https://sputnik-georgia.com/20220112/rogor-ganvasxvavot-koronavirusi-surdosgan-eqimis-ganmarteba-263553876.html
როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი სურდოსგან: ექიმის განმარტება
როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი სურდოსგან: ექიმის განმარტება
Sputnik საქართველო
კორონავირუსისა და სეზონური გრიპებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად მსგავსია, გამოსავალი - კვლევებისა და ტესტირების ჩატარებაა
2022-01-12T13:21+0400
2022-01-12T13:21+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252157774_0:296:1742:1276_1920x0_80_0_0_4119d45b924497b846f45114e667a560.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. კორონავირუსს, გრიპის ვირუსსა და სეზონურ რესპირატორულ ვირუსებს მსგავსი კლინიკური გამოვლინება აქვთ – ყველა მათგანი იწვევს რესპირატორულ სინდრომს სიმპტომატიკის ფართო სპექტრით, დაწყებული მსუბუქი, დამთავრებული მძიმე მიმდინარეობით.რით განსხვავდება XXI საუკუნის პირველი პანდემიისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჩვეულებრივი გრიპისა და სეზონური ვირუსებისგან – ამ კითხვით „Sputnik-საქართველომ“ ექიმ-თერაპევტ მაია რატიანს მიმართა.„COVID-19-ის გარჩევა ჩვეულებრივი სეზონური გრიპისა თუ რესპირატორული ვირუსებისგან ტესტირებისა და შესაბამისი კვლევების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამბობს მაია რატიანი.მისი თქმით, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, რაც მწვავე რესპირატორულ დაავადებებს ახასიათებს, თავს იჩენს კორონავირუსის დროსაც.კორონავირუსისთვის, ისევე, როგორც მწვავე რესპირატორული ინფექციებისთვის, დამახასიათებელია კანზე გამონაყარი და სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა. რაც შეეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას (დიარეა), კორონავირუსის შემთხვევაში იგი უფრო ხშირად ბავშვებში ვლინდება.ვინაიდან რესპირატორული ვირუსული ინფექციებისა და კორონავირუსის სიმპტომები ადრეულ ეტაპზე ერთმანეთის მსგავსია, პანდემიის პერიოდში ექიმი გვირჩევს, პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მივმართოთ ექიმს და გავიკეთოთ ტესტი.„დღეს ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ტესტირებითაა შესაძლებელი“, – აღნიშნა რატიანმა.პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 308 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 973.909-ს მიაღწია, ხოლო ვირუსს 14.311 ადამიანი ემსხვერპლა.ანა გიგაური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252157774_0:193:1742:1500_1920x0_80_0_0_3936bd6535f330cddc997e6d4919b31a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კორონავირუსი სეზონური გრიპი ტესტი რესპირატორული დაავადებები
საქართველო კორონავირუსი სეზონური გრიპი ტესტი რესპირატორული დაავადებები
როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი სურდოსგან: ექიმის განმარტება
13:21 12.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) კოვიდი თუ უბრალო გაციება? – ხშირად სიმპტომებით რთულია ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსისა და კორონავირუსის ერთმანეთისგან გარჩევა.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. კორონავირუსს, გრიპის ვირუსსა და სეზონურ რესპირატორულ ვირუსებს მსგავსი კლინიკური გამოვლინება აქვთ – ყველა მათგანი იწვევს რესპირატორულ სინდრომს სიმპტომატიკის ფართო სპექტრით, დაწყებული მსუბუქი, დამთავრებული მძიმე მიმდინარეობით.
რით განსხვავდება XXI საუკუნის პირველი პანდემიისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჩვეულებრივი გრიპისა და სეზონური ვირუსებისგან – ამ კითხვით
„Sputnik-საქართველომ“ ექიმ-თერაპევტ მაია რატიანს მიმართა.
„COVID-19-ის გარჩევა ჩვეულებრივი სეზონური გრიპისა თუ რესპირატორული ვირუსებისგან ტესტირებისა და შესაბამისი კვლევების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამბობს მაია რატიანი.
მისი თქმით, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, რაც მწვავე რესპირატორულ დაავადებებს ახასიათებს, თავს იჩენს კორონავირუსის დროსაც.
„გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსი სრულიად უსიმპტომოდაც შეიძლება მიმდინარეობდეს. ბევრი პაციენტი, მაგალითად, ფიქრობს, რომ ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა) და აგვეზია (გემოვნების დარღვევა) ახასიათებს მხოლოდ კოვიდს, თუმცა ეს სიმპტომები არცთუ იშვიათად მწვავე რესპირატორულ დაავადებებსაც ახლავს თან“, – აღნიშნა რატიანმა.
კორონავირუსისთვის, ისევე, როგორც მწვავე რესპირატორული ინფექციებისთვის, დამახასიათებელია კანზე გამონაყარი და სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა. რაც შეეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას (დიარეა), კორონავირუსის შემთხვევაში იგი უფრო ხშირად ბავშვებში ვლინდება.
ვინაიდან რესპირატორული ვირუსული ინფექციებისა და კორონავირუსის სიმპტომები ადრეულ ეტაპზე ერთმანეთის მსგავსია, პანდემიის პერიოდში ექიმი გვირჩევს, პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მივმართოთ ექიმს და გავიკეთოთ ტესტი.
„დღეს ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ტესტირებითაა შესაძლებელი“, – აღნიშნა რატიანმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 308 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 973.909-ს მიაღწია, ხოლო ვირუსს 14.311 ადამიანი ემსხვერპლა.