რეკორდი მოხსნილია: აშშ-ში ინფლაცია მსოფლიო ეკონომიკის საფრთხედ გამოცხადდა

© photo: Pixabay / qimonoპაზლად დაშლილი დოლარი
პაზლად დაშლილი დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
ასეთი ინფლაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.

ნატალია დემბინსკაია

მაგრამ რეგულატორი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე უარს ამბობს. Deutsche Bank-ში აცხადებენ, რომ უმოქმედობა არაფერი კარგით არ დასრულდება. ეს შენელებული მოქმედების ბომბი მსოფლიო ეკონომიკას ემუქრება.

ინფლაციის აჩქარება

მაისში ინფლაციის წლიურმა გამოხატულებამ აშშ-ში 5%-ს მიაღწია. ხოლო სამომხმარებლო ფასების საბაზო ინდექსი, რომელიც არ მოიცავს ისეთ ვოლატურ საქონელს, როგორიცაა ენერგომატარებლები და კვების პროდუქტები, 3,8%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით (მაქსიმუმი 1992 წლის ივნისის შემდეგ). გაძვირდა ყველაფერი: ავტომობილები, ტექნიკა, ავეჯი, ავიაბილეთები, ტანსაცმელი...

ცარიელი პლაჟი  - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
მკვდარი სეზონი: ევროპა რუსეთის გამო მილიარდებს კარგავს

მსოფლიო ბანკის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ იმ ქვეყნების უმეტესობას, რომლებიც ინფლაციის თარგეთირებას იყენებენ (მათ შორის, რუსეთს), არაფერი აქვთ სანერვიულო: მაჩვენებლის სამიზნე დიაპაზონში დაბრუნება შესაძლებელი იქნება.

მაგრამ აშშ-ში სხვა ვითარებაა. ფედერალური სარეზერვო სისტემა უმოქმედოდაა. ჯერ კიდევ მარტში სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი ამბობდა, რომ პრობლემას ვერ ხედავს თარგეთის ორი პროცენტით დროებით აწევაში.

სამომხმარებლო ფასების ზრდის აჩქარების მიზეზები ხილულია. ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე აშშ-ის ხელისუფლებამ პანდემიის დაწყებიდან უკვე დახარჯა ექვსიდან ცხრა ტრილიონ დოლარამდე, აამოქმედა რა საბეჭდი დაზგა მთელი სიმძლავრით. ხოლო ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკამ კიდევ თითქმის ორი ტრილიონი მიიღო. ეს სტიმულების გიგანტური პაკკეტია, უმთავრესად, სოციალური.

საერთაშორისო გადახდების საბანკო ბარათები  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
„დაისაჯოს მოსკოვი“: რა მოხდება, თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ

უზარმაზარი ვალი და სუსტი დოლარი

ფულადმა წყალდიდობამ სახელმწიფო ვალი დაახლოებით მეოთხედით გაზარდა. ახლა ის 28 ტრილიონ დოლარზე მეტია.

ეკონომისტების თქმით, ახალი გადასხმები ეკონომიკაში უკვე აღარ წაადგება მას. გაძლიერდება ბიუჯეტზე დატვირთვა, აიწევს ფასები − ეს ყველაფერი კუპიურების სიჭარბის გამო, წარმოების მოცულობის შესაბამისი ზრდის გარეშე. ინფლაციურ რისკებს აძლიერებს ჭარბი დანაზოგების ფონზე მომხმარებელთა გადადებული მოთხოვნა. პანდემიის პერიოდში ამერიკელმა მომხმარებლებმა 1,6 ტრილიონი დოლარი დააგროვეს, რომელსაც ახლა ხარჯავენ.

ახლად დაბეჭდილი კუპიურების მძლავრმა შემოდინებამ ამერიკულ ვალუტას დაარტყა. დოლარი იაფდება და ინვესტორებისთვის მიმზიდველობას კარგავს. 2020 წლის განმავლობაში ის ევროს მიმართ 0,8934-დან 0,8149-მდე დაეცა — თითქმის 9%-ით. 2021-ში შესაძლოა კიდევ 5-7%-ით „დაჯდეს“.

რუსული რუბლის ბეჭდვა - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
მიმოხილვა: მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზი რუსეთის ეკონომიკის აღდგენაზე

მეორე ფაქტორი − ეს ბიუჯეტზე უპრეცედენტო ზეწოლაა. 2020 ფინანსურ წელს მისმა დეფიციტმა 16,1%-ს (3,1 ტრილიონ დოლარს) მიაღწია − ეს მაქსიმალური მაჩვენებელია 1945 წლის შემდეგ, როდესაც მთავრობა კოლოსალურ სახსრებს გამოყოფდა მასშტაბური სამხედრო ოპერაციებისთვის.

გაბერილი ბუშტი

და მაინც ფედერალური რეზერვი არ აპირებს საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან აქტივების შესყიდვის პროგრამის შემცირებას მანამ, სანამ „არსებით პროგრესს“ არ დაინახავს ეკონომიკური მიზნების მიღწევაში, კერძოდ, შრომის ბაზრის აღდგენაში.

რეგულატორის თავდაჯერებულობა და უმოქმედობა კითხვებს ბადებს.

„საჭიროა ბრძოლის მკაფიო გეგმა. პირებს, რომლებიც განსაზღვრავენ საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკას, უნდა ესმოდეთ, რომ მათი გადაწყვეტილება შესაძლოა საზიანო იყოს. ამერიკელების 87% უკვე შეშფოთებულია ფასების ზრდით. მისტერ პაუელმა უნდა აღიაროს ინფლაციის მკვეთრი ნახტომი და შეწყვიტოს ამ სერიოზულ პრობლემაზე თვალის დახუჭვა, თითქოს ის დროებითი დაბრკოლება იყოს“, − განაცხადა სენატორმა რიკ სკოტმა.

ამერიკული კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
კრიტიკული ზღვარი: აშშ–ის სახელმწიფო ვალი მშპ-ს გადააჭარბებს

ეკონომისტები ასევე ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ფედრეზერვი სრულად უარყოფს კიდევ უფრო შემაშფოთებელ ტენდენციას − საფონდო ბაზარზე გლობალური ბუშტის ფორმირებას. ზედაბალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებითა და ბალანსის თვეში 120 მილიარდი დოლარის გაზრდით, მაშინ, როცა აქციის ღირებულება თითქმის ისტორიულ მინიმუმზეა, ფედერალური რეზერვი რისკავს, კიდევ მეტად გადაახუროს ბაზარი.

„რეგულატორი მხოლოდ ზრდის ხისტი ეკონომიკური დაჯდომის რისკებს და საბოლოოდ იძულებული გახდება, გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რათა ინფლაციის სამიზნე დონეს მიაღწიოს“, − აღნიშნავს ამერიკელი ეკონომისტი დესმონს ლაჰმანი.

დაზარალდებიან სუსტები

Deutsche Bank-ის სპეციალისტების თქმით, ეს პრობლემას შეუქმნის არა მარტო ამერიკელებს, არამედ მთელ მსოფლიოს.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
„ექსტრემალური“ შეზღუდვები: აშშ-ს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების სანქცირება სურს

„აშშ-ში ინფლაციის უგულებელყოფა გლობალურ ეკონომიკას შენელებული მოქმედების ბომბზე ამყოფებს. შედეგები შეიძლება დამანგრეველი იყოს, განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის“, − აცხადებს ბანკის მთავარი ეკონომისტი დევიდ ფოლკერტს-ლანდაუ.

გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ინფლაცია შენარჩუნდება და უახლოეს წლებში კრიზისს მოიტანს, შესაძლოა უკვე 2023-შიც კი. როგორც ექსპერტები აზუსტებენ, პირველ რიგში განვითარებადი ქვეყნები დაზარალდებიან. წამყვან ეკონომიკებში ფულის გაუფასურება ინვესტორების მოლოდინებს აძლიერებს განაკვეთების გაზრდასთან დაკავშირებით. ეს ზრდის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობას, რის შედეგადაც სესხები სულ უფრო ძვირი ხდება.

ამგვარად, ეკონომისტების დასკვნით, განვითარებადი ბაზრებისთვის გლობალური აღდგენის დაწყება პოზიტიური ფაქტორიდან საფრთხედ გადაიქცა, მაგალითად, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში სესხების ღირებულება სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. იქ კი სახელმწიფო ფინანსები ისედაც არ გამოირჩევა სტაბილურობით.

„ეს ქვეყნები აშშ-ში ინფლაციის გამო უფრო უნდა შფოთავდნენ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში“, − აღნიშნავენ S&P Global Ratings-ის სპეციალისტები.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
სტრატეგიული სვლა: რუსეთმა მილიარდები ჩადო აშშ–ის სახელმწიფო ობლიგაციებში

მდიდარი სახელმწიფოები პანდემიის დროს ძალიან დაბალი განაკვეთით იღებდნენ სესხებს, განსხვავებით ბევრი განვითარებადი ქვეყნისგან.

მაგალითად, ეგვიპტემ წელს ვალის რეფინანსირება უნდა მოახდინოს, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 38%-ია, კრედიტის მომსახურების ღირებულება − 12,1%. განისთვის პროცენტი კიდევ უფრო მაღალია − 15%. იგივე პრობლემები აქვს ბრაზილიას, სადაც ცენტრალურმა ბანკმა იანვრიდან უკვე ორჯერ გაზარდა განაკვეთი, რათა საფასო ზეწოლა შეესუსტებინა.

Capital Economics-ის ექსპერტის უილიამ ჯეკსონის თქმით, ბრაზილია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ემუქრება ეკონომიკურ სტაბილურობას ინფლაცია და შემოსავლიანობის ზრდა.

ვითარებას მხოლოდ ის იხსნის, რომ, მაგალითად, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ინდოეთი სულ უფრო მეტად ეყრდნობიან შიდა კრედიტორებს, ვიდრე უცხოელებს. ეს კაპიტალის გადინების დროს მოწყვლადობას ამცირებს.

რუსეთი ამ კუთხით მდგრადზე უფრო მეტია: არარეზიდენტების წილი ფედერალური სესხის ობლიგაციებში ძალიან დაბალია. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მაისში 10% იყო. ფედრეზერვის ობლიგაციების მფლობელთა შორის თანამემამულე ინვესტორების რაოდენობა 80%-ია, ხოლო არარეზიდენტები − მსხვილი სამამულო ბანკების უცხოური „შვილობილები“ არიან. ეს კი სასანქციო რისკებისგანაც აზღვევს და ინფლაციურისგანაც.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0