შიშის ფაქტორი: „ომიკრონმა“ ნავთობი ჩამოშალა და რუბლისკენ დაიძრა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობმოპოვება
ნავთობმოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
ნატალია დემბინსკაია
ნავთობი ათი დოლარით გაიაფდა და ორთვიან მინიმუმამდე დაეცა. კოტირებები კორონავირუსის ახალი შტამის გამო დაეცა. თუ ის საშიში აღმოჩნდება, მსოფლიო კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების წინაშე დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიაზე მოთხოვნა აუცილებლად შემცირდება. „შავი პარასკევი“ საფონდო ბირჟასაც დაუდგა: ინვესტორები მსხვილი კომპანიების ფასიან ქაღალდებს ყიდიან. წინ OPEC + შეხვედრაა —ექსპორტიორებმა უნდა გადაწყვიტონ, მოახდინონ თუ არა მოპოვებების კორექტირება.

ძალიან ძვირი

ნოემბრის შუა რიცხვებში ბარელი Brent-ი 82 დოლარი ღირდა, რაც ძირითად მომხმარებლებს არ აწყობდა. იანვრიდან შეერთებულ შტატებში ერთი ლიტრი ბენზინი 0,62-დან 0,83 დოლარამდე გაძვირდა, რითაც შვიდწლიანი რეკორდი განახლდა. ამერიკელებმა ამაში OPEC + დაადანაშაულეს. კარტელი ახლა ყოველთვიურად 400 000 ბარელით ზრდის დღიურ წარმოებას, თანდათან უბრუნდება რა ნორმალურ მდგომარეობას გასულ წელს ისტორიაში ყველაზე დიდი ერთჯერადი შემცირების შემდეგ.
ჯანმოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საფრთხე მაღალია: ჯანმოს ახალი განცხადება „ომიკრონთან“ დაკავშირებით
ვაშინგტონმა ნავთობის სტრატეგიული მარაგი გახსნა ფასების შესამცირებლად. ამერიკელებმა ჩინეთს, იაპონიას, ინდოეთსა და სამხრეთ კორეას სთხოვეს ინტერვენციის ჩატარება და რეზერვების ნაწილის გაყიდვა. ზედმეტი 70 მილიონი ბარელის შესახებ ინფორმაციამ, რომელიც შეიძლება ბაზარზე შემოვიდეს, Brent-ის ფასი 80 დოლარზე დაბლა დასწია.
„ომიკრონმა“ კი ყველა ისე შეაშინა, რომ 26 ნოემბერს Brent-ი 72 დოლარი ღირდა — ყველაზე დიდი ერთდღიანი კოლაფსი 2020 წლის აპრილის შემდეგ.
„შავი პარასკევი“ დაუდგა საფონდო ბირჟებსაც. აშშ-ში Dow Jones-მა 2,53 პროცენტი დაკარგა, S&P-მა — 2,27%, Nasdaq Composite-მა — 2,23%, ხოლო მოსკოვის ბირჟის ინდექსი 3,5-ით დაეცა.
და მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს კოტირებმა ოდნავ ამოიწია, სამშაბათს ჩრდილოეთ ზღვის ნავთობის ფასი კვლავ დაეცა. 30 ნოემბრის სავაჭრო სესიის მინიმუმზე 2022 წლის თებერვალში მიწოდებების კონტრაქტები ბარელზე 70,62 დოლარამდე დაეცა და 3,8 პროცენტი დაკარგა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
მოსაზრება: ევროპამ რუსეთისგან გაზის ბუმერანგი მიიღო
ერთი დღით ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაფრთხილება გაავრცელა, რომ „ომიკრონი“ ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს წარმოადგენა, მათ შორის მათთვისაც, ვინც უკვე იყო ავად. თუმცა ორგანიზაციამ აღიარა, რომ ახალი შტამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ამავე დროს, როგორც Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა თქვა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ კორონავირუსის არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იყოს ახალი ვარიაციისთვის.
ისრაელმა და სინგაპურმა უკვე შეზღუდეს საჰაერო მიმოსვლა აფრიკის ზოგ სახელმწიფოსთან. დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა უარი განაცხადეს ფრენებზე კონტინენტის ექვს ქვეყანაში მანამ, სანამ ექსპერტები მორიგი მუტანტის თვისებებს არ შეისწავლიან. საზღვრების ჩაკეტვა, ლოგისტიკური შეფერხებები — ამ ყველაფერს გლობალური ეკონომიკის აღდგენის მკვეთრი შენელება შეიძლება მოჰყვეს. და, შესაბამისად, ენერგორესურსებზე მოთხოვნა შემცირდება.
როგორც საინვესტიციო ბანკ Sinara-ს ანალიტიკური განყოფილების დირექტორმა კირილ ტაჩენნიკოვმა თქვა, ბაზარმა უმძიმესი სცენარით ირეაგირა. რეზერვების გაყიდვა და მოპოვების პოტენციური ზრდა კოტირებების ახალ ვარდნას გვპრდება.
SOCAR-ის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გაზრდილი მოთხოვნა: აშშ რუსეთის ნავთობს ყიდულობს

საქმე ეხება OPEC +-ზეა

ძნელი სათქმელია, როგორ იმოქმედებს OPEC +. მოქმედი გეგმა მოპოვების ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს იანვრიდან. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბინ სალმან ალ საუდმა განაცხადა, რომ მას არ აწუხებს „ომიკრონის“ გავლენა ენერგეტიკულ ბაზარზე. იმავ დროულად კი უარი თქვა, გაეკეთებინა კომენტარი კარტელის გეგმებზე.
რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, მოსკოვი ვერ ხედავს გადაუდებელი ზომების აუცილებლობას, ხოლო ალიანსის პარტნიორებს მასთან კონსულტაციები არ გაუმართავთ.
„მენავთობეებს უფრო მეტად აწუხებდა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სტრატეგიული მარაგების გახსნის გზით ბაზარზე ზეწოლა. სრულიად სავარაუდოა, რომ ახალი შტამი აიძულებს მათ, გადახედონ თავიანთ პოზიციებს უკვე უახლოეს სხდომაზე“, —ამბობს არტიომ არზამასცევი, კომპანია „ერთიანი ბროკერის“ დირექტორი.
ტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
მსოფლიო დღეს
აშშ საცავს ხსნის – ბაიდენი მზადაა ნავთობი სტრატეგიული რეზერვებიდან გაყიდოს
თუ 2 დეკემბერს OPEC + შეხვედრაზე გეგმები შეიცვლება, ნავთობმა შესაძლოა კვლავ გადააჭარბოს ბარელზე 80 დოლარს. თუმცა, აშშ, სავარაუდოდ, განაგრძობს რეზერვების გამოთავისუფლებას: ახლოვდება კონგრესის არჩევნები და დემოკრატებს ბენზინის ფასების შემცირება სჭირდებათ, რათა უმრავლესობა შეინარჩუნონ“, — აღნიშნა ანალიტიკური კომპანია Borsell-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ვერეტენნიკოვამ.
ანალიტიკოსების აზრით, OPEC + ფრთხილად მოქმედებას არჩევს: მაგალითად, გაანახევრებს მოპოვებების ზრდას, ან განუსაზღვრელი ვადით გაანულებს. თუ ახალი შტამი უვნებლად ჩაითვლება, განსაკუთრებული არაფერი მოხდება.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი რუბლს სტაბილურობას არ მატებს. პარასკევის კოლაფსის ფონზე რუსული ვალუტა ერთ დოლარზე 75,92-მდე, ხოლო ერთ ევროზე 85,69-მდე დაეცა. „ომიკრონის“ სისუსტის იმედით, აქციებმა და ნავთობმა 29 ნოემბერს ზარალის ნაწილი დაიბრუნა. რუბლმაც. მაგრამ გაურკვევლობა ნარჩუნდება.
ნავთობტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
მიმოხილვა: რუსეთი ამერიკულ ნავთობბაზრებს იპყრობს
CARF-ის მმართველი დირექტორის, ფინანსისტ ანდრეი სირჩინის თქმით, მენავთობეები მომლოდინე პოზიციას დაიკავებენ. „ერთადერთი რისიც ყველას ეშინია, ისაა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ვერ გაუმკლავდება 80 დოლარზე მაღალ კოტირებებს“, — აღნიშნავს ის.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, OPEC +-ში მაინც განიხილავენ ნავთობის პოლიტიკისშეცვლას წამყვანიიმპორტიორების ქმედებების გამო. კარტელში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა იტყობინება, რომ საუდისარაბეთი დარუსეთი შესაძლოაწავიდნენ „მოპოვების დაგეგმილი ზრდის კოლექტიურ შეჩერებაზე, რათა ფასების შემცირება არ დაუშვან“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0