„ეს გლობალური ბირთვული ომის საწყისი ეტაპია“ – ექსპერტი უკრაინის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Alexey Tikhomirovბორის მარცინკევიჩი
ბორის მარცინკევიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
ანალიტიკური ონლაინ-ჟურნალის Геоэнергетика.ru-ს მთავარმა რედაქტორმა ბორის მარცინკევიჩმა Youtube-არხთან „Sputnik რუსულად“ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რა დგას ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარის უკან, რომელიც ბუდაპეშტის მემორანდუმიდან გამოსვლის შეეხება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ (NPT) ბუდაპეშტის შეთანხმებიდან გავიდეს.
„ზელენსკის სიტყვები, თუ მათ სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ განცხადებად განვიხილავთ, იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დატოვებას აპირებს; ანუ მსოფლიო არენაზე იმ სტატუსზე გადასვლას, რომელიც აქვთ ჩრდილოეთ კორეას, პაკისტანსა და ინდოეთს − სამ სახელმწიფოს, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილეები არ არიან. საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან შესაბამისი სანქციებით“, − შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები მარცინკევიჩმა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
რა ელის უკრაინას, თუ ბირთვული იარაღის შექმნას შეეცდება: ექსპერტის მოსაზრება
მისი თქმით, ამ შანტაჟის ტექნიკურად განხორციელება მარტივი არ იქნება. ბირთვული იარაღის შესაქმნელად აუცილებელია საიარაღო პლუტონიუმი ან ურანი, გამდიდრებული U-235 იზოტოპის შემცველობით, მინიმუმ 90% სიხშირით.
„ეს ტექნოლოგია უკრაინაში დღეს არ არსებობს. შესაძლებელია კი ამ ტექნოლოგიური ბარიერის გადალახვა? ორი ვარიანტია. არსებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღი შექმნილია ურან-გრაფიტის რეაქტორებში პლუტონიუმის წარმოების გზით. საკუთარი ურან-გრაფიტის რეაქტორები უკრაინას არ გააჩნია. ასეთი რეაქტორები იყო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, მაგრამ ის სრულად გაჩერებულია. მისი მუშაობის აღდგენას დიდი დრო სჭირდება“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მარცინკევიჩი აზუსტებს, რომ უკრაინას არც ბირთვული იარაღის შექმნის საკუთარი ტექნოლოგიები გააჩნია. ამ საკითხში ან რუსეთთან თანამშრომლობა მოუწევს, რაც არარეალურია, ან ჩრდილოეთ კორეასთან. მაგრამ ეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან კონფლიქტს ნიშნავს.
„არის ერთი სათადარიგო ვარიანტი − ირანთან შეთანხმება ტექნოლოგიების გადაცემაზე, რათა უკრაინის განკარგულებაში აღმოჩნდეს გაზის ცენტრიფუგები, რომელთა გამო ირანს პრობლემა შეექმნა. სწორედ ამის გამო შემუშავდა შეთანხმება ამ სახელმწიფოს ბირთვულ პროგრამაზე. სხვა შესაძლებლობას ვერ ვხედავ“, – ხაზი გაუსვა ექსპერტმა.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
რა მოხდება, თუ კიევის ბუდაპეშტის მემორანდუმიდან გავა: ექსპერტის მოსაზრება
ამასთან, უკრაინის ბირთვულ პროგრამას მილიარდიანი ინვესტიციები და ბევრი დრო დასჭირდება. პაკისტანსა და ინდოეთს ამისთვის 15 წელიწადზე მეტი დასჭირდათ.
„ასე რომ, დროის თვალსაზრისით, გარიყული სახელმწიფოსთვის, როგორიც უკრაინა გახდება NPT-დან გასვლის შემდეგ, საკმაოდ დიდი პერიოდია. და ისიც საკითხავია, იპოვის თუ არა უკრაინა საჭირო ფინანსებსა და სპეციალისტებს. რასაკვირველია, შეიძლება სპეციალისტების სწავლება ფხენიანში ჩატარდეს, ან სადმე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, მაგრამ არა მგონია, ირანი დაინტერესებული იყოს კიდევ ერთი ბირთვული სახელმწიფოს შექმნით“.
თუ გადამუშავებული ბირთვული საწვავისგან „ბინძურ ბომბს“ შექმნიან, რომელზეც ბევრი ექსპერტი საუბრობს, ამ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია, ფიქრობს მარცინკევიჩი. თუმცა, ამისათვის უკრაინამ ისევ უნდა შეწყვიტოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა და შეცვალოს კანონმდებლობა.
„იღებენ დაუმუშავებელ დასხივებულ ბირთვულ საწვავს. საუკეთესო ვარიანტია რეაქტორის აქტიური ზონიდან გასვლისთანავე, ანუ არავითარ გაგრილებას არ ელოდებიან, არ ათავსებენ გასაგრილებელ აუზში. შემდეგ გარკვეულ ქობინს ავსებენ და საჭირო ხდება მისი მიტანა იმ ადგილამდე, რომლის უაღრესად აქტიური რადიაციული დაბინძურება და აფეთქება გსურთ. ეს შეიძლება იყოს ავიაბომბები იმ ქვეყანაზე შეტევის სათანადო შესაძლებლობით, რომელსაც უკრაინა თავის მტრად მიიჩნევს, ანუ, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, − განმარტავს ექსპერტი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბათუმში კონფერენციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
მიუნხენის შეთქმულება 2.0: ზელენსკი ისევ გაგზავნეს რუსეთთან საომრად
მარცინკევიჩის აზრით, თეორიულად ჩვეულებრივი საარტილერიო ჭურვების დატენვაცაა შესაძლებელი. ამასთან პირველი განადგურებული სამიზნეები ასეთი საარტილერიო ქვედანაყოფების ბრიგადები იქნება.
მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგები. მთლიანობაში უკრაინის შანტაჟზე ბორის მარცინკევიჩი ამბობს, რომ „ეს არის მომდევნო ნაბიჯი გლობალური ბირთვული ომის დაწყებისაკენ“.
თუმცა რჩება პატარა ხვრელი – უკრაინას შეუძლია თავის ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღის განთავსება, როგორც ეს თავის დროზე გერმანიამ და თურქეთმა გააკეთეს. მაგრამ ჯერ ზელენსკი აშკარად სხვა რამეზე საუბრობს.
რედაქცია პასუხს არ აგებს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0