https://sputnik-georgia.com/20211007/saqartveloshi-mozardebis-vaqcinacia-iwyeba-260314809.html
12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება – იმუნიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო
12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება – იმუნიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik საქართველო
ქართველმა სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის დაწყება. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T13:23+0400
2021-10-07T13:23+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252561538_0:128:3184:1919_1920x0_80_0_0_b8c3d9f6d258439e7eb2bbfff18ac15d.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია რისკ-ჯგუფში შემავალი პირების აცრით დაიწყება. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.თანდაყოლილი და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით მოხდება.როგორც ადრე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განმარტა, საბჭოს წევრებს ორი არჩევანი აქვთ: პირველი – იხელმძღვანელონ ჯანმოს რეკომენდაციით და 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებში განახორციელონ, ან აირჩიონ მეორე გზა და აცრან 12 წელს ზემოთ ყველა მოზარდი მიუხედავად მათი ჯანმრთელობისა. ჩხაიძის თქმით, მეორე ვარიანტით ხელმძღვანელობენ, მაგალითად, აშშ, კანადა და ევროპის ბევრი ქვეყანა. მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების (სამი წლიდან) ვაქცინაციას ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252561538_227:0:2956:2047_1920x0_80_0_0_2fdc13760b1fcf1c570d915d377df182.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება – იმუნიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო
13:23 07.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ქართველმა სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის დაწყება.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია რისკ-ჯგუფში შემავალი პირების აცრით დაიწყება. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.
„ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სხდომის დასრულების შემდეგ.
თანდაყოლილი და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით მოხდება.
როგორც ადრე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განმარტა, საბჭოს წევრებს ორი არჩევანი აქვთ: პირველი – იხელმძღვანელონ ჯანმოს რეკომენდაციით და 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებში განახორციელონ, ან აირჩიონ მეორე გზა და აცრან 12 წელს ზემოთ ყველა მოზარდი მიუხედავად მათი ჯანმრთელობისა. ჩხაიძის თქმით, მეორე ვარიანტით ხელმძღვანელობენ, მაგალითად, აშშ, კანადა და ევროპის ბევრი ქვეყანა.
მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების (სამი წლიდან) ვაქცინაციას ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.