მოსაზრება: ევროპამ რუსეთისგან გაზის ბუმერანგი მიიღო

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
ნატალია დემბინსკაია
ევროპა კარგა ხნის განმავლობაში ცდილობდა შეესუსტებინა რუსეთის გაზზე საკუთარი დამოკიდებულება. ამის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ბაზრის ლიბერალიზაცია იქცა — კონტრაქტების სპოტურ ფასებზე მიბმა. ეს ცუდად არ მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ იქამდე, ვიდრე ცისფერი აირი საკმარისი იყო და ნავთობზე იაფი ღირდა. ახლა კი ირკვევა, რომ დასავლეთი შეცდა და ძალიან ძვირი გადაიხადა.

ბაზრის რეფორმირება

„ენერგეტიკულ ნემსზე“ უარის ამბიციური გეგმები „სამხრეთის ნაკადის“ (გაზსადენის არარეალიზებული საერთაშორისო პროექტი შავი ზღვის ფსკერზე ანაპის რაიონიდან ბულგარეთის ვარნის პორტამდე) აგებასაც ითვალისწინდებდა, ალტერნატიულ მიმწოდებლებსაც და გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის გაფართოებასაც.
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
მწვანე ეკონომიკა — პოლიტიკოსების კრიზისისა და უმეცრების სიმბოლო
გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია — ეს უპირველეს ყოვლისა ფასწარმოქმნის მექანიზმის ცვლილებაა. ადრე კონტრაქტების უმეტესობა ნავთობის კოტირებებზე იყო მიბმული. ოციოდე წლის წინ ევროკავშირში გადაწყვიტეს, რომ ამაზე უარი უნდა ეთქვათ. ალტერნატივა — ფასების გაზის ჰაბებზე მიბმაა. ეს, არსებითად, საწვავის ბირჟაა, სადაც ყველაფერი მოთხოვნასა და შეთავაზებაზეა დამოკიდებული.
ჰაბები ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში შეიქმნა. გაიზარდა გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებები აშშ-დან და კატარიდან. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისისას ნედლეული მკვეთრად გაიაფდა. და ამან მხოლოდ განამტკიცა ევროკავშირის სურვილი, მიება სპოტური ფასები გაზის იმპორტისთვის და არა უფრო ძვირი ნავთობისა.
ამგვარად, როგორც The WallStreet Journal-ი აღნიშნავს, ევროპელი ჩინოვნიკები და კომპანიები ბოლო ათწლეულის განმავლობაში „წარმატებით ახდენდნენ ზეწოლას „გაზპრომზე“.
2019 წლისთვის რუსული გიგანტის კონტრაქტების ნახევარზე მეტი ევროკავშირთან სპოტურ ან ფორვარდულ ფასებს ეფუძნებოდა.

სტრატეგია შეფერხდა

ევროპა ზეიმობდა: წარმოიშვა „უფრო დივერსიფიცირებული ბაზარი, სადაც სხვადასხვა მიმწოდებლების კონკურენცია არსებობდა“. გაზი სტაბილურად ღირდა ნავთობზე იაფი. დამოუკიდებებლი ენერგეტიკული კონსულტანტების დათვლებით, ევროკავშირმა 70 მილიარდი დოლარის ეკონომია გააკეთა. მაგრამ წელს ყველაფერი შეიცვალა.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
მსოფლიო დღეს
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პერსპექტივა: ბუნდესტაგში საწვავის მიღების შანსები შეაფასეს
ცისფერ საწვავზე საბირჟო ფასებმა 300-400%-ით მოიმატა. გრძელვადიანი კონტრაქტები რამდენიმეთვიან შეფერხებას ითვალისწინებს. მაგრამ დამატებითი მოცულობების ყიდვა პრაქტიკულად მიმდინარე კოტირებებით ხდება საჭირო, ვინაიდან დაკონტრაქტებული საკმარისი არ არის.
„რუსები დიდი ხნის განმავლობაში გვარწმუნებდნენ: ნუ გააკეთებთ ამას, ეს სისულელეა, შეინარჩუნეთ ნავთობზე მიბმული ფასებიო, — ციტირებს WSJ ჯონათან სტერნს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ენერგეტიკული კვლევების სპეციალისტს. — და ისინი მართლები აღმოჩნდნენ“.
სტრატეგია მუშაობდა მანამ, სანამ გაზი საკმარისი იყო. მაგრამ როგორც კი დეფიციტი გაჩნდა და ფასებმა აიწია, ის მაშინვე შეფერხდა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დათვლებით, ევროკავშირი 2021 წელს დაახლოებით 30 მილიარდი დოლარით მეტს გადაიხდის, ვიდრე მანამდე არსებული წესებით გადაიხდიდა.
ევროპელი მინისტრები თავს იმტვრევენ, როგორ გადაჭრან პრობლემა. მაგრამ როგორც WSJ აღნიშნავს, მათ ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ რუსეთის დახმარების გარეშე: მოსკოვი ზუსტად იმდენს აწვდის, რამდენიც კონტრაქტებით ეკუთვნის.
„ენერგეტიკული კრიზისი ევროკავშირის ხელისუფლების პროვოცირებულია, რომლებმაც ფსონი ალტერნატიული ენერგეტიკის ფორსირებულ განვითარებაზე დადეს და „გაზპრომს“ გაზსადენ OPAL-ზე წვდომა შეუზღუდეს, რომ არაფერი ითქვას მათ ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ მიღება. შედეგად, რუსეთიდან გადაქაჩვები შემცირდა და „გაზპრომი“ სამართლიანად არ ჩქარობს მის გაზრდას, ამჯობინებს რა ნედლეულის აუქციონებზე გაყიდვას“, — განმარტავს დამოუკიდებელი ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში: როგორ აიძულებენ რუსეთს გადახდასა და მონანიებას
თუმცა სტრატეგია შენარჩუნებულია. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა ოქტომბრის დასაწყისში, საჭიროა მიმწოდებლების დივერსიფიცირება და ასევე უფრო სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება. „ევროპა დღეს ძალიანაა დამოკიდებული გაზის იმპორტზე, — თქვა მან. — ეს ჩვენ მოწყვლადს გვხდის“.
მაგრამ სხვა წყაროებიდან მიწოდებების გაზრდაზე იმედები არ გამართლდა. თავად ევროკავშირში მოპოვებების დონე გრონინგენის (ნიდერლანდი) საბადოს სწრაფი გამოფიტვის გამო დაეცა.
ხოლო გათხევადებული ბუნებრივი გაზი კვლავინდებურად 30%-ით ძვირია, ვიდრე მილსადენისა. ამაზე დამატებით, არც მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა საკმარისი, ხოლო მშენებლობა ძალიან ხარჯიანია. შედეგად – ევროკავშირში მოხმარებული გაზის 90% იმპორტია, ხოლო ამ მოცულობის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის.

სიტუაციის გარდატეხა

როგორც Bloomberg-ი ირწმუნება, მოსკოვს წესების გადახედვა სურს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სპოტური ფასებით მიწოდებები უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, რუსეთი დაინტერესებულია გრძელვადიანი კონტრაქტებით. ამის შესახებ პუტინმაც ილაპარაკა „რუსეთის ენერგეტიკული კვირის“ ფორუმზე.
„გერმანია იღებს არა ორ, არა ერთ-ნახევარ, არამედ 250-300 დოლარს ათას კუბზე. „გაზპრომი“ თითქოს კიდეც კარგავს... მაგრამ, მიუხედავად ამისა, მწარმოებელი მაინც დაინტერესებულია სტაბილურობით. ვინაიდან მან იცის, რომ, როგორც მინიმუმ, ის გარკვეულ მოცულობას გარკვეულ ფასად გაყიდის, და შესაბამისად აგებს თავის საინვესტიციო პოლიტიკას“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
Extinction Rebellion-ის ეკოაქტივისტები  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
მოსაზრება: რუსეთის წინააღმდეგ ეკოტერორისტებს ამზადებენ
„გრძელვადიანი კონტრაქტები რამდენიმე წლის განმავლობაში მიწოდებების სტაბილურობასა და გამჭვირვალე ფასწარმოქმნას უზრუნველყოფს, დაე, დაბალი შემოსავლებით, — ადასტურებს ხაზანოვი. — სპოტური ვაჭრების შემთხვევაში შესაძლებელია ძლიერი ვოლატურობა გაურკვეველი ფინანსური შედეგების მქონე შედარებით მცირე შესყიდვების ფონზე. შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე სპოტური თავსატეხი“.
ექსპერტები პრობლემას ხედავენ არა იმდენად ნავთობთან ბმაზე უარში, რამდენადაც იმ გადახრებში, რომლებიც ევროპის ენერგეტიკაში წარმოიშვა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ეკონომიკურ პოლიტიკაში წინააღმდეგობების გამო.
„კლასიკური ნავთობზე ბმა გარკვეულწილად მოძველებულია, რადგან გაზი პრაქტიკულად არ უწევს კონკურენციას ევროპაში ნავთობპროდუქტებს არცერთ სეგმენტში. ამასთან ნავთობის ბაზარი გაცილებით განვითარებულია და იქ დიდი ხანია არ ყოფილა ისეთი რყევა, როგორიც ბოლო 18 თვეში ვნახეთ გაზის სპოტში. თავდაპირველად ფასები ხუთ-ექვსჯერ დაეცა, შემდეგ კი ოცჯერ სწრაფად გაიზარდა“, — ამბობს ალექსეი გრივაჩი, ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე.
გრივაჩის თქმით, გრძელვადიანი კონტრაქტები ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე — გრძელვადიანი საინვესტიციო ციკლი, მაღალი კაპიტალური ხარჯები ყველა ფაზაში, მკვეთრად გამოხატული სეზონურობა და შენახვის სირთულეები. სწორედ ამის მოკვლას ცდილობდნენ ევროპელი რეფორმატორები — და მიიღეს სპეკულაციური რალი.
მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ევროკავშირმა შესაძლოა განაცხადოს, რომ მზადაა ძველ სისტემაში დაბრუნებისთვის. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ რუსულ მონოპოლისტს მსხვილ ევროპულ კომპანიებთან უფრო ისეთი ფასების შეთავაზებაზე გაუადვილდეს მოლაპარაკება, რომლებიც არც ნავთობთანაა დაკავშირებული და არც სპოტთან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთახმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0