https://sputnik-georgia.com/20220121/ratom-gayida-rusetma-ass-is-saxelmwifo-vali-263791934.html
მიმოხილვა: რატომ გაყიდა რუსეთმა აშშ-ის სახელმწიფო ვალი
მიმოხილვა: რატომ გაყიდა რუსეთმა აშშ-ის სახელმწიფო ვალი
Sputnik საქართველო
ნატალია დემბინსკაია 21.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-21T22:20+0400
2022-01-21T22:20+0400
2022-01-21T22:20+0400
ეკონომიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249356145_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_84d1762337be73749403ba6fe7724fd5.jpg
ნატალია დემბინსკაიარუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კვლავ მკვეთრად შეამცირა ინვესტიციები აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში. ამ ფასიან ქაღალდებს მოსკოვი 2014 წლიდან გეგმზომიერად იშორებდა თავიდან, უახლესი სანქციების საფრთხემ კი მხოლოდ დააჩქარა პროცესი. ახლა ტრეჟირსების წილი საერთაშორისო რეზერვებში ერთ პროცენტზე ნაკლებია. რატომ გაყიდა რუსეთმა ამერიკული სახელმწიფო ვალი და საით მიმართა გამოთავისუფლებული სახსრები — წაიკითხეთ РИА Новости-ს მასალაში.მინიმუმამდეაშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ნოემბერში რუსეთმა აშშ-ის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციები 2,4 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. ოქტომბერში 3.72 იყო, სექტემბერში კი — 3.91.ეს ობლიგაციები თეთრი სახლის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის ნიველირებას უწყობს ხელს. მაგრამ ამაში რუსეთის იმედად ყოფნა აშკარად არ ღირს: მოსკოვმა ტრეჟირსები პრაქტიკულად სრულად გაყიდა.ჯერ კიდევ 2010-2013 წლებში აშშ-ის ვალში რუსეთის ინვესტიციები 140 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა 2014 წლის აპრილში სანქციები გამოაცხადა, ამ ქაღალდების თავიდან მოშორება დაიწყო. 2018 წელს ცენტრალურმა ბანკმა მასშტაბური გაყიდვა მოაწყო, რითაც აშშ-ის ხაზინის ვალდებულებების პორტფელი ერთბაშად გაანახევრა — 13,2 მილიარდ დოლარამდე. მას შემდეგ ტრეჟირსების წილი რუსეთის ოქროს მარაგებში პრაქტიკულად არ გაზრდილა.დაბალანსებული პორტფელიინვესტიციები პერიოდულად ოდნავ იზრდება – ეს პორტფელის დასაბალანსებლადაა აუცილებელი, მაგრამ მთლიანობაში თანმიმდევრულად მცირდება. ახლა ამერიკული ქაღალდები — ეს საერთაშორისო რეზერვების ერთ პროცენტზე ნაკლებია. გამოთავისუფლებული სახსრები ოქროში, ასევე ევროსა და იუანში გადაიტანეს.როგორც ექსპერტი ედუარდ ბუგროვი ამბობს, ასეთია დიდი ხნის პოლიტიკის კანონზომიერი შედეგი. ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან განაგრძო გაყიდვები და დოლარის აქტივები რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.აქ რამდენიმე ფაქტორია. ჯერ ერთი, ხდება დედოლარიზაცია, რაც რუსეთის ეკონომიკის დამოკიდებულებას ამცირებს ამერიკულ ვალუტაზე. მეორეც — საჭიროა საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია.როგორც ანალიტიკოსი მიხაილ კოგანი აღნიშნავს, რებალანსირება აბსოლუტურად ნებისმიერი პორტფელისთვის ნორმალური პროცესია, ინდივიდუალური დამწყები ინვესტორიდან მთელ სახელმწიფომდე. მისი პროგნოზით, დეკემბერში ტრეჟირსების კუთხით დინამიკა ასევე უარყოფითი იყო (ასეთი მონაცემები ჯერ არ არსებობს). ეს კონკრეტული საინვესტიციო ობიექტის მიმართ ინტერესის ნორმალური გადახედვაა.რისკების გათვლარეზერვების ფორმირება მხოლოდ საბაზრო მიზანშეწონილობის საკითხი არ არის. დივერსიფიკაცია (ევრო, იუანი, შვეიცარიული ფრანკი, ასევე მეორე დონის სარეზერვო ვალუტები) ზრდის ფინანსური სისტემის მდგრადობას გარე ზეწოლის მიმართ. ანუ, ამერიკული სახელმწიფო ვალის მოშორებით, რუსეთი, პირველ რიგში, სასანქციო და გეოპოლიტიკურ რისკებს ამცირებს მინიმუმამდე.უკვე აშკარაა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა და ვაშინგტონი მოსკოვს ახალი შეზღუდვებით ემუქრება. რუსეთს ხან SWIFT-იდან „თიშავენ“, ხან წერტილოვან სანქციებს ჰპირდებიან ბანკების წინააღმდეგ. არის უარესი ვარიანტებიც.„არ არის გამორიცხული, რომ შტატებმა რუსეთის დოლარის აქტივების გაყინვა გადაწყვიტოს და უარი თქვას სავალო ვალდებულებებზე. რა თქმა უნდა, ასეთი რიტორიკის ფონზე ოპონენტის მიერ კონტროლირებად რესურსებში ფულის შენახვა არაგონივრული იქნებოდა“, — აცხადებს ედუარდ ბუგროვი.რაციონალური მიდგომაამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების წილი ოქროს რეზერვებში წმინდა სიმბოლური გახდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა გაიყიდოს. ტრეჟირსი უაღრესად ლიკვიდური აქტივია, რომელიც შეიძლება სწრაფად და დიდი მოცულობით კონვერტირდეს მსოფლიოს ძირითად ვალუტებში, გაიყიდოს ნებისმიერ დროს. გარდა ამისა, ეს არის მოსახერხებელი ინსტრუმენტი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, სხვა აქტივებთან ოპერაციებისთვის.ამასთან საერთაშორისო ანგარიშსწორებების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ამერიკულ ვალუტაში ხორციელდება, სწორედ დოლარი ემსახურება ძირითად ფინანსურ და სასაქონლო ნაკადებს.სხვა საქმეა, რომ რუსეთი შეგნებულად შორდება სისტემურ რისკს და ეს მხოლოდ გეოპოლიტიკასა და სანქციებს არ ეხება. აშშ-ში არსებული ფინანსური მდგომარეობა ბევრ ინვესტორს უჩენს კითხვებს. უპირველეს ყოვლისა, აშფოთებთ უზარმაზარი ვალი, რომლის მართვა სულ უფრო და უფრო რთულდება — ეს თითქმის 30 ტრილიონი დოლარია.გასული წლის აგვისტოში ამერიკელები კიდევ ერთხელ მიადგნენ სახელმწიფო ვალის კანონიერად დადგენილ ზღვარს. ტექნიკურად ამან შეუძლებელი გახადა ქვეყნის მიერ სესხის აღება. იმ დროისთვის სახაზინო ვალდებულებები უკვე აღემატებოდა აშშ-ის ეკონომიკის ზომას — 28,5 ტრილიონ დოლარს. შედეგად, ფინანსთა სამინისტრომ კვლავ ასწია ლიმიტი და ბიუჯეტი „მტვერსასრუტის“ რეჟიმში გადართო, წამოიწყო რა სახელმწიფო ობლიგაციების განთავსების სერიები. ვაშინგტონს ფულს კვლავ სესხულობენ, მაგრამ სესხის დაბრუნების შიშები უფრო და უფრო იზრდება.მტკიცე რეზერვები2021 წლის ბოლოს რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა ყველა დროის მაქსიმუმს — 630,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ მაღალლიკვიდურ უცხოურ აქტივებს ცენტრალური ბანკი და მთავრობა მართავს.იქ მონეტარული ოქროა, სესხების სპეციალური უფლებები, საერთაშორისო სავალუტო ფონდში სარეზერვო პოზიცია და სახსრები უცხოურ ვალუტაში. ეს ყველაფერი საგადასახადო ბალანსის დეფიციტის დასაფარადა, რუბლის კურსზე ინტერვენციების, საგარეო სესხების გადახდის, სხვა სახელმწიფოებთან ანგარიშსწორების ოპერაციებისა და სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყენება.ბოლო წლებში დომინირებს ოქრო. 2020 წლის ივნისის ბოლოს ძვირფასი ლითონის წილმა დოლარისას პირველად გადააჭარბა — 23 პროცენტი 22%-ის წინააღმდეგ. აქტივების დაახლოებით მესამედი ევროა, 12% — იუანი.2021 წლის ბოლოსთვის რუსეთის ბანკმა ოქროს მარაგი 2,3 ათას ტონამდე (74 მილიონი უნცია) გაზარდა. ეს დაახლოებით 133 მილიარდი დოლარია, ოქროს მარაგის 21,3 პროცენტი. ასეთი მაღალი მაჩვენებელი იძლევა დამატებით სტაბილურობას, უზრუნველყოფს საიმედოობას, დივერსიფიკაციასა და ღირებულების ზრდას. ახლა განვითარებული ქვეყნების რეზერვების დაახლოებით მესამედი სწორედ ოქროში ინახება.რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე!
https://sputnik-georgia.com/20211130/omikronma-navtobi-camosala-262484801.html
https://sputnik-georgia.com/20210727/amerikis-finansTa-saministro-defoltis-safrtxeze-alaparakda-252434724.html
https://sputnik-georgia.com/20210621/aSS-inflacia-msoflio-ekonomikis-safrTxed-gamocxadda-252084045.html
https://sputnik-georgia.com/20210413/SWIFT-ra-moxdeba-Tu-ruseTi-sistemidan-gaTiSes-251452183.html
https://sputnik-georgia.com/20210324/kritikuli-zRvari-amerikis-ekonomikaSi-251261225.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249356145_113:0:2844:2048_1920x0_80_0_0_3e9580a2ccc60dda3705c30165c6b9ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
ეკონომიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კვლავ მკვეთრად შეამცირა ინვესტიციები აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში. ამ ფასიან ქაღალდებს მოსკოვი 2014 წლიდან გეგმზომიერად იშორებდა თავიდან, უახლესი სანქციების საფრთხემ კი მხოლოდ დააჩქარა პროცესი. ახლა ტრეჟირსების წილი საერთაშორისო რეზერვებში ერთ პროცენტზე ნაკლებია. რატომ გაყიდა რუსეთმა ამერიკული სახელმწიფო ვალი და საით მიმართა გამოთავისუფლებული სახსრები — წაიკითხეთ
РИА Новости-ს მასალაში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ნოემბერში რუსეთმა აშშ-ის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციები 2,4 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. ოქტომბერში 3.72 იყო, სექტემბერში კი — 3.91.
ეს ობლიგაციები თეთრი სახლის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტის ნიველირებას უწყობს ხელს. მაგრამ ამაში რუსეთის იმედად ყოფნა აშკარად არ ღირს: მოსკოვმა ტრეჟირსები პრაქტიკულად სრულად გაყიდა.
ჯერ კიდევ 2010-2013 წლებში აშშ-ის ვალში რუსეთის ინვესტიციები 140 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა 2014 წლის აპრილში სანქციები გამოაცხადა, ამ ქაღალდების თავიდან მოშორება დაიწყო. 2018 წელს ცენტრალურმა ბანკმა მასშტაბური გაყიდვა მოაწყო, რითაც აშშ-ის ხაზინის ვალდებულებების პორტფელი ერთბაშად გაანახევრა — 13,2 მილიარდ დოლარამდე. მას შემდეგ ტრეჟირსების წილი რუსეთის ოქროს მარაგებში პრაქტიკულად არ გაზრდილა.
ინვესტიციები პერიოდულად ოდნავ იზრდება – ეს პორტფელის დასაბალანსებლადაა აუცილებელი, მაგრამ მთლიანობაში თანმიმდევრულად მცირდება. ახლა ამერიკული ქაღალდები — ეს საერთაშორისო რეზერვების ერთ პროცენტზე ნაკლებია. გამოთავისუფლებული სახსრები ოქროში, ასევე ევროსა და იუანში გადაიტანეს.
როგორც ექსპერტი ედუარდ ბუგროვი ამბობს, ასეთია დიდი ხნის პოლიტიკის კანონზომიერი შედეგი. ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან განაგრძო გაყიდვები და დოლარის აქტივები რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.
აქ რამდენიმე ფაქტორია. ჯერ ერთი, ხდება დედოლარიზაცია, რაც რუსეთის ეკონომიკის დამოკიდებულებას ამცირებს ამერიკულ ვალუტაზე. მეორეც — საჭიროა საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია.
როგორც ანალიტიკოსი მიხაილ კოგანი აღნიშნავს, რებალანსირება აბსოლუტურად ნებისმიერი პორტფელისთვის ნორმალური პროცესია, ინდივიდუალური დამწყები ინვესტორიდან მთელ სახელმწიფომდე. მისი პროგნოზით, დეკემბერში ტრეჟირსების კუთხით დინამიკა ასევე უარყოფითი იყო (ასეთი მონაცემები ჯერ არ არსებობს). ეს კონკრეტული საინვესტიციო ობიექტის მიმართ ინტერესის ნორმალური გადახედვაა.
რეზერვების ფორმირება მხოლოდ საბაზრო მიზანშეწონილობის საკითხი არ არის. დივერსიფიკაცია (ევრო, იუანი, შვეიცარიული ფრანკი, ასევე მეორე დონის სარეზერვო ვალუტები) ზრდის ფინანსური სისტემის მდგრადობას გარე ზეწოლის მიმართ. ანუ, ამერიკული სახელმწიფო ვალის მოშორებით, რუსეთი, პირველ რიგში, სასანქციო და გეოპოლიტიკურ რისკებს ამცირებს მინიმუმამდე.
უკვე აშკარაა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა და ვაშინგტონი მოსკოვს ახალი შეზღუდვებით ემუქრება. რუსეთს ხან SWIFT-იდან „თიშავენ“, ხან წერტილოვან სანქციებს ჰპირდებიან ბანკების წინააღმდეგ. არის უარესი ვარიანტებიც.
„არ არის გამორიცხული, რომ შტატებმა რუსეთის დოლარის აქტივების გაყინვა გადაწყვიტოს და უარი თქვას სავალო ვალდებულებებზე. რა თქმა უნდა, ასეთი რიტორიკის ფონზე ოპონენტის მიერ კონტროლირებად რესურსებში ფულის შენახვა არაგონივრული იქნებოდა“, — აცხადებს ედუარდ ბუგროვი.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების წილი ოქროს რეზერვებში წმინდა სიმბოლური გახდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა გაიყიდოს. ტრეჟირსი უაღრესად ლიკვიდური აქტივია, რომელიც შეიძლება სწრაფად და დიდი მოცულობით კონვერტირდეს მსოფლიოს ძირითად ვალუტებში, გაიყიდოს ნებისმიერ დროს. გარდა ამისა, ეს არის მოსახერხებელი ინსტრუმენტი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, სხვა აქტივებთან ოპერაციებისთვის.
ამასთან საერთაშორისო ანგარიშსწორებების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ამერიკულ ვალუტაში ხორციელდება, სწორედ დოლარი ემსახურება ძირითად ფინანსურ და სასაქონლო ნაკადებს.
სხვა საქმეა, რომ რუსეთი შეგნებულად შორდება სისტემურ რისკს და ეს მხოლოდ გეოპოლიტიკასა და სანქციებს არ ეხება. აშშ-ში არსებული ფინანსური მდგომარეობა ბევრ ინვესტორს უჩენს კითხვებს. უპირველეს ყოვლისა, აშფოთებთ უზარმაზარი ვალი, რომლის მართვა სულ უფრო და უფრო რთულდება — ეს თითქმის 30 ტრილიონი დოლარია.
გასული წლის აგვისტოში ამერიკელები კიდევ ერთხელ მიადგნენ სახელმწიფო ვალის კანონიერად დადგენილ ზღვარს. ტექნიკურად ამან შეუძლებელი გახადა ქვეყნის მიერ სესხის აღება. იმ დროისთვის სახაზინო ვალდებულებები უკვე აღემატებოდა აშშ-ის ეკონომიკის ზომას — 28,5 ტრილიონ დოლარს. შედეგად, ფინანსთა სამინისტრომ კვლავ ასწია ლიმიტი და ბიუჯეტი „მტვერსასრუტის“ რეჟიმში გადართო, წამოიწყო რა სახელმწიფო ობლიგაციების განთავსების სერიები. ვაშინგტონს ფულს კვლავ სესხულობენ, მაგრამ სესხის დაბრუნების შიშები უფრო და უფრო იზრდება.
2021 წლის ბოლოს რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა ყველა დროის მაქსიმუმს — 630,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ მაღალლიკვიდურ უცხოურ აქტივებს ცენტრალური ბანკი და მთავრობა მართავს.
იქ მონეტარული ოქროა, სესხების სპეციალური უფლებები, საერთაშორისო სავალუტო ფონდში სარეზერვო პოზიცია და სახსრები უცხოურ ვალუტაში. ეს ყველაფერი საგადასახადო ბალანსის დეფიციტის დასაფარადა, რუბლის კურსზე ინტერვენციების, საგარეო სესხების გადახდის, სხვა სახელმწიფოებთან ანგარიშსწორების ოპერაციებისა და სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყენება.
ბოლო წლებში დომინირებს ოქრო. 2020 წლის ივნისის ბოლოს ძვირფასი ლითონის წილმა დოლარისას პირველად გადააჭარბა — 23 პროცენტი 22%-ის წინააღმდეგ. აქტივების დაახლოებით მესამედი ევროა, 12% — იუანი.
2021 წლის ბოლოსთვის რუსეთის ბანკმა ოქროს მარაგი 2,3 ათას ტონამდე (74 მილიონი უნცია) გაზარდა. ეს დაახლოებით 133 მილიარდი დოლარია, ოქროს მარაგის 21,3 პროცენტი. ასეთი მაღალი მაჩვენებელი იძლევა დამატებით სტაბილურობას, უზრუნველყოფს საიმედოობას, დივერსიფიკაციასა და ღირებულების ზრდას. ახლა განვითარებული ქვეყნების რეზერვების დაახლოებით მესამედი სწორედ ოქროში ინახება.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე!