Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მუცლის ტკივილი, გულისრევა: COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა ორჯერ გაიზრდა

© AP Photo / Achmad Ibrahimსაწოლები კოვიდინფიცირებულებისთვის
საწოლები კოვიდინფიცირებულებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი იქნება, „ომიკრონი“ სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკამ 30 პაციენტი მიიღო.
„ბოლო პერიოდში მოიმატა ზემო სასუნთქის რესპირაციულმა მოვლენებმა პაციენტებში, როგორც ჩანს, მაღალი ცხელება რჩება „დელტას" მსგავსად „ომიკრონის" შემთხვევაშიც. უფრო მეტად გამოხატულია გულის რევა-ღებინების მომენტები და მუცლის ტკივილი", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ახალი მუტირებული შტამი „დელტა" შტამს დაახლოებით 80%-ით ჩაანაცვლებს და ყოველდღიურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 20 ათასსაც მიაღწევს.
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ტემპი იმატებს>>
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ომიკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
ყველაფერი „ომიკრონის“ შესახებ – ინფექციონისტი ახალ შტამზე
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
საქართველოში„ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევებიდან 16% კოვიდ-გადატანილებზე მოდის>>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.567-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 984.802-ს მიაღწია.
ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა.
ყველა ახალი ამბავი
0