მიუნხენის შეთქმულება 2.0: ზელენსკი ისევ გაგზავნეს რუსეთთან საომრად

© AFP PHOTO / Georgia's President Press serviceვოლოდიმირ ზელენსკი ბათუმში კონფერენციაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი ბათუმში კონფერენციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
ომი არა და არ იწყება, უკრაინის პრეზიდენტმა კი მაინც მოასწრო გმირობის ჩადენა. საქმე ისაა, რომ ამერიკელმა კურატორებმა პრაქტიკულად ღია ტექსტით აუკრძალეს მას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წასვლა, რომელიც შაბათ-კვირას ჩატარდა. იქ მას ევროპელ ლიდერებთან დალაპარაკება შეეძლო, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ მათ არანაირი ომი არ სურთ, შემდეგ ამ პოზიციას მოჭიდებოდა და ცოტა ხანს გაჯიუტებულიყო, სანამ ვაშინგტონი კინწისკვრით აგდებს ფრონტზე.
და, საერთოდ, რაღაცნაირად უწესოდ გამოიყურება, რომ ქვეყანა რუსეთის შეჭრის საფრთხეშია, კიევიდან საელჩოების ევაკუაცია ხდება, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ წარბშეკრულმა გადაიღოს ფოტოები ჯავშანჟილეტში, დასასვენებლად მიდის ლეგენდარულ ოტელ „ბაუერიშ ჰოფში“. იქ მას სპა, აუზი, მიშლენის სამვარსკვლავიანი რესტორანი ელოდება. უკრაინის მოქალაქეები კი ამასობაში რატომღაც სანგრებში იყინებიან. არაა ლამაზი, თორემ ნება თქვენია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
რა ელის უკრაინას, თუ ბირთვული იარაღის შექმნას შეეცდება: ექსპერტის მოსაზრება
„შესაძლოა [კონფერენციაზე წასვლა] არ არის მაინცდამაინც ჭკვიანური არჩევანი“, − განაცხადა ამის თაობაზე ჯო ბაიდენმა. მაგრამ ზელენსკიმ მაინც არ დაუგდო ყური თავის პატრონებს და უქმეებზე მიუნხენში გაქანდა. არის რაღაც გმირული ამაში.
კონფერენციაზე უკრაინის ლიდერმა წარმოთქვა სიტყვა − ერთდროულად ცეცხლოვანიცა და ფრთხილიც. ერთი მხრივ, ითხოვა, რომ რუსეთის აგრესიის თემა არ გამწვავებულიყო: „იმისათვის, რომ უკრაინას მართლა დაეხმაროთ, საჭირო არ არის სავარაუდო შემოჭრის თარიღებზე გამუდმებული ლაპარაკი“. იგრძნობოდა, რომ ამ საუბრებით უკვე ნერვები მოუცვითეს. მეორე მხრივ, შეეცადა შეჭრის თემა სწრაფად გაენაღდებინა და პასუხი მოითხოვა კითხვაზე, ბოლოს და ბოლოს, როდის მიიღებენ უკრაინას ევროკავშირსა და ნატოშიო: „ჩვენ სხვა თარიღები უფრო გვჭირდება. ყველას ესმის, რომლებიც“.
პასუხები მალევე მიიღო, მაგრამ მანამდე კიდევ ბევრი საინტერესო მოხდა. ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ კრემლს თავის საზღვრებზე ნაკლები ნატო სურს, უფრო მეტ ნატოს მიიღებს. პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად ომის ღიად გაღვივებისა, მან ევალდ ფონ კლაისტის პრემია მიიღო — მიუნხენის კონფერენციის პირველი ორგანიზატორისა, ნამდვილი მშვიდობისმყოფელისა, ადამიანისა, რომელმაც მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა ევროპაში უსაფრთხოებისთვის.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
რა მოხდება, თუ კიევის ბუდაპეშტის მემორანდუმიდან გავა: ექსპერტის მოსაზრება
ევალდ ფონ კლაისტი, რომელმაც ვერმახტში სამსახურიც მოასწრო მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე კეთილშობილ და წარჩინებულ ოჯახს განეკუთვნებოდა: სამხედროები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, პოეტები, მათ შორის – ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული დრამატურგი ჰენრიხ ფონ კლაისტი.
ოჯახი აქტიურ ოპონირებას უწევდა ჰიტლერს. ყმაწვილი ევალდიცა და მისი მამაც შტაუფენბერგის შეთქმულებაში მონაწილეობდნენ, რომლის წარუმატებლობის შემდეგ მამა სიკვდილით დასაჯეს, ევალდი კი სასწაულებრივად გადარჩა.
არასტანდარტულმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ გერმანელი არისტოკრატი სახელგანთქმულ მშვიდობისმყოფლად აქცია. მის მიერ დაარსებული მიუნხენის კონფერენცია ამერიკელი და ევროპული ელიტების მოლაპარაკებათა არენად იქცა. ცივი ომის დასრულებამდე ეს ნამდვილად სასარგებლო ღონისძიება იყო.
ევროპელები ძალიან ჭკვიანურად დატრიალდნენ სსრკ-სა და აშშ-ს შორის, შედარებითი დამოუკიდებლობა მოიპოვეს და კონტინენტზე კონფლიქტების არარსებობას მიაღწიეს. ევროპა მშვიდად ცხოვრობდა. განიარაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა.
რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
„ეს ხრიკია“: ამერიკის დაზვერვას რუსეთის განცხადების არ სჯერა
მაგრამ 1990-იან წლებში ამერიკელებმა ამ არენის პრივატიზაცია დაიწყეს. ევალდ ფონ კლაისტი საქმეებს ჩამოშორდა, მისი პოსტი ჰორსტ ტელჩიკმა დაიკავა, რომელიც პარალელურად ამერიკული კორპორაცია „ბოინგის“ დირექტორთა საბჭოშიც მუშაობდა.
ამერიკელებმა თანდათან მოახვიეს თავს ძველი სამყაროს წარმომადგენლებს თავიანთი ხედვა „ევროპული უსაფრთხოების“ შესახებ. უგულებელყვეს მათი პოზიცია ერაყის მიმართ, ჩაითრიეს ისინი ბელგრადის დაბომბვაში, ყველა ჩაითრიეს ლიბიაში, ავღანეთში და ა.შ.
ნატოს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ჯორჯ რობერტსონმა 2000-იანების დასაწყისში ძალიან ცოცხლად აღწერა ატმოსფერო მიუნხენის კონფერენციაზე: „...ჩვენთან ტერმინატორივით დაბრუნდა [აშშ-ის თავდაცვის მინისტრი] დონ რამსფელდი და განაცხადა, რომ ევროპელებთან მტკიცედ აპირებს საქმის გარჩევას“.
ეს დამამცირებელი ერთპოლარულობა, ევროპული ელიტების ამერიკელ პატრონებზე სრული დამოკიდებულება ზუსტად შენიშნა თავის სიტყვაში მიუნხენის 2007 წლის კონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა. უნდა გენახათ, რა სახეები ჰქონდათ ევროპელ ხელმძღვანელებს იმ მომენტში! რუსეთის პრეზიდენტმა ისინი ასეთი მიდგომის საფრთხეებზე გააფრთხილა – რაღაც მომენტში ამერიკელებისთვის მომგებიანი გახდება ომის გაჩაღება თავად ევროპაში და ადგილობრივი ხელძღვანელობა ვერაფერს გახდებაო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
დასავლეთი რუსეთს ომში გამოუცხადებლობის გამო დამარცხებულად აცხადებს
15 წლის შემდეგ ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ახდა. აშშ უკრაინაში შეძვრა და ის ტეხასის ზომის კრიმინალურ ანკლავად აქცია.
ადგილობრივ ნაცისტებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ხოცვა-ჟლეტის მოწყობა ქვეყანაში, რის შედეგედაც ევროპას ასობით ათასი ლტოლვილი მიაწყდება. ანკლავის ხელმძღვანელი, ბუდაპეშტის შეთანხმების დაუცველობის საბაბით, ბირთვული იარაღის შექმნით იმუქრება. ევროპა იძულებულია გარინდულმა ადევნოს თვალი ამ ყველაფერს.
ახლა შტატები მიუნხენის კონფერენციას იმისთვის იყენებს, რომ ევროპული ელიტები უკრაინაში სისხლიან სასაკლაოში ჩაითრიოს, რომლის მოწყობასაც თავადვე ცდილობენ. მიუნხენი-2022-ის მთავარი სიუჟეტი რუსეთის ყბადაღებული შეჭრა გახდა.
სპიკერები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებდნენ, რომ რუსეთს „უკრაინის საზღვრიდან სინამდვილეში არ გაუწევია თავისი ჯარები. რომ დონბასის ყველა აფეთქება და დაცხრილვა რუსეთის პროვოკაციაა. ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დონეცკიდან და ლუგანსკიდან − ესეც პროვოკაციაა. პუტინმა რაც უნდა აცხადოს, მალე რუსეთი გარდაუვლად შეიჭრება უკრაინაში, მერე კი სრულად მოუწევს პასუხისგება ამ შეჭრისთვის.
აშშ-ის და უკრაინის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
მოსაზრება: აშშ უკრაინას ომში ექაჩება
ყველაზე აგრესიულად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საუბრობდა. „ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ესტონეთში, გავზარდეთ ძალები პოლონეთში <…> და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო სივრცეში, <…> გავგზავნეთ ექვსი გამანადგურებელი „ტაიფუნი“ კვიპროსზე, სამხედრო ხომალდები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და შავ ზღვაში. <…> ვამაყობ იმით, რომ 2014 წლიდან ვეხმარებით უკრაინას, გავწვრთენით რა იქ 22 ათასი ჯარისკაცი და გავგზავნეთ 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. <…> თუ რუსეთი ძალას გამოიყენებს მშვიდობიანი და უდანაშაულო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ <…> ჩვენს საერთო ინტერესებშია, რომ რუსეთი დამარცხდეს და ეს ყველამ დაინახოს“.
რიტორიკის ნაწილში ჯონსონმა კამალა ჰარისსაც კი აჯობა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ძირითადად ეკონომიკური სანქციებით ემუქრებოდა რუსეთს და ძალიან აკურატულად მიჯნავდა ამერიკული ჩარევის სამხედრო საზღვრებს: ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება და მეტი არაფერი.
ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა ჰარისსა და გერმანელ დიპლომატს, მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერს შორის. თუ დიპლომატიური ენიდან ვთარგმნით, იშინგერმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, ხომ არ შეიცვლება ამერიკული პოლიტიკა ევროპაში, თუ შტატების ხელისუფლებაში „ახალი ტრამპი“ მოვაო.
ევროპარლამენტის პლენარული სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი მზადაა რუსეთს „ყველაზე სუსტ ადგილზე დაარტყას“
ახლა ხომ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ რესპუბლიკელები დემოკრატებს კონგესიდან უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში გაიტანენ, ხოლო არასრული 3,5 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ტრამპს (ან ტრამპი 2.0-ს) მოიყვანენ. მმართველი პარტიის ცვლა კი ვაშინგტონს უბრალოდ შეუზღუდავ შესაძლებლობებს აძლევს იმისთვის, რომ თავისი მოკავშირეები „გადააგდოს“. როგორ ეკიდებიან ამერიკელები შეთანხმებებს, ეს ყველამ კარგად იცის. ჯერ ირანის გარიგება გააფორმეს, მერე მოვიდა ტრამპი და გააუქმა იგი. ახლა შეთანხმების თავიდან გაფორმებას გვთავაზობენ. სამი წლის შემდეგ კი შესაძლოა ისევ გააუქმონ.
დღეისათვის ევროპელების მთავარი საზრუნავი ისაა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სრულმასშტაბიან კონფლიქტში ჩაითრევს, შემდეგ კი უეცრად მიატოვებს და რაღაც სხვა საქმეებით დაკავდება. და მერე? ქალბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ მსგავსი არაფერი მოხდება, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა რესპუბლიკელებსაც სურთ და დემოკრატებსაც, და ამაში სრული და მარადიული ორპარტიული კონსენსუსი არსებობს. აბა, სხვა რა შეეძლო ეთქვა? ხომ არ იტყოდა, დიახ, თუ საჭირო იქნება, დაგაცურებთ და მეორე „მაქსიმალურ“ ავღანეთს მიიღებთო?
შემდეგ კითხვაში იშინგერი აცხადებდა, რომ ეს ამერიკული ავანტიურა (მან ეს ბევრად უფრო თავაზიანად თქვა) ევროპაში უსაფრთხოების მთელ სისტემას ბოლოს მოუღებდა და იკითხა, შეიძლება თუ არა რუსეთთან პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა: „შეიძლება თუ არა, ვილაპარაკოთ არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ რუსეთთანაც?“ რაზეც კამალა ჰარისმა უპასუხა, რომ იგი დიპლომატიის ერთგულია, მაგრამ თუ რუსეთი შეიჭრება, მაშინ ომის აცილება შეუძლებელი იქნება და ევროპელები თავს ვერ დაიძვრენენ მისგან.
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
მსოფლიო დღეს
ბაიდენი და პუტინი სამიტის ჩატარებას დათანხმდნენ: დასახელდა პირობა
მიუნხენის კონფერენციას მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინა ნატოს წევრი ქვეყნების ერთიანობა. მაგრამ ისინი ერთიანები მხოლოდ ერთში აღმოჩნდნენ: არცერთი მათგანი არ აპირებს ჯარის გაგზავნას კიევის დასახმარებლად. ამასთან ყველა მათგანი (სხვადასხვა ხარისხის დაჟინებით) უბიძგებს ზელენსკის − მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ − სამხედრო დანაშაულისკენ.
კიევისგან ამაზრზენ პროვოკაციებს ელიან ქიმიური იარაღის გამოყენებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვითა და თანამოქალაქეების ხოცვა-ჟლეტით. უკრაინის რეჟიმს წინასწარ მიეცა ინდულგენცია ნებისმიერი სისასტიკისთვის. ხომ თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომ პუტინის სიტყვები დონბასში გენოციდის შესახებ „უბრალოდ სასაცილოა".
მაგრამ ამავე დროს ზელენსკის ნატოს ჯარისკაცებს არ ჰპირდებიან. ევროპელი და ამერიკელი ზეადამიანები (Übermensch) სამხედრო ბაზებზე ლუდს მოწრუპავენ და ტელევიზორში ნახავენ, როგორ კვდებიან უკრაინელი „უნტერმენშები“ (Untermensch) აღმოსავლეთში. ხოლო როდესაც ზელენსკის ჰააგაში წაათრევენ, მისი ყოფილი მფარველები ისეთ სახეს მიიღებენ, თითქოს არაფერ შუაში არიან და რომ მან ყველაფერი არასწორად გაიგო.
დიახ, უკრაინის ნატოში მიღების შესახებ ზელენსკიმ თავის კითხვებზე პასუხი მიიღო. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას ცალსახად უპასუხა: „უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და უახლოეს მომავალში არ მოხდება“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ცოტა ხნის წინ ურჩია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მადრიდის სამიტზე ოფიციალურად გამოაცხადოს უარი უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებაზე. როგორც ხედავთ, ევროპელმა პარტნიორებმა სიგნალი გაიგნეს და დაფაცურდნენ. ახლა მხოლოდ გერმანიის კანცლერის პოზიციის ფორმალიზება და განმტკიცებაღა დარჩა (რომელსაც უდავოდ ეთანხმება ძველი ევროპის ლიდერების უმეტესობა) მადრიდის დასკვნით დოკუმენტში. და ყველას ყველაფერი კარგად ექნება.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0