https://sputnik-georgia.com/20220117/gvinis-eqsportma-istoriul-maqsimums-miagwia-263680712.html
ახალი რეკორდი - ღვინის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ახალი რეკორდი - ღვინის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
Sputnik საქართველო
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 400 მლნ დოლარი შეადგინა 17.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-17T20:18+0400
2022-01-17T20:18+0400
2022-01-17T20:18+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/08/241790872_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_26f586ce2fc22d89c99e300e0a29200a.jpg
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. 2021 წელს საქართველომ 62 ქვეყანაში 107 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს ექსპორტირებული ღვინის მოცულობა და ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 16%-ით გაიზარდა.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის იმპორტიორ-ქვეყნებს შორის პირველი ადგილი რუსეთს უკავია, სადაც 62 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა - ექსპორტის საერთო მოცულობის 57%. გარდა ამისა, 2021 წელს ესპორტირებულია 42,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, 1 1მლნ ბოთლი ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78,3 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით 19%-ით მეტია, ჭაჭის ექსპორტმა კი 2,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 126%-ით მეტია.მთლიანობაში, გასულ წელს ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 400 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე და 142%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით.უწყების ცნობით, ღვინის ექსპორტი 441 ქართულმა კომპანიამ განახორციელა, მაშინ როდესაც 2012 წელს ექსპორტსმხოლოდ 100 კომპანია აწარმოებდა.
https://sputnik-georgia.com/20220114/turnavam-sagareo-vawroba-seafasa-263615674.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/08/241790872_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_b75d18676f955975994b18948a608d5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი რეკორდი - ღვინის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 400 მლნ დოლარი შეადგინა
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. 2021 წელს საქართველომ 62 ქვეყანაში 107 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს ექსპორტირებული ღვინის მოცულობა და ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 16%-ით გაიზარდა.
„მინდა, რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოვიყვანო – 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360%ით არის გაზრდილი. ასევე 2012 წელს ექსპორტით მიღებული შემოსავალი თუ იყო71 მლნ დოლარი, გასულ წელს მან 250 მლნ დოლარი შეადგინა. აი, ასეთი დიდი სხვაობა გვაქვს ბოლო 8-9 წელში, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის იმპორტიორ-ქვეყნებს შორის პირველი ადგილი რუსეთს უკავია, სადაც 62 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა - ექსპორტის საერთო მოცულობის 57%.
გარდა ამისა, 2021 წელს ესპორტირებულია 42,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, 1 1მლნ ბოთლი ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78,3 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით 19%-ით მეტია, ჭაჭის ექსპორტმა კი 2,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 126%-ით მეტია.
მთლიანობაში, გასულ წელს ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 400 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე და 142%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით.
უწყების ცნობით, ღვინის ექსპორტი 441 ქართულმა კომპანიამ განახორციელა, მაშინ როდესაც 2012 წელს ექსპორტსმხოლოდ 100 კომპანია აწარმოებდა.