https://sputnik-georgia.com/20220113/ra-pormatit-ganaaxleben-skolebi-punqcionirebas-263588122.html
რა ფორმატით განაახლებენ სკოლები ფუნქციონირებას – სამინისტროს განმარტება
რა ფორმატით განაახლებენ სკოლები ფუნქციონირებას – სამინისტროს განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 17 იანვრიდან უნდა განახლდეს. 13.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-13T16:03+0400
2022-01-13T16:03+0400
2022-01-13T19:22+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909792_638:322:3663:2023_1920x0_80_0_0_fc441b59ef3718541e0d19d6e4936e4f.jpg
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების მიუხედავად, სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში გაგრძელდება.თუმცა, როგორც ადრე, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმატს შორის არჩევანი გააკეთონ.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე https://online.emis.ge. სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს, 24:00 საათზე გაიხსნება.სწავლის ონლაინ-რეჟიმში გაგრძელების მსურველებისთვის განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. გარდა ამისა, იმ მოსწავლეებისთვის, ვინც დისტანციური სწავლება ჯერ კიდევ შემოდგომაზე არჩია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ისინი ონლაინ-სწავლების მსურველთა ბაზაში უკვე არიან.საქართველოში ეპიდვითარება დღითი დღე უარესდება, რასაც სპეციალისტები „ომიკრონის“ შტამს უკავშირებენ, რომელიც ბევრად უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. მათი ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 15 ათასს მიაღწევს.საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.13 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების 1.009 შემთხვევაა დადასტურებული.
https://sputnik-georgia.com/20210924/----------259852632.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909792_1020:295:3358:2048_1920x0_80_0_0_ca8fa294ac2c7ea04162c0119d7e0c85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
რა ფორმატით განაახლებენ სკოლები ფუნქციონირებას – სამინისტროს განმარტება
16:03 13.01.2022 (განახლებულია: 19:22 13.01.2022) საქართველოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 17 იანვრიდან უნდა განახლდეს.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების მიუხედავად, სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში გაგრძელდება.
თუმცა, როგორც ადრე, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმატს შორის არჩევანი გააკეთონ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე
https://online.emis.ge. სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს, 24:00 საათზე გაიხსნება.
სწავლის ონლაინ-რეჟიმში გაგრძელების მსურველებისთვის განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
24 სექტემბერი 2021, 14:15
გარდა ამისა, იმ მოსწავლეებისთვის, ვინც დისტანციური სწავლება ჯერ კიდევ შემოდგომაზე არჩია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ისინი ონლაინ-სწავლების მსურველთა ბაზაში უკვე არიან.
საქართველოში ეპიდვითარება დღითი დღე უარესდება, რასაც სპეციალისტები „ომიკრონის“ შტამს უკავშირებენ, რომელიც ბევრად უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. მათი ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 15 ათასს მიაღწევს.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
13 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების 1.009 შემთხვევაა დადასტურებული.