კრიტიკული ზღვარი: აშშ–ის სახელმწიფო ვალი მშპ-ს გადააჭარბებს

© Pixabay / pasja1000ამერიკული კუპიურები
ამერიკული კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
პანდემიასთან ბრძოლაზე ამერიკის ხელისუფლებამ უზარმაზარი თანხები დახარჯა. ამ დროისათვის ქვეყნის სახელმწიფო ვალები 28 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც აშშ–ის მთლიანი შიდა პროდუქტის მთლიან მოცულობაზე მეტია.

ნატალია დემბინსკაია

 

შეერთებული შტატები ვალებში 2008 წლის კრიზისის დროიდან ეფლობა. ობამას დროს ვალები ცხრა ტრილიონით გაიზარდა, ტრამპის დროს – შვიდით. 2018-ში ის უკვე მშპ-ის 78%-ს შეადგენდა — დონეს, რომელსაც მსოფლიო ბანკი სახიფათოდ აფასებს.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
„ექსტრემალური“ შეზღუდვები: აშშ-ს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების სანქცირება სურს

პროგნოზებით, სახელმწიფო ვალების რაოდენობას აშშ-ის ეკონომიკისთვის ათი წლის შემდეგ უნდა გადაეჭარბებინა, მაგრამ ეს ბევრად ადრე მოხდა — პანდემიისა და ეროვნული მეურნეობის მხარდაჭერისთვის გაღებული უზარმაზარი ხარჯების გამო. დამოუკიდებელი გათვლებით, გასულ წელს ხელისუფლებამ ეკონომიკაში თითქმის ცხრა ტრილიონი დოლარი „ჩაასხა“. და აი შედეგიც: სახელმწიფო ვალმა 28 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ანუ მშპ-ის 101%-ს. ასეთი რამ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხდებოდა — 1946 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 106%-ს მიაღწია.

ფედერალური რეზერვების ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი კი, როგორც ჩანს, ამაში დიდ პრობლემას არ ხედავს.

„უზარმაზარი სესხები პანდემიის დროს ეკონომიკურ უფსკრულზე ხიდის როლს შეასრულებს: კარანტინები, სამომხმარებლო ხარჯების ვარდნა, ხომალდების გაჩერება, ცარიელი სასტუმროები და მილიონობით უმუშევარი. იაფმა კრედიტებმა შესაძლებელი გახადა, კი არ გაგვეთავისუფლებინა თანამშრომლები სამსახურებიდან, არამედ ხელფასები გადაგვეხადა მათთვის და აქტივები მუშა მდგომარეობაში შეგვენარჩუნებინა. სესხების საშუალებით ვაფინანსებდით უმუშევრობის შეღავათებსაც, რათა მათ გადასახადები გადაეხადათ და საკვები შეეძინათ“, — ამბობს ის.

მაგრამ ფინანსთა ექს-მინისტრის ლარი სამერსის თქმით, სტიმულირება ჭარბი გამოდგა.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
სტრატეგიული სვლა: რუსეთმა მილიარდები ჩადო აშშ–ის სახელმწიფო ობლიგაციებში

კიდევ მეტი

ვინაიდან ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებული ვითარება უარესდება, კიდევ მეტი სესხის აღება ხდება საჭირო: ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი ძირითადად სახელმწიფო ობლიგაციების რეალიზაციიდან იფარება.

2020 ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა) დეფიციტი 3,1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის ყველა ზომას „ჩათვლიან“, ოთხი ტრილიონი გამოვა. და ახალი სესხების აღების გარდა სხვა გზა არ რჩება.

ფედერალური ბიუჯეტის კომიტეტის შეფასებით, პანდემიის შემდეგ ეკონომიკის ნელი აღდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ვალი 2025 წლისთვის მშპ-ის 117% იქნება.

ეს ჯერჯერობით არ იწვევს ინვესტორების შფოთვას და ხელს არ უშლის აშშ-ს, სულ უფრო ღრმად ჩაეფლოს ვალებში – ეს ხომ უფრო იაფი ჯდება.

რა იქნება მერე

როგორც JP Morgan Asset Management-ში განმარტავენ, მნიშვნელოვანია არა თავად ვალი, არამედ მისი მომსახურების საფასური.

„მიუხედავად მკვეთრი ზრდისა, ვალის მომსახურება ახლა ბევრად იაფია, ვიდრე 1990-იანების შუა წლებსა და 2000-იანების დასაწყისში, როდესაც ვალი მშპ-ის 50%-ზე ნაკლები იყო, ხოლო მთავრობა ბიუჯეტის პროფიციტით მუშაობდა“, — აღნიშნავენ ბანკის ანალიტიკოსები.

ჯანეტ იელენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
ახალი შემადგენლობით: აშშ-ის ფინასთა სამინისტრო დოლარის ჩამოსაშლელად მზადაა

თუ ფსონები აიწევს, წმინდა საპროცენტო გადახდები ამჟამინდელი 1,3%-დან 3,2%-მდე გაიზრდება.

ეს კი რამდენადმე სხვა ვითარებაა. ზოგი დათვლით, 2028 წელს ვალის მარტო პროცენტებზე ამერიკელები სახელმწიფო ბიუჯეტის მეხუთედ ნაწილს დახარჯავენ.

ამასთან შტატების სახელმწიფო ვალის დაახლოებით ნახევარი უცხოელ ინვესტორებს ეკუთვნით, კრედიტორებს შორის მეორე ადგილზეა ჩინეთი. პეკინი 1,1 ტრილიონის ობლიგაციებს ფლობს და დროდადროს მათი გაყიდვით იმუქრება.

თუ ასეთი სცენარი განხორციელდება, ფედერალური რეზერვი ფასიან ქაღალდებს ბაზრიდან გამოისყიდის, რათა დაბალი კურსი და სესხების მომსახურებაზე დაბალი გადასახადები შეინარჩუნონ. მაგრამ ამას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება.

ადრე თუ გვიან ინვესტორებს გაუქრებათ რწმენა, რომ აშშ–ის მთავრობას სესხების დაბრუნება შეუძლია, დაიწყებენ ფასიანი ქარალდების გაყიდვას და უფრო მაღალ საპროცენტო კურსს მოითხოვენ. ამას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

კურსის აწევა შეამცირებს დაუფარავი სახელმწიფო ობლიგაციების საბაზრო ღირებულებას. შედეგად მთელი რიგი ფინანსური დაწესებულებები — საპაიო საინვესტიციო ფონდები, საპენსიო ფონდები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვები ზარალს ნახავენ. ყველაფერი გაკოტრებითა და მორიგი ფინანსური კრიზისით დამთავრდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0