https://sputnik-georgia.com/20220131/bavshebis-mkurnalobis-protokoli-sheicvala-264016452.html
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა
Sputnik საქართველო
ბავშვების არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია კლინიკური სექტორის გადატვირთვას იწვევს, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში
2022-01-31T14:19+0400
2022-01-31T14:19+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23801/11/238011175_0:120:3215:1928_1920x0_80_0_0_981e88e5af10066ec827bcc65e53f06e.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ახალი შტამი, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება, რის გამოც კლინიკებში ინფიცირებულ მოზარდთა მიმართვიანობა გაზრდილია.განახლებული პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.კლინიკაში გადაყვანა საჭიროა, თუ დაავადების ხანგრძლივობა ერთ კვირაზე მეტია და ამ დროის განმავლობაში პაციენტს არ აღენიშნება გაუმჯობესება, ან პროგრესირებს გამწვავება.რეკომენდებულია ერთ წლამდე ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ბავშვის არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას. გაბუნია: განვიხილავთ ბავშვების ვაქცინაციას 9 წლის ასაკიდან>>>„პროტოკოლში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თუ ბავშვს დიდი ხნის განმავლობაში არ აქვს მაღალი ტემპერატურა და არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად, ხველა და ყელის ტკივილი, მისი მკურნალობა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში“, – განაცხადა გაბუნიამ.ახალი პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ:როგორც ადრე გაბუნიამ განაცხადა, საქართველოში შეიძლება მოზარდების ვაქცინაციის ზღვარმა დაიწიოს და ვაქცინაცია 9 წლის ასაკიდან დაიწყოს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით, უწყება საკითხზე აქტიურ მუშაობას გაზაფხულიდან დაიწყებს.ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებით საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელიც ამ ეტაპზე მცირე ასაკის ჯგუფებში გამოსაყენებლად ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ერთადერთი პრეპარატია.საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23801/11/238011175_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_18c7e080bb82d0980c30a1ad2590e8c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კორონავირუსი ბავშვები ქრონიკული დაავადებები
საქართველო კორონავირუსი ბავშვები ქრონიკული დაავადებები
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა
14:19 31.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ბავშვების არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია კლინიკური სექტორის გადატვირთვის მიზეზი შეიძლება გახდეს, აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ახალი შტამი, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება, რის გამოც კლინიკებში ინფიცირებულ მოზარდთა მიმართვიანობა გაზრდილია.
განახლებული პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
კლინიკაში გადაყვანა საჭიროა, თუ დაავადების ხანგრძლივობა ერთ კვირაზე მეტია და ამ დროის განმავლობაში პაციენტს არ აღენიშნება გაუმჯობესება, ან პროგრესირებს გამწვავება.
რეკომენდებულია ერთ წლამდე ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ბავშვის არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას.
„პროტოკოლში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თუ ბავშვს დიდი ხნის განმავლობაში არ აქვს მაღალი ტემპერატურა და არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად, ხველა და ყელის ტკივილი, მისი მკურნალობა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში“, – განაცხადა გაბუნიამ.
ახალი პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ:
ბავშვს აღენიშნება კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თირკმლის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები; აღენიშნება ენდოკრინული (მაგ., შაქრიანი დიაბეტი), მეტაბოლური დარღვევები, არის იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა). აღენიშნება მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები.
როგორც ადრე გაბუნიამ განაცხადა, საქართველოში შეიძლება მოზარდების ვაქცინაციის ზღვარმა დაიწიოს და ვაქცინაცია 9 წლის ასაკიდან დაიწყოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით, უწყება საკითხზე აქტიურ მუშაობას გაზაფხულიდან დაიწყებს.
ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებით საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელიც ამ ეტაპზე მცირე ასაკის ჯგუფებში გამოსაყენებლად ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ერთადერთი პრეპარატია.
საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.