„ეს ხრიკია“: ამერიკის დაზვერვას რუსეთის განცხადების არ სჯერა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშირუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლება
რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატების დაზვერვამ გაარკვია, რომ მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინასთან საზღვრიდან რუსეთმა ჯარები გაიყვანა, ამერიკული მხარის შეცდომაში შესაყვანი „ხრიკია“, წერს The Washington Post-ი ოთხ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.

„ვაშინგტონმა მიიღო სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთის განცხადებები [ჯარის გაყვანის შესახებ] შესაძლოა იყოს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც შეცდომაში შეყვანაა“, — თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

აღნიშნული მოსაზრება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასევე დაადასტურა კიდევ ორმა ამერიკულმა და ერთმა ევროპულმა წყარომ.
უფრო მეტიც, მათი თქმით, არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომ რუსეთს ადგილობრივ მოსახლეობაზე ქიმიური შეტევის ინსცენირება აქვს გადაწყვეტილი, რაშიც შემდეგ უკრაინას ან აშშ-ს დაადანაშაულებს.
გარდა ამისა, გამოცემის აზრით, რუსეთის სამხედრო სწავლებები ბელარუსის ტერიტორიაზე შესაძლოა უკრაინაში შეჭრის საფარველი იყოს.
სერგეი შოიგუ - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
სერგეი შოიგუ: რუსეთის არმია წვრთნების ნაწილს უახლოეს დროს დაასრულებს
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ გასული წლის შემოდგომიდან დაიწყეს საუბარი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საზღვრებთან ახლოს საკუთარი შეიარაღებული ძალების ნაწილები გადაიყვანა. მოსკოვი აცხადებდა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების მოძრაობა სამხედრო წვრთნებთან იყო დაკავშირებული და ეს საფრთხეს არავის არ უქმნიდა. მიმდინარე კვირაში მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსული ქვედანაყოფები სწავლების დასრულების შემდეგ დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ორშაბათს განაცხადა, რომ „მანევრების ნაწილი დასასრულს უახლოვდება, ნაწილი კი უახლოეს დროში დასრულდება“.
წყარო: The Washington Post
ყველა ახალი ამბავი
0