სერგეი შოიგუ: რუსეთის არმია წვრთნების ნაწილს უახლოეს დროს დაასრულებს

© Ministry of Defence of Russia / გადასვლა მედიაბანკშისერგეი შოიგუ
სერგეი შოიგუ - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
წვრთნების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი სრულდება, რაღაც რჩება გასაკეთებელი, დაგეგმილი გადაწყვეტილებების მასშტაბის გათვალისწინებით.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. რუსეთის არმიის წვრთნების ნაწილი უახლოეს მომავალში დასრულდება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ წვრთნები ჩატარდება, ნაწილი დასრულებულია, ნაწილი სრულდება, რაღაც რჩება გასაკეთებელი, იმ დაგეგმილი გადაწყვეტილებების მასშტაბის გათვალისწინებით, რაც თქვენი დავალებით დეკემბერში დაიწყო“, – განაცხადა მან ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას.
ბელარუსულ-რუსული ერთობლივი მანევრები Союзная решимость-2022 ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ძირითად წვრთნებს წარმოადგენს.
ეს წვრთნები ითვალისწინებს „საკავშირო სახელმწიფოს“ (Union State - რუსეთის და ბელარუსის წარმონაქმნი, რომლის ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო, სავალუტო, იურიდიული, ჰუმანიტარული, საბაზრო და კულტურული სივრცის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს) რეაგირების ძალების გამოცდის მეორე ეტაპს, რომელიც 20 თებერვლამდე გაგრძელდება. მისი მიზანია გარე აგრესიის და ტერორისტული თავდასხმების მოგერიებაზე მუშაობა.
ყველა ახალი ამბავი
0