Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

10.667 შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© AP Photo / Bob Edmeტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 23.134-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.295.505-ს მიაღწია.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 23.134 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 10.667 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 3.566, აჭარა – 2.207, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1.611, ქვემო ქართლი – 1.379, შიდა ქართლი – 1.050, კახეთი – 1.014, გურია – 572, მცხეთა-მთიანეთი – 497, სამცხე-ჯავახეთი – 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 122.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17.594 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.071.560-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 33 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.174-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 208.745 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.840 პაციენტი.
კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 1.954 ადამიანი, მათ შორის 1.203 – თბილისში, 549 – აჭარაში.
200.951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათგან თბილისში — 48, აჭარაში — 3.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 23.134-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.295.505-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0