გართობისთვის.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2019
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები
ლომი: ძალიან საინტერესო და დატვირთული, მაგრამ დამღლელი დღე გელოდებათ. ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. ყველაზე სერიოზული საკითხების გადაჭრა არავის ანდოთ - თვითონ მოაგვარეთ. არაა გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ. მოგვიანებით უკვე მშვიდი პერიოდი დადგება.
ქალწული: მცირე გაუგებრობების გარეშე დღე, დიდი ალბათობით, არ ჩაივლის, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა მაინც ჭარბობს. ახლობლებისთვის დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ყურადღება და ზრუნვა. საღამო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დროა.
სასწორი: საქმეებზე ყურადღების კონცენტრაცია ჩვეულებრივზე რთული იქნება. სხვადასხვა მოგონება თუ წარსულზე ფიქრი გაგიფანტავთ გონებას, ახლობლებიც მოგმართავენ კითხვებით, რჩევებით... მაინც მოახერხებთ რომელიმე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტას, გაგიჩნდებათ ახალი იდეები და ცხადი გახდება მათი განხორციელების გზები.
ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2019
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი: ისინი არასდროს მოიდრიკებიან, როდესაც მათზე ზეწოლას ცდილობენ
მორიელი: ხელსაყრელი დღეა სამუშაოზე დალაპარაკების, პროფესიული გეგმების განხილვისთვის. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ადამიანებზე. კარგი დღეა მგზავრობისთვისაც. გექნებათ საშუალება, მოინახულოთ უჩვეულო ადგილები. არაა გამორიცხული საინტერესო შეხვედრები, ნაცნობობა, რომლითაც რომანტიკული ისტორია შეიძლება დაიწყოს.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. აქ ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ მცირე შეცდომებიც კი არ დაუშვათ. მოსალოდნელია სასარგებლო ნაცნობობა, საქმიანი წინადადებების მიღება. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. კმაყოფილებით განიხილავთ მათთან სხვადასხვა საკითხს, დაგეგმავთ მომავალს.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ნაცნობობისთვის. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ადამიანებზე. ადვილად დაუმეგობრდებით მათ, ვისაც დღეს პირველად ნახავთ. არაა გამორიცხული ურთიერთსიმპათია, რომელიც მალე შეიძლება სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდოს. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადაჭრისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
მერწყული: თამამად შეგიძლიათ რთული საქმეების გაკეთება. მათ შორის ახალსაც შესანიშნავად გაუმკლავდებით, რომ არაფერი ვთქვათ ჩვეულ საქმეებზე. ადვილად მოძებნით მოკავშირეებსაც. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, რომელთა წყალობით შეიძლება მომგებიანი გარიგებები დადოთ. ნაშუადღევს გაამართლებს მგზავრობა.
თევზები: მშფოთვარე დღეა. სავარაუდოდ, უსიამოვნო მომენტებს, გაუგებრობებს ვერ აიცილებთ თავიდან, მაგრამ სერიოზული სირთულეები არ გელოდებათ. მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ.
ყველა ახალი ამბავი
0