https://sputnik-georgia.com/20220204/zoize-ori-doza-sakmarisia-264151834.html
„ორი დოზა საკმარისია" – ექსპერტი კორონავირუსის ახალ შტამზე
„ორი დოზა საკმარისია" – ექსპერტი კორონავირუსის ახალ შტამზე
Sputnik საქართველო
„ომიკრონი" კორონაპანდემიას დაასრულებს მხოლოდ აცრილი ადამიანებისთვის და აცრილი ქვეყნებისთვის, აუცრელები კი გააგრძელებენ პანდემიასთან ე.წ. რუსული რულეტკის თამაშს.
2022-02-04T16:19+0400
2022-02-04T16:19+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/72/233897260_0:41:1500:885_1920x0_80_0_0_82850fe64ea3967ccef4c8c490f06e5d.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონისგან" დასაცავად ვაქცინის ორი დოზაც საკმარისია.ამასთან, ეპიდემიოლოგები აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას, გაიკეთონ ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზა, რათა მაქსიმალურად იყვნენ დაცულები კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალური შედეგისგან.მისი თქმით, აცრა სასიცოცხლოდ აუცილებელია, პირველ რიგში, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.„მათ რაც შეიძლება სწარაფად უნდა გაიკეთონ ვაქცინაცია, რათა მომზადებული შეხვდნენ „ომიკრონის" ქვევარიანტის მეორე ტალღას, რომელიც დანიასა და ინგლისში შეინიშნება, და ბუსტერი თუ არა, მეორე დოზა მაინც ჰქონდეთ გაკეთებული", – განაცხადა ზოიძემ.ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება - ცერცვაძე ეპიდსიტუაციაზე>>ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომიკრონის" პირობებში პრევენციული ზომების მიღება და ინფექციის მასობრივი გავრცელებისგან თავის არიდება ძალიან რთულია, რეალურად ვერავინ შეძლო წინ აღდგომოდა „ომიკრონის" ტალღას.„ომიკრონის" გადაცემის ხარისხი დაახლოებით წითელას მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და, შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია", – განაცხადა ზოიძემ.კითხვაზე, დაასრულებს თუ არა „ომიკრონი" კორონაპანდემიას, ზოიძემ განაცხადა, რომ ის კოვიდპანდემიას დაასრულებს მხოლოდ აცრილი ადამიანებისთვის და აცრილი ქვეყნებისთვის, აუცრელებისთვის კი გაგრძელდება შეზღუდვები და ისინი გააგრძელებენ პანდემიასთან ე.წ. „რუსული რულეტკის“ თამაშს.მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაციის პირობებში პანდემია ზაფხულში დასრულდება.ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციას, პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკური აღმავლობისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.„ეკონომიკა არის მოლოდინები და თუ ქვეყანა მხოლოდ 30%-ით არის ვაქცინირებული, იქ არავინ ფულს არ ჩადებს", – განაცხადა ზოიძემ.საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.4 თბერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.742.134 აცრა, აქედან მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.338.668 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 46,6%; სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.225.278 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 42.6%ბუსტერ–დოზით აცრილია 175.816 ადამიანი.კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 1,2 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა – 15 ათასს.წყარო: „პირველი არხი"
https://sputnik-georgia.com/20220203/gamkrelidze-ivlisamde-mosaxleobis-70-procenti-unda-aicras-264127230.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/72/233897260_168:0:1500:999_1920x0_80_0_0_875998f47920ac55aa5b9060be3889d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზოიძე ომიკრონი ვაქცინაცია აცრა დოზა
ზოიძე ომიკრონი ვაქცინაცია აცრა დოზა
„ორი დოზა საკმარისია" – ექსპერტი კორონავირუსის ახალ შტამზე
16:19 04.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ვაქცინის ორ დოზასაც შეუძლია „ომიკრონთან" გამკლავება, აცრის შემდეგ ადამიანი სამი თვის განმავლობაში ინარჩუნებს იმუნიტეტს.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონისგან" დასაცავად ვაქცინის ორი დოზაც საკმარისია.
ამასთან, ეპიდემიოლოგები აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას, გაიკეთონ ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზა, რათა მაქსიმალურად იყვნენ დაცულები კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალური შედეგისგან.
„ორი დოზის მერე პირველი სამი თვის განმავლობაში იმუნიტეტი საკმაოდ მაღალია", – განაცხადა ზოიძემ „პირველი არხის" ეთერში.
მისი თქმით, აცრა სასიცოცხლოდ აუცილებელია, პირველ რიგში, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
„მათ რაც შეიძლება სწარაფად უნდა გაიკეთონ ვაქცინაცია, რათა მომზადებული შეხვდნენ „ომიკრონის" ქვევარიანტის მეორე ტალღას, რომელიც დანიასა და ინგლისში შეინიშნება, და ბუსტერი თუ არა, მეორე დოზა მაინც ჰქონდეთ გაკეთებული", – განაცხადა ზოიძემ.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომიკრონის" პირობებში პრევენციული ზომების მიღება და ინფექციის მასობრივი გავრცელებისგან თავის არიდება ძალიან რთულია, რეალურად ვერავინ შეძლო წინ აღდგომოდა „ომიკრონის" ტალღას.
„ომიკრონის" გადაცემის ხარისხი დაახლოებით წითელას მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და, შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია", – განაცხადა ზოიძემ.
კითხვაზე, დაასრულებს თუ არა „ომიკრონი" კორონაპანდემიას, ზოიძემ განაცხადა, რომ ის კოვიდპანდემიას დაასრულებს მხოლოდ აცრილი ადამიანებისთვის და აცრილი ქვეყნებისთვის, აუცრელებისთვის კი გაგრძელდება შეზღუდვები და ისინი გააგრძელებენ პანდემიასთან ე.წ. „რუსული რულეტკის“ თამაშს.
„ტალღები გაგრძელდება, ვიდრე მსოფლიოს მოსახლეობის 70-80% არ იქნება აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კორონავირუსი ენდემურ გრიპად გადაიქცევა და, წინა პანდემიების ლოგიკით, ეს ეპიდემიაც აქეთკენ მიდის. „ომიკრონი" მართლაც დასასრულის დასაწყისია, მაგრამ დასასრულის დასაწყისია იმ ქვეყნებისთვის, ვინც თავისი მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას შეძლებს", – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაციის პირობებში პანდემია ზაფხულში დასრულდება.
ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციას, პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკური აღმავლობისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ეკონომიკა არის მოლოდინები და თუ ქვეყანა მხოლოდ 30%-ით არის ვაქცინირებული, იქ არავინ ფულს არ ჩადებს", – განაცხადა ზოიძემ.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
4 თბერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.742.134 აცრა, აქედან მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.338.668 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 46,6%; სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.225.278 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 42.6%
ბუსტერ–დოზით აცრილია 175.816 ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 1,2 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა – 15 ათასს.