Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გაბუნია: განვიხილავთ ბავშვების ვაქცინაციას 9 წლის ასაკიდან

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
გამოწერა
საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოში შეიძლება მოზარდების ვაქცინაციის ზღვარი დაიწიოს და ვაქცინაცია 9 წლის ასაკიდან დაიწყოს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით, უწყება საკითხზე აქტიურ მუშაობას გაზაფხულიდან დაიწყებს.
„ჩვენ ვმუშაობთ პატარა ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული ვაქცინების ქვეყანაში შემოტანის საკითხზე. ამ დროისთვის საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაა დაშვებული, რომელიც ინტენსიურად არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა, რომ ვაქცინაციის ზღვარი 9 წლამდე დაიწიოს. ამ საკითხზე მუშაობას გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩინეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინაციის ზღვარი დაწია და ბავშვების ვაქცინაციას სამი წლის ასაკიდან ახორციელებს. მოზარდებში ვაქცინაციის ზღვარი დაწია აშშ-მაც, სადაც 9 წლიდან ბავშვების აცრა უკვე დაწყებულია.
ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებით საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელიც ამ ეტაპზე მცირე ასაკის ჯგუფებში გამოსაყენებლად ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ერთადერთი პრეპარატია.
 ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება – იმუნიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო
როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო კომპანია Pfizer-თან დამატებით 2 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვაზე მართავს მოლაპარაკებებს. საუბარია ბავშვების დოზებზე. მისი თქმით, 5-11 წლის ბავშვების დოზები 12 წელს ზემოთ მოზარდების დოზებისგან განსხვავდება.
საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.
მსოფლიოში12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ ისრაელში, კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.
წყარო: Rustavi 2
ყველა ახალი ამბავი
0