მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრძანებულება გამოქვეყნებულია: ბაიდენმა სანქციებს ხელი მოაწერა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
თბილისი, 22 თებერვალი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც მანამდე ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.
დოკუმენტში, რომელიც თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებები ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ასევე რუსეთის მიერ გაცხადებულ ერთგულებას დიპლომატიისადმი და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მე, ჯოზეფ ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი, ქვემდებარე ბრძანებულებით ვაფართოებ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მასშტაბებს, რომელიც 2014 წლის 6 მარტს გამოცხადდა და რომლითაც დადგინდა, რომ რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება – რაც ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და დამატებით საფრთხეებს უქმნის უკრაინის მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – წარმოადგენს უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“, − ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, იკრძალება:
ახალი ინვესტიციები დონეცკსა და ლუგანსკში;
აშშ-დან ნებისმიერი საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა-მიწოდებები პირდაპირი თუ ირიბი გზებით;
ტექნოლოგიებისა და სერვისების იმპორტი;
ამერიკის მოქალაქის მხრიდან (სადაც უნდა იმყოფებოდეს) ნებისმიერი დაფინანსება ან გარიგება დონეცკსა და ლუგანსკში.
გარდა ამისა, დოკუმენტი უფლება ანიჭებს აშშ-ის ადმინისტრაციას, სანქციები დაუწესოს დონეცკსა და ლუგანსკში მოღვაწე პირებსა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
ამასთან აღინიშნება, რომ დონეცკსა და ლუგანსკთან კავშირში მყოფი პირების კუთვნილი ყველა სახის ქონება თუ წილი ქონებაში, რომელიც უკვე არის ან შემდგომში მოხვდება აშშ-ში, დაიბლოკება.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
მსოფლიო დღეს
განცხადება გაეროში: უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გაუქმება მოითხოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 21 თებერვალს ტელემიმართვისას განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის დაუყოვნებელი აღიარება. მიმართვის დასრულებისთანავე მან ხელი მოაწერა ბრძანებულებებს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის შესახებ. ამასთან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, უზრუნველყონ მშვიდობა ადგილებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა და „ნორმანდიული ოთხეულისა“ და ეუთოს სამიტის ჩატარების ინიციატივა წამოაყენა.
წყარო: თეთრი სახლი
ყველა ახალი ამბავი
0