Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება – ცერცვაძე ეპიდსიტუაციაზე

© Government of Georgiaთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შვიდჯერ გაიზარდა, სიკვდილიანობა კი განახევრდა.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო იქნებოდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხთან" საუბრისას.
საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 26-27 ათასს აღწევს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ფიქსირდება ახალი შემთხვევების რაოდენობის ისტორიული მაქსიმუმი. ეს ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ჩვენ ამას დავუპირისპირეთ მაქსიმალურად ეფექტიანი მართვა, რასაც ჯერ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წარმატებით ახორციელებს", – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საკმარისია და მათი გამკაცრება საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია უკვე არსებულ წესებზე გამკაცრდეს კონტროლი.
ინფექციონისტმა კომენტარი გააკეთა „მწვანე პასპორტების" გაუქმებაზეც და მათ მფლობელებს მოუწოდა, გული არ დაწყდეთ, რადგან საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის „მწვანე პასპორტი" ჯერ კიდევ საჭიროა.
„არ აქვს მნიშვნელობა, ეს პასპორტი საჭიროა სადმე რესტორანში თუ საჯარო ადგილზე. თუ ადამიანს მწვანე პასპორტი აქვს, ე.ი. მან შეასრულა სავალდებულო რეკომენდაციები და ის დაცულია კორონავირუსისგან, ავად გახდომისგან და, სულ ცოტა, დაცულია დამძიმებისგან და გარდაცვალებისგან", – განაცხადა ცერცვაძემ.
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში ინფიცირებული პაციენტების 15%-ს ბავშვები შეადგენენ
ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, საქართველოში არცერთი პაციენტი არ რჩება საჭირო სამედიცინო დახმარების გარეშე. მისი თქმით, განსაკუთრებით კარგად მუშაობს ჰოსპიტალური სექტორი. მობილიზებულია 8 ათასი ადგილი, საიდანაც ამჟამად 5,7 ათასი ადგილია დაკავებული.

„ინფექციის მაჩვენებლის შვიდჯერ გაზრდის ფონზე ჩვენ შევძელით სიკვდილიანობის განახევრება. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური სექტორი ელოდა ამ გამოწვევას და მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა", – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციონისტმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ახალი შემთხვევების ზრდა კიდევ ორი კვირა გაგრძელდეს. მისი თქმით, ინფიცირებულთა მაქსიმალურმა რაოდენობამ შეიძლება დღეში 30-35 ათასს მიაღწიოს, შემდეგ კი კლებას უნდა ველოდოთ.
საქართველოში „მწვანე პასპორტების" სისტემა 2021 წლის 1 დეკემბერს ამოქმედდა, რომელიც ორი თვე იყო ძალაში. ქვეყანაში კოვიდ-პასპორტის აღება ისევ შესაძლებელია, რადგანაც იგი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად კვლავ საჭირო დოკუმენტია.
კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდგადატანილ პირებს, PCR–ტესტის (მოქმედების ვადა – 72 საათი) ან სწრაფი ტესტის (მოქმედების ვადა – 24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.
წყარო: „პირველი არხი"
ყველა ახალი ამბავი
0