პრემიერი - თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვა

© Pixabay / katicaj მედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
გამოწერა
პრემიერი განმარტავს, რომ თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად დაბალი იქნება.
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და საქართველოში შემოვა gmp-ს სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, მათ შორის წამლებზე ფასების დარეგულირებას.
ბიზნეს-ასოციაცია: თურქეთთან ფარმაცევტული ბაზრის გახსნა გონივრული და დროული ნაბიჯია<<
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განკარგულება დღეიდან შევიდა ძალაში. ღარიბაშვილი განმარტავს, რომ თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად დაბალი იქნება.

„საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. იმედი მაქვს, იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე და შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს. მისივე თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი.
ყველა ახალი ამბავი
0