დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 იანვარი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 25 იანვარია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მოულოდნელი მოვლენების დღეა. ბევრი ირწმუნებს საკუთარ ძალებს და დაიწყებს იმ იდეების რეალიზებას, რომლებიც აქამდე ძალიან რთული ეჩვენებოდა. ადვილი იქნება ურთიერთობები გარშემომყოფებთან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 იანვარი>>
ვერძი: საინტერესო დღეა, რომელიც კარგ სიახლეებს მოიტანს. შეგიძლიათ რთულ საქმეებთან შეჭიდება. დაგეხმარებიან გარშემომყოფები. საერთო საქმიდან შეიძლება მეგობრობა და რომანტიკული ურთიერთობები დაიწყოს. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: ყველაფერი ადვილად არ გამოვა, მაგრამ წარმატების მიღწევის დიდი შანსია. ზოგიერთი ამოცანის გადაჭრა შემოქმედებითობას მოითხოვს, რასაც შესანიშნავად გაუმკლავდებით. კარგი დღეა სერიოზული საქმეების განსახილველად. საღამო გამოიყენეთ იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელსაც გინდათ, რომ მოეწონოთ
ტყუპი: შესანიშნავი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. დღეს ყურადღები მოგისმენენ გარშემომყოფები. არის შანსი, რომ გავლენიანი მოკავშირეები მოძებნოთ. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. შესანიშნავი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
კირჩხიბი: ახალ საქმეების დაწყებას ნუ იჩქარებთ. დღის პირველი ნახევარი ჩვეულ საქმეებს დაუთმეთ, მოგვიანებით შეგიძლიათ რთულ საკითხებზე გადაერთოთ. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2019
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
ლომი: უნდა იჩქაროთ, რადგან დღის პირველი ნახევარი უფრო ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად, საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის. დღის მეორე ნახევარი დასვენებას, სასიამოვნო ურთიერთობებს დაუთმეთ. იღბლიანი იქნება შოპინგი, ასევე შესაძლებელია მომგებიანი გარიგების დადება.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ინიციატივის გამოჩენა საქმეებში. გექნებათ შესაძლებლობა, რომ მიიპყროთ იმ ადამიანების ყურადღება, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. კარგად ჩაივლის მგზავრობა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. მხიარულად გაატარებთ დროს, თუ თქვენთან ერთად მეგობრებიც იქნებიან.
სასწორი: არ იჩქაროთ. შესაძლოა, ეს დღე ყველაზე მსუბუქი და სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ მთლიანობაში ცუდად არ ჩაივლის, თუ ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელებთ, არ გარისკავთ. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად იპოვით. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ, მათ შორის – რომანტიკული.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
მორიელი: შესაფერისი დღეა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. რთული საკითხის შემთხვევაშიც თავს კარგად გაართმევთ ყველაფერს. წარმატების მიღწევაში მტკიცე განწყობა და კატეგორიულობა დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული სასიამოვნო ნაცნობობა. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
მშვილდოსანი: ახალი, უჩვეულო საქმეების დღეა, რომლებიც ფანტაზიის უნარს მოითხოვს. ნაცადი მეთოდებით, დიდი ალბათობით, შედეგს ვერ მიიღებთ, ამიტომ რაღაც ახლის მოფიქრება მოგიწევთ. საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება ბევრს მოხიბლავს. სახლში მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო მოვლენაა მოსალოდნელი.
თხის რქა: შესანიშნავად გაუმკლავდებით რთულ საქმეებს. დაგეხმარებათ ინტუიცია. დილა დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის ხელსაყრელი დროა, ხოლო მოგვიანებით საქმის კეთება მოკავშირეებთან ერთად აჯობებს. ახლობლებთან უთანხმოებების საბაბი არ გექნებათ. შესაძლებელია თანხის მიღება.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული: კარგი დღეა ნებისმიერი სახის შეხვედრისთვის. შეგიძლიათ განიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხი, მოახდინოთ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება. ამისთვის საჭიროა, რომ იყოთ ის, ვინც ხართ. თქვენი მოსაზრებები ბევრს დააინტერესებს. არაა გამორიცხული საქმიანი წინადადების მიღება.
თევზები: დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის. ეს არაა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის შესაფერისი დრო, სამაგიეროდ წვრილმანებს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერი და მოვლენებით დატვირთული იქნება. ადამიანებთან იოლად იპოვით საერთო ენას.
ყველა ახალი ამბავი
0