ბელარუსში „ყვარლის მარნის“ ღვინო აკრძალეს

© photo: Sputnikქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის შემადგენლობაში აღმოჩნდა ბელარუსში აკრძალული საკვები დანამატი - კონსერვანტი E 200.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ბელარუსში აიკრძალა მწარმოებელი კომპანია „ყვარლის მარნის“ ქართული ღვინის „კახური ღვინო“ (Кахетинское домашнее) იმპორტი და რეალიზაცია აკრძალული საღებავის შემცველობის გამო, იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო რესურსი „საშიში პროდუქცია“.

„პროდუქცია არ აკმაყოფილებს საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ТР ТС 021/2011 „სურსათის უვნებლობის შესახებ", ТР ТС 029/2012 „საკვები დანამატების, არომატიზატორების და ტექნოლოგიური დამხმარე საშუალებების უსაფრთხოების მოთხოვნები") უსაფრთხოების თვალსაზრისით: ღვინოს შემადგენლობაში შედის მარკირებაში გაცხადებული აკრძალული საკვები დანამატი - კონსერვანტი E 200“, - ნათქვამია პორტალზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვინო ბელარუსში კომპანია „ბაკალეია მოგილიოვმა“ შეიტანა.
კომპანია „ყვარლის მარანი“ საქართველოში 2007 წელს დარეგისტრირდა და საქართველოს მოქალაქეებს - ონისე ღვალაძესა და ნინო ბარათაშვილს ეკუთვნის. ქარხანა კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ ტივთან მდებარეობს. ქვეყნის საჯარო რეესტრის ინფორმაციით, კომპანიის ქონება დაყადაღებულია.
მთლიანობაში, 2021 წელს საქართველოდან ბელარუსში თითქმის 5 მილიონი ბოთლი ღვინოა გატანილი.
ახალი რეკორდი - ღვინის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია >>
ონლაინ-რესურსზე „საშიში პროდუქტები" განთავსებულია ინფორმაცია ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აკრძალული პროდუქციის შესახებ, აგრეთვე დოკუმენტების რეესტრი პროდუქციის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (საბაჟო კავშირი) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შესახებ, რომელთა მოქმედებაც ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეწყვეტილია.
წყარო - ბელარუსული საინფორმაციო რესურსი „საშიში პროდუქცია“.
ყველა ახალი ამბავი
0