რუსეთი კი არ კონცენტრირდება, რუსეთი ბრუნდება

© photo: Sputnik / Sergey Averin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
უკვე ისტორიულად ქცეული 21 თებერვლის სამი მთავარი მოვლენიდან – უშიშროების საბჭოს პირველი საჯარო სხდომიდან, ვლადიმირ პუტინის მიმართვიდან და დონეცკისა და ლუგანსკის აღირებების ხელმოწერიდან საკვანძო, რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტის მიმართვა გახდა.
ეს იმიტომ, რომ პუტინმა უბრალოდ კი არ განმარტა თავისი ქმედებების მიზეზები, არამედ ისაუბრა იმაზე, რა არის რუსეთი. თანაც მიმართავდა არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ, როგორც თავად გაუსვა ხაზი სპეციალურად, უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებსაც.
ეს იყო მიმართვა არა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ, არამედ ჩვენი დამოკიდებულების განმარტება არა იმდენად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, არამედ თავად უკრაინისადმი.
უკრაინისადმი, რომელიც უბრალოდ მეზობელი ქვეყანა კი არ არის, არამედ „ჩვენი საკუთარი ისტორიის, სულიერი სივრცის განუყოფელი ნაწილია“, ჩვენი მეგობრები და ნათესავები არიან:
ვლადიმირ პუტინ - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები აღიარა
„სამხრეთ-დასავლეთ ისტორიული ძველი რუსული მიწების მცხოვრებლები თავს ოდითგან უწოდებდნენ რუსებს და მართლმადიდებლებს. ასე იყო მე-17 საუკუნემდე, როცა ამ ტერიტორიების ნაწილი რუსეთის სახელმწიფოს შეუერთდა, და შემდეგაც“.
ამასთან, პუტინის თქმით, თანამედროვე უკრაინა „მთლიანად და სრულად შექმნა რუსეთმა, უფრო სწორად, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა“. მათ შორის რუსეთის კუთვნილი მიწების ხარჯზე, რომლებსაც არაფერი ჰქონდა საერთო ქვეყნის მალოროსიულ (ანუ უკრაინულ) ნაწილთან. და ამ ხელოვნურმა წარმონაქმნმა 1991 წელს დამოუკიდებლობა იმიტომ კი არ მოიპოვა, რომ მისთვის იბრძოდა, არამედ იმიტომ, რომ კომუნისტური პარტიის უგუნურმა პოლიტიკამ, „ზედაპირულმა და პოპულისტურმა ლაყბობამ დემოკრატიისა და ნათელი მომავლის შესახებ“ (პუტინმა თავი აარიდა გორბაჩოვის პირდაპირ დასახელებას) ერთიანი ქვეყანა დაანაწევრა, მოახდინა რა ჯერ ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის პროვოცირება, შემდეგ კი სახელმწიფოს დაშლა.
რუსეთმა ეს ახალი რეალობაც აღიარა. მაგრამ რას ვხედავთ 30 წლის შემდეგ? იმას, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სხვისი თამაშის ინსტრუმენტად, როგორც პუტინმა თქვა, „მარიონეტული რეჟიმის კოლონიად“ იქცა, რომელიც „ჯერ კიდევ შეიძლება იყოს გამოყენებული რუსეთზე შეტევის მოწინავე პლაცდარმად“.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
მსოფლიო დღეს
განცხადება გაეროში: უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გაუქმება მოითხოვა
„ეს რომ ჩვენს წინაპრებს გაეგონათ, არ დაიჯერებდნენ. არც ჩვენ გვსურს ამის დაჯერება“ − პუტინის ეს სიტყვები რუსი ხალხისადმი მის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს: ჩვენი წინაპრების, თავად ჩვენი და ჩვენი შთამომავლების წინაშე. წარმოუდგენელია − რუსებს რუსებისავე წინააღმდეგ იყენებენ, რუსული მიწების ერთი ნაწილი მეორე ნაწილისთვის საშიშროების შესაქმნელად გამოიყენება. ეს აბსოლუტურად დაუშვებელი ვითარებაა ნებისმიერი ხალხისთვის და, მით უმეტეს, რუსებისთვის, რომლებმაც ამდენი ძალა და დრო შეალიეს თავიანთი მიწებისა და ხალხის თავმოყრას, მათ დაცვას უცხომიწელი დამპყრობლებისგან.
უკრაინის ატლანტიზაცია რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია და პუტინმა კვლავ დაადასტურა, რომ ჩვენ დასავლეთისგან აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს მოვითხოვთ. უკრაინაში დასავლეთთან ბრძოლის გამო პუტინი თითქმის რვა წლის განმავლობაში არ ცნობდა პოსტმაიდანური უკრაინისგან გამოყოფილ რესპუბლიკებს − იმის იმედით, რომ მასათან შერიგების გულისთვის კიევი მოძრაობის კურსს შეცვლიდა, შიდა რეფორმებზე წავიდოდა, უარს იტყოდა ანტირუსეთად ქცევაზე. ეს იმედი უკვე დიდი ხანია, პრაქტიკულად ილუზორული იყო, მაგრამ მოსკოვი მაინც არ წყვეტდა მცდელობებს, მიეღწია თუნდაც იმისთვის, რომ დასავლეთს უკრაინაში ჩვენი ინტერესები ეცნო, დათანხმებოდა მის ნეიტრალურ სტატუსს და შეეწყვიტა უკრაინის რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
მსოფლიო დღეს
ბრძანებულება გამოქვეყნებულია: ბაიდენმა სანქციებს ხელი მოაწერა
მთელი ამ წლების განმავლობაში დონბასი ჰაერში იყო გამოკიდებული − არა იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან ღალატისა ეშინოდა (ეს გამორიცხული იყო), არამედ იმიტომ, რომ არაღიარებული რესპუბლიკების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უმძიმესი იყო. დიახ, რუსეთი ეხმარებოდა მათ, მაგრამ ეს მაინც იყო არა ცხოვრება, არამედ ბრძოლა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
რესპუბლიკების ოფიციალურად აღიარება ნორმალურ ცხოვრებას დააბრუნებს დონბასში − მისი ეკონომიკა აღდგება რუსეთთან ბმაში. უკრაინის მხრიდან არანაირი საფრთხე მათთვის აღარ არსებობს — რუსეთთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებები უკრაინის ნებისმიერ პროვოკაციას ასი პროცენტით თვითმკვლელურს ხდის. თუმცა პუტინმა ყოველი შემთხვევისთვის მაინც გააფრთხილა:
„მათგან, ვინც მიიტაცა და ფლობს ხელისუფლებას კიევში, ჩვენ მოვითხოვთ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლად შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა მთლიანად და სრულად უკრაინის ტერიტორიაზე მმართველი რეჟიმის ნამუსზე იქნება“.
და რა ვუყოთ დანარჩენ უკრაინას? კიევს დონბასი არ სჭირდებოდა − ჯერ კიდევ 2015 წელს პოროშენკო მზად იყო დაეთმო ის რუსეთისთვის. მაშ, იქნებ, რესპუბლიკების აღიარება კიევისთვის დიდ საჩუქრად იქცა? იქ უკვე ისიც კი ისმის, რომ ახლა შიდა კონფლიქტებისგან თავისუფლები ვართ და შეიძლება ნატოში მიგვიღონო. არა, არ მიიღებენ, იმიტომ რომ რუსეთი ტყუილუბრალოდ კი არ აყენებს ეჭვქვეშ უკრაინის, როგორც სახელმწიფო სუბიექტობას („უკრაინაში მდგრადი სახელმწიფოებრიობა არ შედგა“, − განაცხადა პუტინმა), ის არც საკუთარ მოთხოვნებზე ამბობს უარს, რომ დასავლეთმა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე უარი თქვას. ვერანაირ უკრაინას ვერ მიიღებენ ნატოში − ეს რუსეთისთვის ისეთი თემაა, რომელსაც არც კი განიხილავს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
უკრაინას საერთაშორისო დღის წესრიგში ბირთვული ბომბი შეაქვს
იმიტომ, რომ უკრაინა − ეს რუსეთია, დაე, ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებული. რუსული მიწები არასდროს იქცევა რუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად − ამ მარტივი აზრის იგნორირება დასავლეთს არ შეუძლია. რა თქმა უნდა, შეიძლება სცადონ, რომ ჩვენი გაფრთხილებები არ შენიშნონ, მაგრამ რაღაც გვკარნახობს, რომ ანგლოსაქსური „დერჟავებიც“ კი ვერ გარისკავენ ამას.
ახლა დასავლეთი, რა თქმა უნდა, მკვეთრი დაგმობითა და აღშფოთებით ირეაგირებს, მაგრამ სერიოზული სანქციები არ იქნება. სამაგიეროდ იქნება ისტერიკის ახალი რაუნდი რუსეთის გარდაუვალი შეჭრის თაობაზე − ახლა უკვე დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების ხელახალი დაპყრობის საფარქვეშ. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების უდიდესი ნაწილი ხომ (რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებად გადაიქცა) უკრაინის კონტროლქვეშაა და ვინ დაუშლის ახლა მოსკოვს, რომელიც თავის შეიარაღებულ ძალებს განათავსებს დსხ-სა და ლსხ-ს ტერიტორიებზე, რომ დონეცკსა და ლუგანსკს ტერიტორიების ხელახლა დაპყრობაში დაეხმაროს?
არავინ და არაფერი − გარდა საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები რუსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობისა. ეს გრძნობა პუტინსა და რუსეთს ახასიათებს − სახელმწიფოებრივი ინსტიქტი, რომელიც პირწმინდად აქვს დაკარგული უკრაინულ ელიტას.
ბორის მარცინკევიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
„ეს გლობალური ბირთვული ომის საწყისი ეტაპია“ – ექსპერტი უკრაინის განცხადებაზე
არაფერი − გარდა საკუთარი ხალხისადმი სიყვარულის გრძნობისა, წინაპართა მიმართ პატივისცემისა და საკუთარი ისტორიის ცოდნისა. ეს რუსებს ახასიათებს, მაგრამ არა კიეველ მედროვეებს.
არაფერი, გარდა საკუთარი ძმების სისხლის დაღვრის სურვილის არქონისა და სამოქალაქო ომის მიმართ ზიზღისა, დაე, თუნდაც ორ სახელმწიფოს შორის ომის სახით.
ამიტომ რუსეთი არ დაღვრის თავისი გასულელებული, თუმცა უდანაშაულო ძმების სისხლს, მაგრამ სიმშვიდეს არ აღირსებს მათ, ვისაც უკრაინის ანტირუსეთად აღშენება სურს. არა მარტო კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებშიც. დონეცკი და ლუგანსკი შინ დაბრუნდნენ − ახლა ჯერი დანარჩენ უკრაინაზეა. ისტორიულ პერსპექტივაში, მაგრამ ისტორია ჩვენ თვალწინ იქმნება.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0