Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საფრთხე მაღალია: ჯანმოს ახალი განცხადება „ომიკრონთან“ დაკავშირებით

© photo: Sputnik / ALeksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს შტაბ-ბინა
ჯანმოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ შემდგომი გლობალური გავრცელების საფრთხე მაღალია, განაცხადეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ამასთან დაზუსტდა, რომ COVID-19-ის ახალი ვარიანტის მთელ მსოფლიოში გავრცელების საშიშროება ფასდება როგორც „ძალიან მაღალი“.
ჯანმო არ გამორიცხავს სერიოზულ შედეგებს კორონავირუსული ინფექციის ახალი შტამის აფეთქების შემთხვევაში.

„[ახალი შტამის] მახასიათებლებიდან გამომდინარე, „ომიკრონის“ გამო COVID-19-ის მორიგ მასშტაბურ აფეთქებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

აღინიშნა ისიც, რომ „ომიკრონით“, რომელიც უკვე რამდენიმე ქვეყანაში გამოვლინდა, ჯერჯერობით არავინ გარდაცვლილა.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმო გაფრთხილებთ: „ომიკრონით“ ისინიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19
ჯანმო რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, გაზარდონ ტურისტების ტესტირება იმ ქვეყნებიდან, სადაც უკვე დაფიქსირდა „ომიკრონი“. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ არსებულ PCR–ტესტებს „ომიკრონის“ გამოვლენის უნარი აქვს.
მანამდე ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ახალი შტამით, რომელიც ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკებში გამოვლინდა, შეიძლება ისინიც დაინფიცირდნენ, ვისაც უკვე გადატანილი აქვს COVID-19.
მეცნიერების თქმით, „ომიკრონს“ გადადების უფრო მაღალი უნარი აქვს, ვინაიდან მისი მომჭიდებელი ცილა 32 მუტაციას მოიცავს.
ყველა ახალი ამბავი
0