რეკორდული ექსპორტი - თურნავამ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები შეაფასა

© Facebook / Ministry of Economy and Sustainable Developmentნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემი შეაფასა, რომელიც დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 4,2 მლრდ დოლარს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, ზრდამ კი დაახლოებით 27 პროცენტი შეადგინა 2020 წელთან შედარებით.
„როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს - გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებით პროდუქციის ექსპორტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს–მონაცემი გამოაქვეყნა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ექსპორტმა 4.242,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 25,1 პროცენტით აღემატება წინა წლის მონაცემს და 10.077 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წელს დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 11,7%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) მონაცემს. 2021 წელს სავაჭრო ბრუნვა 25,6 პროცენტით გაიზარდა და 14.319,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7,5 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს.
ყველა ახალი ამბავი
0