Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში„ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევებიდან 16% კოვიდ-გადატანილებზე მოდის

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliExpo Georgia-ს საგამოფენო ცენტრი
Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში „ომიკრონ“ შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 1.009 შემთხვევიდან სპეციალისტებმა 777 შეისწავლეს, მათგან 16% რეინფიცირების შემთხვევებია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირების დიდი ნაწილი, დაახლოებით 61% თბილისზე მოდის, 12% იმერეთის რეგიონზე, 3-3% კი აჭარასა და ქვემო ქართლზე.
რაც შეეხება ვაქცინაციას, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა დაახლოებით 50%-ია ვაქცინირებული, აღნიშნა გამყრელიძემ. თუმცა, 1.009 პირიდან მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და 12-მა მათგანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთაგან 19 პირი 18 წლამდე მოზარდია, 16 კი ხუთ წლამდე ბავშვია.
გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
რა ფორმატით განაახლებენ სკოლები ფუნქციონირებას – სამინისტროს განმარტება
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოსთვის კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 60% „ომიკრონთან“ იქნება დაკავშირებული.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.
ყველა ახალი ამბავი
0