https://sputnik-georgia.com/20220112/yvelaferi-omikronis-sesaxeb-infeqcionisti-buwasvili-263554050.html
ყველაფერი „ომიკრონის“ შესახებ – ინფექციონისტი ახალ შტამზე
ყველაფერი „ომიკრონის“ შესახებ – ინფექციონისტი ახალ შტამზე
Sputnik საქართველო
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის სიმპტომებსა და მიმდინარეობის შესახებ და თვალსაჩინოდ განმარტავს, რითი განსხვავდება ის კორონავირუსის სხვა შტამებისგან
2022-01-12T13:39+0400
2022-01-12T13:39+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263363338_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_ddbd84d74594abca21a22ee307de7cf5.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის სიმპტომებსა და მიმდინარეობის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე წერს.საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღა დაიწყო. სპეციალისტები ახალი შტამი „ომიკრონის“ მასობრივ გავრცელებას იანვრის ბოლოს ელოდებიან.ბუწაშვილი „ომიკრონ“ შტამის მახასიათებლებზე დეტალურად საუბრობს და კონკრეტულ სიმპტომებსაც ასახელებს. მისი თქმით, აღნიშნულ შტამს ხუთი ძირითადი სიმპტომი ახასიათებს: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. „ომიკრონმა“ ასევე დამატებით შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღამით ოფლიანობა და წელის ტკივილი, ეს კი ის სიმპტომებია, რომლებიც კორონავირუსის წინამორბედ შტამებს ნაკლებად ახასიათებდა.ბუწაშვილის თქმით, ახალ შტამს ასევე ნაკლებად ახასიათებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება და, შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება. ეს კი პირდაპირ კავშირშია პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დაბალ მაჩვენებელთან.როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი სურდოსგან: ექიმის განმარტება>>ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ „ომიკრონ“ შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70 პროცენტით, თუმცა, ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ჩვეულებრივზე მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც იზრდება. სწორედ ამიტომ საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია.ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მიუხედავად ახალი შტამის მსუბუქი მიმდინარეობისა, კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.596-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 973.909-ს მიაღწია. ამ დროისათვის საქართველოში დადასტურებულია „ომიკრონის“ 951 შემთხვევა.წყარო Facebook
https://sputnik-georgia.com/20220110/cxaize-omikroni-bavsvebis-hospitalizacia-matulobs-263486572.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263363338_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_71c2ee139313d1d24d8c29e01ec3fa52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომირკონი კორონავირუსი ინფექციონისტი ბუწაშვილი
ომირკონი კორონავირუსი ინფექციონისტი ბუწაშვილი
ყველაფერი „ომიკრონის“ შესახებ – ინფექციონისტი ახალ შტამზე
13:39 12.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ინფექციონისტის განმარტებით, „ომიკრონ“ შტამს კორონავირუსის წინამორბედი შტამებისგან განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის სიმპტომებსა და მიმდინარეობის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე წერს.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღა დაიწყო. სპეციალისტები ახალი შტამი „ომიკრონის“ მასობრივ გავრცელებას იანვრის ბოლოს ელოდებიან.
ბუწაშვილი „ომიკრონ“ შტამის მახასიათებლებზე დეტალურად საუბრობს და კონკრეტულ სიმპტომებსაც ასახელებს.
მისი თქმით, აღნიშნულ შტამს ხუთი ძირითადი სიმპტომი ახასიათებს: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი.
„ომიკრონმა“ ასევე დამატებით შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღამით ოფლიანობა და წელის ტკივილი, ეს კი ის სიმპტომებია, რომლებიც კორონავირუსის წინამორბედ შტამებს ნაკლებად ახასიათებდა.
„ხველება შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე „კოვიდის“ წინამორბედი შტამების შემთხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ყნოსვისა და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია („დელტას“ შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო „ომიკრონის“ შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს)“, – განმარტავს ბუწაშვილი.
ბუწაშვილის თქმით, ახალ შტამს ასევე ნაკლებად ახასიათებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება და, შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება. ეს კი პირდაპირ კავშირშია პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დაბალ მაჩვენებელთან.
ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ „ომიკრონ“ შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70 პროცენტით, თუმცა, ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ჩვეულებრივზე მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც იზრდება. სწორედ ამიტომ საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია.
„50 პროცენტით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, ოთხ–ხუთჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი. რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტი არავაქცინირებულია, ვაქცინის სამი დოზა კი ჰოსპიტალიზაციის რისკს 80 პროცენტამდე ამცირებს“, – აღნიშნავს ბუწაშვილი. ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მიუხედავად ახალი შტამის მსუბუქი მიმდინარეობისა, კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.596-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 973.909-ს მიაღწია.
ამ დროისათვის საქართველოში დადასტურებულია „ომიკრონის“ 951 შემთხვევა.