https://sputnik-georgia.com/20220203/saqartveloshi-inficirebuli-pacientebis-15-procenti-bavshvia-264110636.html
საქართველოში ინფიცირებული პაციენტების 15%-ს ბავშვები შეადგენენ
საქართველოში ინფიცირებული პაციენტების 15%-ს ბავშვები შეადგენენ
Sputnik საქართველო
ომიკრონი ბავშვებში გაცილებით სწრაფად ვრცელდება
2022-02-03T12:23+0400
2022-02-03T12:23+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250897300_0:0:3068:1726_1920x0_80_0_0_1cd47ecb868dfa1f82fae777648531d5.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15%-ს ბავშვები შეადგენენ, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.საქართველო „ომიკრონით“ გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.ახალი შტამი, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება, რის გამოც კლინიკებში ინფიცირებულ მოზარდთა მიმართვიანობა გაზრდილია.სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების კლებას უახლოესი 7-10 დღის შემდეგ ელოდებიან.ეპიდემიოლოგები შემთხვევების მატებას „ომიკრონ“ შტამს უკავშირებენ, რომელიც სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება. მიუხედავად „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობისა, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.
https://sputnik-georgia.com/20220131/bavshebis-mkurnalobis-protokoli-sheicvala-264016452.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250897300_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_6e18b9c8dac36988bfc556e889a28d25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კორონავირუსი ინფიცირებულები სტატისტიკა
საქართველო კორონავირუსი ინფიცირებულები სტატისტიკა
საქართველოში ინფიცირებული პაციენტების 15%-ს ბავშვები შეადგენენ
12:23 03.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) „ომიკრონი“ სხვა შტამებისგან განსხვავებით ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება, რის გამოც კლინიკებში ინფიცირებულ მოზარდთა მიმართვიანობა გაზრდილია.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15%-ს ბავშვები შეადგენენ, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველო „ომიკრონით“ გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
ახალი შტამი, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება, რის გამოც კლინიკებში ინფიცირებულ მოზარდთა მიმართვიანობა გაზრდილია.
„როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი ორ-სამჯერ მეტი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების კლებას უახლოესი 7-10 დღის შემდეგ ელოდებიან.
ეპიდემიოლოგები შემთხვევების მატებას „ომიკრონ“ შტამს უკავშირებენ, რომელიც სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება. მიუხედავად „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობისა, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.
ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.