რუსეთის პრეზიდენტი: შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის პრინციპული შფოთვები უგულებელყო

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშივლადინირ პუტინი
ვლადინირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. უსაფრთხოების გარანტიებზე შეერთებული შტატების პასუხიდან უკვე გასაგებია, რომ ამერიკულმა მხარემ უგულებელყო რუსეთის პრინციპული შფოთვები, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქით, მოსკოვი ყურადღებით აანალიზებს აშშ-ის და ნატოსგან 26 იანვარს მიღებულ პასუხებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
„ჩვენ არ დაგვინახავს ჩვენს სამ ძირითად მოთხოვნაზე ადეკვატური პასუხი“, — განაცხადა პუტინმა.
მთავარ პუნქტებს შორის რუსეთის პრეზიდენტმა დაასახელა ნატოს გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრებთან ახლოს შემტევი შეიარაღების განთავსებაზე უარი და ასევე ევროპაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობაში დაბრუნება.
ჯონ სალივანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
მიმოხილვა: მოსკოვმა ვაშინგტონიდან საიდუმლო გზავნილი მიიღო
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ალიანსმა პირობა დადო, რომ საკუთარ ინფრასტრუქტურას აღმოსავლეთისკენ არ წასწევდა, მაგრამ ახლა ბლოკში უკვე შედიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი.
ამასთან, პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ალიანსის დოკუმენტებში არსად არ არის დაფიქსირებული „ღია კარის“ პოლიტიკა. მან ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მოჰყვება.

„თავად უკრაინის სადოქტრინო დოკუმენტებში წერია, რომ ისინი ყირიმის დაბრუნებას აპირებენ, მათ შორის სამხედრო გზითაც. ის კი არა, რომ ხალხს ეუბნებიან, დოკუმენტებში წერია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატოს წევრია, იარაღითაა დატენილი, ისევე დგას თანამედროვე შემტევი სისტემები, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში — ვინ შეუშლის ხელს? და იწყებს ოპერაციას ყირიმში. დონბასზე აღარც ვლაპარაკობ“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

მან მოუწოდა ყველას – დაფიქრდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამგვარ სცენარს. ამასთან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ცდილობს თავი აარიდოს ვითარების ესკალაციას, რისთვისაც ყველა დაინტერესებული მხარის — რუსეთის, ევროკავშირისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა აუცილებელი.

ოპერატიული რეაქცია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ მოსკოვი ნატოს თითოეული ქვეყნისგან, მათ შორის აშშ-სგან, ოპერატიულ რეაქციას ელოდება 1 თებერვლის გზავნილზე უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ნატოსა და აშშ-ის პასუხი რუსეთს: უსაფრთხოების გარანტიების მიჩქმალვის მცდელობა
„ველით ოპერატიულ რეაქციას. ამას ბევრი დრო არ უნდა დასჭირდეს. ბოლოს და ბოლოს, საუბარია იმის გარკვევაზე, რის საფუძველზეც მოაწერა ხელი თქვენმა პრეზიდენტმა (პრემიერმა) შესაბამის ვალდებულებებს“, — ნათქვამია საგარეო უწყების საიტზე განთავსებულ გზავნილში, რომელიც ლავროვმა აშშ-ის, კანადისა და რიგი ევროპული ქვეყნების საგარეო უწყებებს დაუგზავნა. წერილი უსაფრთხოების განუყოფლობას შეეხება და მიმდინარე წლის 28 იანვრით თარიღდება.
„ჩვენ ასევე გამოვდივართ იქიდან, რომ ამ მესიჯზე პასუხი ეროვნული კუთხით მოვა, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულებები თითოეულმა ჩვენმა სახელმწიფომ ინდივიდუალურად მიიღო და არა რომელიმე ბლოკის სახელით ან მისი ნაწილის სახით“, — ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, მოსკოვი ამთავრებს უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ის და ნატოს პასუხზე რეაქციის უწყებათშორის შეთანხმებას. ამასთან მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და მისი ნატოელი მოკავშირეები უგულებელყოფენ უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს.

„ჩვენი დასავლელი კოლეგები ევროატლანტიკურ სივრცეში შეთანხმებული საერთაშორისო სამართლის ამ მთავარი პრინციპის უბრალოდ იგნორირებას კი არ ცდილობენ, არამედ მის სრულად დავიწყებას. და ეს რომ არ მომხდარიყო, როდესაც ვაშინგტონისგან ჩვენს საწყის წინადადებებზე რეაქცია მივიღეთ, მე ცალკე მესიჯში დეტალურად აღვწერე ის, რასაც ახლა თქვენ გელაპარაკებით, და ეუთოს ყველა სახელმწიფოსა და რიგი სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გავუგზავნე, რათა მათ ჩვენი პოზიცია იცოდნენ“, — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

მინისტრის თქმით, მან დაუდასტურა ბლინკენს, რომ „ეს არის თემა, რომლის დასრულებას არ დავუშვებთ და გულახდილ საუბარს მოვითხოვთ“.

უკრაინის საკითხი და მოლაპარაკებები დასავლეთთან

ბოლო თვეებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში „შეჭრის“ მომზადებაში ადანაშაულებენ და ამის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნას აძლიერებენ და სანქციების გამკაცრებით იმუქრებიან. რუსეთი უარყოფს ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ კიევი მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტაქტის ხაზთან არმიის პირადი შემადგენლობის ნახევარს მოუყარეს თავი და აკრძალული იარაღიდან ცხრილავენ სახალხო ლაშქარს.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
იქნება თუ არა ომი? ლავროვმა კითხვებს უპასუხა
მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი — რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურებისკენ უბიძგებენ.
გასული წლის ბოლოს მოსკოვმა უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტების პროექტები გადასცა ბრიუსელსა და ვაშინგტონს. კრემლი დაჟინებით მოითხოვს ბლოკის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, მათ ტერიტორიებზე ბაზების შექმნაზე უარს, რუსეთის საზღვართან შემტევი შეიარაღების განლაგების შეზღუდვას, ევროპიდან ამერიკული ბირთვული იარაღის გატანასა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს. რუსეთმა თავის მოთხოვნებზე 26 იანვარს მიიღო წერილობითი პასუხი. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უგულებელყვეს ყველაზე მნიშვნელოვანი — ალიანსის გაფართოებაზე უარის საკითხი.
ყველა ახალი ამბავი
0