https://sputnik-georgia.com/20220205/skolis-eqimebma-koronavirusze-testireba-daiwyes-264178549.html
სკოლის ექიმებმა თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყეს
სკოლის ექიმებმა თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყეს
Sputnik საქართველო
ყოველ მეექვსე სკოლაში ექიმი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გადაამზადა
2022-02-05T15:50+0400
2022-02-05T15:50+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250139471_0:0:3193:1796_1920x0_80_0_0_9b3fb8574c2d442228c2634f827124f2.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში სკოლის ექიმებმა სკოლის პედაგოგების და პერსონალის კორონავირუსზე ტესტირება დაიწყეს, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.სკოლის ექიმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს. იმ სკოლებში, სადაც ექიმებს გადამზადება ჯერ არ გაუვლიათ, ტესტირებაზე კვლავ დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხიმგებელი.სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მასწავლებლებმა, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი ან ორჯერადად აცრილები არიან, PCR-ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაიტარონ, ხოლო ერთჯერადად აცრილებმა ან აუცრელებმა - კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტირება ანტიგენზე.მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი პირადად გაეცნო სკოლის ექიმების მიერ მასწავლებელთა ტესტირების პროცესს. მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას, ნათქვამია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.10.667 შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში >>17 იანვარს სკოლებში 2021-2022 წლების გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.საქართველოში 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლაა. აქედან დისტანციურ რეჟიმზე ამ დროისთვის 672 სკოლაა გადასული.დისტანციურ რეჟიმში რისკ-ჯგუფის 146 პედაგოგი მუშაობს.ბოლო კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს. ვაქცინირებული იყო მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%.„ორი დოზა საკმარისია" – ექსპერტი კორონავირუსის ახალ შტამზე >>მეორე სემესტრშიც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. შაბათს კორონავირუსის 23 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250139471_291:0:3020:2047_1920x0_80_0_0_3181368bccaace554f6a987cd2493663.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სკოლა ექიმები პედაგოგები კორონავირუსი ტესტირება
სკოლა ექიმები პედაგოგები კორონავირუსი ტესტირება
სკოლის ექიმებმა თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყეს
15:50 05.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ყოველ მეექვსე სკოლაში ექიმი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გადაამზადა
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში სკოლის ექიმებმა სკოლის პედაგოგების და პერსონალის კორონავირუსზე ტესტირება დაიწყეს, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
სკოლის ექიმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს. იმ სკოლებში, სადაც ექიმებს გადამზადება ჯერ არ გაუვლიათ, ტესტირებაზე კვლავ დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხიმგებელი.
სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მასწავლებლებმა, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი ან ორჯერადად აცრილები არიან, PCR-ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაიტარონ, ხოლო ერთჯერადად აცრილებმა ან აუცრელებმა - კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტირება ანტიგენზე.
მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი პირადად გაეცნო სკოლის ექიმების მიერ მასწავლებელთა ტესტირების პროცესს. მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას, ნათქვამია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.
17 იანვარს სკოლებში 2021-2022 წლების გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
საქართველოში 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლაა. აქედან დისტანციურ რეჟიმზე ამ დროისთვის 672 სკოლაა გადასული.
დისტანციურ რეჟიმში რისკ-ჯგუფის 146 პედაგოგი მუშაობს.
ბოლო კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს. ვაქცინირებული იყო მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%.
მეორე სემესტრშიც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. შაბათს კორონავირუსის 23 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.