https://sputnik-georgia.com/20220110/cxaize-omikroni-bavsvebis-hospitalizacia-matulobs-263486572.html
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ტემპი იმატებს
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ტემპი იმატებს
Sputnik საქართველო
რას ნიშნავს უსაფრთხო სახლი, რაც სკოლებსაც მოიაზრებს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სკოლები კვლავ არ დაიხუროს ახალი შტამის გავრცელების გამო
2022-01-10T11:39+0400
2022-01-10T11:39+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1a/249552697_0:156:3089:1893_1920x0_80_0_0_7379618d3da892fe4d280cb83fe3ac9e.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა პერიოდში, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.კითხვაზე, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რამდენად უსაფრთხოა ზამთრის არდადეგების შემდეგ ბავშვების სკოლაში დაბრუნება, ჩხაიძე განმარტავს, რომ საკლასო ოთახებსა და სასკოლო გარემოში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება მთავარი პირობაა. მისი თქმით, ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, ისევე, როგორც სკოლებსა და, ზოგადად, მოსახლეობაში.ივანე ჩხაიძემ „ომიკრონ“ შტამის მახასიათებლებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.„ომიკრონი“, კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, არ წარმოადგენს ისეთივე საფრთხეს, როგორსაც „დელტა“. თუმცა ისე არ უნდა განვიხილოთ, რომ „ომიკრონი“ არის სრულიად უწყინარი და ყველა შემთხვევაში მიმდინარეობს მსუბუქად. ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.საქართველოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყო და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2022 წლის 17 იანვარს, ორშაბათს განახლდება.საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები გაზრდილია 18 წლამდე პირებში.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრილ ადამიანებში „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები არ არის>>ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით, შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.წყარო: ტელეკომპანია „იმედი"
https://sputnik-georgia.com/20220109/omikronit-inficirebus-macvenebeli-dgegameshi-sheizleba-gaormagdes-263477081.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1a/249552697_178:0:2909:2048_1920x0_80_0_0_cd6fd139cab9b4035c2bdf34cdb3bde6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩხაიძე ომიკრონი სკოლა ბავშვები ინფიცირება
ჩხაიძე ომიკრონი სკოლა ბავშვები ინფიცირება
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ტემპი იმატებს
11:39 10.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ბავშვებისთვის უსაფრთხო სასკოლო გარემოს შესაქმნელად სკოლებსა და საკლასო ოთახებში მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, ასევე უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი, აღნიშნავს ჩხაიძე.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა პერიოდში, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
კითხვაზე, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რამდენად უსაფრთხოა ზამთრის არდადეგების შემდეგ ბავშვების სკოლაში დაბრუნება, ჩხაიძე განმარტავს, რომ საკლასო ოთახებსა და სასკოლო გარემოში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება მთავარი პირობაა. მისი თქმით, ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, ისევე, როგორც სკოლებსა და, ზოგადად, მოსახლეობაში.
„დგას გარკვეული რისკები, დაკავშირებული „ომიკრონის“ შემთხვევების მატებასთან და ასევე რისკები, დაკავშირებული ბავშვების ინფიცირებასთან. პრაქტიკულად ჩვენ ვერ ვახერხებთ უზრუნველვყოთ უსაფრთხო სახლი. ეს ეხება სკოლასაც. თუ ჩვენ დავიცავთ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს – ნიღბის ტარება, დისტანცირება, საკლასო ოთახების ხშირი განიავება და ხელების ჰიგიენა, ბავშვების გაშვება სკოლაში სავსებით შესაძლებელია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძემ „ომიკრონ“ შტამის მახასიათებლებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ომიკრონი“, კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, არ წარმოადგენს ისეთივე საფრთხეს, როგორსაც „დელტა“. თუმცა ისე არ უნდა განვიხილოთ, რომ „ომიკრონი“ არის სრულიად უწყინარი და ყველა შემთხვევაში მიმდინარეობს მსუბუქად. ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყო და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2022 წლის 17 იანვარს, ორშაბათს განახლდება.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.
ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები გაზრდილია 18 წლამდე პირებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.
სპეციალისტების თქმით, ამ შტამით, შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.
წყარო: ტელეკომპანია „
იმედი"