დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 იანვარი

განწყობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 24 იანვარია, ორშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღე იძლევა საშუალებას, წარმატებით დაასრულოთ საქმეები, რომლებსაც დიდი ენერგია მოახმარეთ. საჭიროა სიმტკიცე, დრო ფუჭად არ უნდა დაკარგოთ. ურთიერთობები ჰარმონიული იქნება. შესაძლებელია რაღაც საოჯახო პრობლემების მოგვარება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 იანვარი>>
ვერძი: დროა, მნიშვნელოვან და სერიოზულ საქმეს მოკიდოთ ხელი. პირველ წარმატებებს მალე მიაღწევთ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია ახალი მოკავშირეების, მეგობრების პოვნა. მოსალოდნელია თანხის მიღება – არაა გამორიცხული, რომ ძველი ვალი დაგიბრუნონ.
სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2019
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები, რომელთა რეალიზების საშუალება უახლოეს მომავალში გექნებათ. მანამდე დაგეგმეთ და მოკავშირეები მოძებნეთ. თქვენს გეგმებს იმგვარად წარმოადგენთ, რომ დახმარების სურვილი ბევრს ექნება. კარგი დღეა შოპინგისთვის. არაა გამორიცხული საჩუქრების მიღება.
ტყუპი: მზად ხართ იმ საქმეს შეეჭიდოთ, რომელიც ძალიან რთული გეჩვენებოდათ. კარგად ჩაივლის შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან, მომავალ საქმიან პარტნიორებთან. მოგვიანებით ემოციური ფონი შეიძლება დაიძაბოს. განწყობის გამოკეთებაში ძვირფას ადამიანთან შეხვედრა დაგეხმარებათ.
კირჩხიბი: ძალზე ნაყოფიერი დღეა. გაუმკლავდებით რთულ საქმეებს, კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. ზოგიერთი თქვენგანი წინადადებას მიიღებს სამუშაოს თაობაზე. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები ახლობლებთან. მაგრამ ურთიერთობებს მალე მოაგვარებთ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელოდებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
ლომი: ყურადღება რთულ ამოცანებზე გაამახვილეთ. დღეს შეძლებთ მათთან გამკლავებას. თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, გექნებათ შანსი, რომ გაერკვიოთ არაერთმნიშვნელოვან სიტუაციაში, იპოვოთ ჭეშმარიტება, პასუხები რთულ კითხვებზე. კარგი დღეა მგზავრობისთვის. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა.
ქალწული: მრავალფეროვანი და დატვირთული დღეა. ბევრი საქმე გაქვთ მოსასწრები, ამასთან, მოგიწევთ სხვისი საქმეების გაკეთებაც. თქვენს მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რაღაც საოჯახო პრობლემები შეიქმნას, რის გამოც ხარჯიც გასწიოთ. მთლიანობაში, დღე იღბლიანად ჩაივლის.
სასწორი: განსაკუთრებით გაგიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობები, მათთან საერთო ენის გამონახვა. მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას, მიხვდებით იმას, რასაც გარშემომყოფები რატომღაც გიმალავდნენ. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა არაფორმალურ გარემოში აჯობებს.
მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2020
„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში
მორიელი: მშფოთვარე დღე გელოდებათ. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარება, სხვისი შეცდომების გამოსწორება. შესაძლებელია რაღაც უჩვეულო მოვლენები, უცნაური შემთხვევები. ამის წყალობით ჩვეულებრივ მოვლენებს სხვა კუთხით დაინახავთ.
მშვილდოსანი: საკმაოდ დატვირთული და დამღლელი დღე გელოდებათ. საქმეები დიდ ყურადღებას საჭიროებს. ადვილი არ იქნება დაძაბული მომენტების თავიდან აცილება, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. სურვილი გაქვთ, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოთ, მაგრამ გაუმართლებელ რისკს მოერიდეთ.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა სამუშაო საკითხების განსახილველად, თანამშრომლობის დასაწყებად. უარი არ თქვათ შემოთავაზებულ დახმარებაზე, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ ეს არ გჭირდებათ. არაა გამორიცხული, რომ საერთო საქმის შემდეგ ხანგრძლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა დაიწყოს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
მერწყული: იღბლიანი დღეა. გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა, სასიხარულო შეხვედრები. არის ძველი კავშირების აღდგენის შანსი. შეიძლება როგორც სამუშაო, ისე პირადი საკითხების განხილვა. მოსალოდნელია საჩუქრების მიღება, სასიამოვნო სიურპრიზები, სასიხარულო ამბების გაგება.
თევზები: კარგი დღეა დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის; კარგად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები. არაა გამორიცხული საინტერესო საქმიანი წინადადების მიღება. დღის მეორე ნახევარი შეყვარებულ თევზებს სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება. რომანტიკული ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება.
ყველა ახალი ამბავი
0