უკრაინას საერთაშორისო დღის წესრიგში ბირთვული ბომბი შეაქვს

  - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
ივან ზუევი
19 თებერვლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება ბუდაპეშტის მემორანდუმიდან გასვლისა და უკრაინის არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარის თქმის მზადყოფნის შესახებ ექსპერტებმა საკმაოდ სერიოზულად მიიღეს. Sputnik-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა უკრაინაში ბირთვული იარაღის დამზადების თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობები განიხილეს.
ბუდაპეშტში 1994 წელს ხელმოწერილი შეთანხმებები ითვალისწინებდა, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა რუსეთისგან, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას (NPT) შეუერთდებოდა. ახლა, ზელენსკის გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, ის შეთანხმების დარღვევას აპირებს.
თუ უკრაინა „ბუდაპეშტიდან“ გამოვა, ფაქტობრივად, თავს უფლებას მისცემს, შექმნას, გამოიყენოს და მიჰყიდოს მესამე ქვეყნებს ბირთვული იარაღი, ფიქრობენ ექსპერტები.
ბორის მარცინკევიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
„ეს გლობალური ბირთვული ომის საწყისი ეტაპია“ – ექსპერტი უკრაინის განცხადებაზე
მაგრამ გამოუვა თუ არა? ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის.

შეძლებს თუ არა უკრაინა ბომბის დამზადებას?

ახლა ბირთვული ბომბის რეცეპტის შოვნა ან შექმნა, შემდეგ კი დამზადება არც ისე რთულია, ფიქრობს რუსი ბირთვული ფიზიკოსი ანდრეი ოჟაროვსკი.
„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ფლობს ატომურ ელექტროსადგურებს, თეორიულად ხელი მიუწვდება დაყოფად მასალებზე, კერძოდ, პლუტონიუმზე, რომელიც ყოველ ბირთვულ რეაქტორშია. თანაც მნიშვნელობა არ აქვს, რა დანიშნულებით. მაგრამ ეს მხოლოდ საქმის ნახევარია, რადგან ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა მხოლოდ შიგთავსი არ არის. ეს საკმაოდ რთული დანადგარია. უკრაინა, თუ მოინდომებს, თავს გაართმევს“, − ამბობს ანდრეი ოჟაროვსკი.
უკრაინაში მართლად არის კომპეტენციის რამდენიმე ცენტრი, რომლებიც ატომურ ტექნოლოგიებზე მუშაობენ. მაგალითად, კიევში არის უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტი, ხარკოვში − ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი. საკუთარი ცენტრები აქვს „ენერგოატომსაც“, რომლის შემადგენლობაშიცაა სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი. ცენტრის სპეციალისტები ატომურ დარგს სამეცნიერო-ტექნიკური და საინჟინრო მხარდაჭერით უზრუნველყოფენ. 1969 წლიდან დღემდე ატომური ელექტროსადგურისთვის პროდუქციის შექმნაზე საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობას ეწევა „ატომპრიბორი“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
რა ელის უკრაინას, თუ ბირთვული იარაღის შექმნას შეეცდება: ექსპერტის მოსაზრება
უკრაინის ბირთვული ბომბის პროექტის რეალიზაციის მთავარი სირთულე მის გამოსაცდელად ადეკვატური ადგილის არარსებობაა, ამბობს ოჟაროვსკი.
„უკრაინაში პოლიგონის ადგილს ვერ ვხედავ. ჩერნობილში? რასაკვირველია, არა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ აფეთქებული და სარკოფაგში მოქცეული მეოთხე ბლოკის გვერდით დგას ჩერნობილის ატომური სადგურის პირველი, მეორე და მესამე ბლოკები. ისინი არც ერთხელ არ აფეთქებულა. მათ ნელ-ნელა შლიან. საწვავისგან დაცლილი სამი გრაფიტის რეაქტორი. ესეც მზა „ბინძური“ ბომბი. ჩემი აზრით, იარაღის გამოცდა უკრაინისთვის გადაუჭრელი ამოცანაა“, − ამბობს ოჟაროვსკი.

გამოგონება ჯერ კიდევ არ ნიშნავს წარმოებას

უკრაინამ ლაბორატორიულ პირობებში ურანის მადნისგან პლუტონიუმის მიღება რომც შეძლოს, ამ პროცესს წარმოებაში ვერ გადაიტანს, ფიქრობს მეცნიერული კვლევების ფონდ „ოსნოვანიეს“ პრეზიდენტი, ბირთვული ენერგეტიკის ექსპერტი ალექსეი ანპილოგოვი.
„პრინციპში, შესაძლებელია პლუტონიუმის მიღება, სპეციალურად ამისათვის რეაქტორის აგება, რომელშიც ურანისგან პლუტონიუმი მიიღება. ასე აკეთებდნენ ამერიკელები, როდესაც ნაგასაკისთვის გამიზნულ ბომბს ამზადებდნენ, სსრკ აკეთებდა ასე. მაგრამ დიდი ოდენობით პლუტონიუმის მისაღებად საჭიროა ქიმიური ქარხანა. დნესტრისპირეთის ქიმიურ ქარხანაში, უკრაინაში ბირთვული ციკლის ერთადერთ საწარმოში პლუტონიუმის გამოყოფის ტექნოლოგიის მხოლოდ ფრაგმენტები იყო. მაგალითად, ამზადებდნენ იონგაცვლის ფისებს. მაგრამ პლუტონიუმის მიღების პროცესს არ აწარმოებდნენ. თუმცა ლაბორატორიული კვლევები, რასაკვირველია, ტარდებოდა, რადგან დნესტრისპირეთის ქიმიური ქარხანა სსრკ-ის ბირთვული პროექტის ფლაგმანი იყო“, – ამბობს ანპილოგოვი.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
რა მოხდება, თუ კიევის ბუდაპეშტის მემორანდუმიდან გავა: ექსპერტის მოსაზრება
უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების გზით წასვლა – პლუტონიუმის მიღება გაზის ცენტრიფუგების მეშვეობით უკრაინაში გაცილებით რთული იქნება.
„ბუნებრივი ურანის მოპოვება თავისთავად არ ნიშნავს ბომბის შექმნის პოტენციალის არსებობას. ურანს ნიგერია და ნამიბია მოიპოვებენ. ბირთვული ბომბის შესაქმნელად საჭიროა იზოტოპების დაშლა. ამისთვის მსოფლიოში ძირითადად გაზის ცენტრიფუგები გამოიყენება. უკრაინას გაზის ცენტრიფუგების ტექნოლოგიები არ გააჩნია და არც არასდროს ჰქონია. მისი შექმნა არც ისე მარტივია. ახლა ამ ტექნოლოგიას მხოლოდ ევროპელები და რუსეთი ფლობენ“, – ასკვნის ექსპერტი.
სხვა საქმეა, თუ ზელენსკის რეჟიმი ან დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც მრავლად არიან უკრაინაში, გადაწყვეტენ, რომ „ბინძური“ ბირთვული ბომბი დაამზადონ.
„სწორედ „ბინძური“ ბირთვული ბომბია ყველაზე საშიში იარაღი. როგორც იტყვიან, ესაა ღარიბების და აბსოლუტურად ტერორისტული ტექნოლოგია. არსებითად, არის კონტეინერი მაღალი რადიოაქტიური ელემენტებით და ასაფეთქებელი მოწყობილობა, მაგალითად, ატომური ელექტროსადგურის დასხივებული საწვავით. უკრაინას კი უკვე გამოყენებული ბირთვული საწვავის უზარმაზარი მარაგი აქვს“, − ამბობს ანპილოგოვი.

უბრალოდ მიზანს ვერ მიაღწევს

უკრაინა არ ფლობს ბირთვული იარაღის რუსეთის ტერიტორიამდე გადატანის აუცილებელ საშუალებებს, მიაჩნია სამხედრო ექსპერტ იგორ კოროტჩენკოს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ კიევი ვერასდროს მოხვდება ბირთვული სახელმწიფოების კლუბში.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბათუმში კონფერენციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
მიუნხენის შეთქმულება 2.0: ზელენსკი ისევ გაგზავნეს რუსეთთან საომრად
ექსპერტის თქმით, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პოტენციალი რაკეტმშენებლობაში იყო, რომელიც 90-იანებში გაიფლანგა.
„უკრაინის სარაკეტო პოტენციალი განადგურდა. საუკეთესო კადრები ჩრდილოეთ კორეაში გადავიდნენ, სადაც მათი შრომითა და მონდომებით ვითარდება დღეს კორეის თავდასხმითი პოტენციალი. ზელენსკის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ბლეფი. რეალურად მსგავსი რამ შეუძლებელია“, – ამბობს იგორ კოროტჩენკოვი.

მთელი მსოფლიოს თავის ტკივილი

უკრაინაში ბირთვული იარაღის ტექნოლოგიის შემუშავების დაწყებასთან დაკავშირებული ძირითადი შიში, როგორც წესი, უკავშირდება იმას, რომ ქვეყნის შიგნით ხელისუფლება სუსტად აკონტროლებს იმ იარაღზე წვდომასაც კი, რომელიც ხელთ აქვს.
„ასე რომ, უკრაინა ძალიან არასაიმედო პარტნიორია. ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. არაადეკვატურობით უკრაინის ხელისუფლება ნებისმიერ ტერორისტს შეეჯიბრება. მით უმეტეს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან უკრაინელების კონტაქტები ფართოდაა ცნობილი. ამერიკული იარაღი, რომელსაც აშშ უკრაინაში გზავნის, რატომღაც მაშინვე ახლო აღმოსავლეთში, იგივე სირიაში აღმოჩნდება ხოლმე და ხშირად ამერიკელების, ბრიტანელებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოიყენება. ქიმიურ იარაღს რაც შეეხება, ექსპერტები ეჭვობდნენ, რომ უკრაინის უშიშროების საბჭოს კავშირი ჰქონდა სკრიპალის მოწამვლასთან“, – ამბობს გაეროს ბიოლოგიური იარაღის საკითხთა კომისიის ყოფილი წევრი, სამხედრო ექსპერტი იგორ ნიკულინი.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
მსოფლიო დღეს
განცხადება გაეროში: უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გაუქმება მოითხოვა
სწორედ ამ მიზეზით იქცევა თავის ტკივილად უკრაინის შესაძლო გასვლა ბუდაპეშტის მემორანდუმიდან არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ აშშ-სთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე ჩინეთის, ინდოეთისა და საერთოდ მთელი მსოფლიოსთვის.
„ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ფასი კაპიკია. აშშ-ში ის რატიფიკაციისთვის სენატშიც კი არ წარუდგენიათ. მაგრამ ის ფაქტი, რომ უკრაინა მემორანდუმიდან გამოსვლით ასევე გამოდის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებიდანაც, სიმართლეცაა და სერიოზული საფრთხეც. შეთანხმების ზუსტი სახელწოდება არის „ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინის მიერთებაზე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებაზე“. თუ ისინი შეთანხმებას გაწყვეტენ, ე.ი. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებიდანაც გამოვლენ. და თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ გაერო მას ამისთვის სანქციებს დააკისრებს, როგორც, მაგალითად, ირანს“, – ამბობს ექსპერტი.

რისგან შედგება უკრაინის ამჟამინდელი ატომური ენერგეტიკა

სსრკ-ის ატომური ენერგეტიკის განვითარების გეგმით, უკრაინის ტერიტორიაზე ცხრა ატომურ სადგურს უნდა ემუშავა. სსრკ-ის დაშლის მომენტისთვის მხოლოდ ხუთი მუშაობდა. ახლა ქვეყანაში ზაპოროჟიეს, როვნენსკის, სამხრეთ უკრაინის, ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები მოქმედებს.
ნაციონალური ატომური ენერგოგენერირების კომპანია „ენერგოატომი“ 15 ატომურ ენერგობლოკს კურირებს, რომელთაგან 13 ВВЭР-1000 ტიპისაა, ორი კი − ВВЭР-440 ტიპისა. მათი საერთო დადგმული სიმძლავრე 13.835 მგვტ-ია. ასევე ტაშლიკის ჰიდროაკუმულირებადი ელექტროსადგურის ორი ჰიდროაგრეგატი − 302 მგვტ დადგმული სიმძლავრით, და ალექსანდროვსკის ჰიდროელექტროსადგურის ორი ჰიდროაგრეგატი − 11,5 მგვტ დადგმული სიმძლავრით. უკრაინას ატომური ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის მაჩვენებლით მსოფლიოში მერვე ადგილი უკავია, ნათქვამია „ენერგოატომის“ ვებ-გვერდზე.
ჟან-ივ ლე დრიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
მსოფლიო დღეს
ევროპაში უსაფრთხოების ნორმები აღარ არსებობს: ფრანგი მინისტრის კომენტარი
უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში მუშაობას განაგრძობს აღმოსავლეთის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, რომელიც ურანს მოიპოვებს. 2021 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია იანვარ-სექტემბერში ურანის მოპოვებისა და ურანის კონცენტრატის წარმოების შემცირების შესახებ. მოსალოდნელი იყო, რომ მოპოვების მოცულობა წლის ბოლოს დაიკლებდა, თუმცა მიმდინარე დონე, 1.000 ტონა ურანის მადანი, უკვე ვერ აკმაყოფილებდა მოქმედი ატომური ელექტროსადგურების საჭიროებას.
საკუთარი სადგურებისთვის უკრაინა საწვავს ყიდულობს რუსეთისგან და ამერიკული Westinghouse-სგან. ამასთან, 2021 წლიდან კიევმა უარი თქვა „როსატომის“ მომსახურებაზე. უკრაინის „ენერგოატომი“ უკვე რამდენიმე წელია აშენებს ბირთვული ნარჩენების საკუთარ საცავს ჩერნობილის ზონაში, რისთვისაც აშშ-სგან 250 მლნ დოლარი ისესხა. ექსპერტები საცავს ერთ-ერთ პოტენციურად სახიფათო ობიექტად მიიჩნევენ, რომელიც შეიძლება „ბინძური“ ბირთვული ბომბის დასამზადებლად იყოს გამოყენებული. ამასთან, უკრაინა ბირთვულ ნარჩენებს თავის ტერიტორიაზე ტოვებს, ვინაიდან Westinghouse-ს არ გააქვს და არ მარხავს გადამუშავებულ საწვავს.
თუმცა, როგორც Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, უკრაინის ტერიტორიაზე ამ საცავის აგების გარეშეც არსებობს რადიოაქტიური ნარჩენების უზარმაზარი რაოდენობა. ათზე მეტი საცავი ქალაქ ჟოლტიე-ვოდის ქიმიური ქარხნის მახლობლად მდებარეობს.
„უკრაინაში რადიოაქტიური ნარჩენების უამრავი ნაგავსაყრელია. მათი უმეტესობა პრაქტიკულად სტიქიურადაა წარმოქმნილი. უზარმაზარი ნაგავსაყრელია დნეპროპეტროვსკსა და დერჟინსკს შორის, რომელზეც ორი ქალაქის დამაკავშირებელი გზატკეცილი გადის. სსრკ ბირთვული ბომბის სასწრაფოდ შექმნის ამოცანას ისახავდა, ეკოლოგიაზე ფიქრით თავს არავინ იცხელებდა. ასეთი ნაგავსაყრელი უკრაინაში უამრავია. უკრაინას ასევე აქვს გამოყენებული ბირთვული საწვავის უზარმაზარი მარაგი, საიდანაც სახიფათო ელემენტების მიღება და „ბინძური“ ბირთვული ბომბის შექმნაა შესაძლებელი“, – ამბობს ალექსეი ანპილოგოვი.
რედაქცია პასუხს არ აგებს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0