https://sputnik-georgia.com/20220108/buster-dozit-acrilebsi-pmikronit-dainficirebis-semtxvevebi-ar-aris-263466022.html
ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრილ ადამიანებში „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები არ არის
ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრილ ადამიანებში „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები არ არის
Sputnik საქართველო
„ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები კოვიდგადატანილებშიც გვხვდება. რას ამბობენ ექსპერტები ბუსტერ–დოზით აცრის შემთხვევაში
2022-01-08T18:47+0400
2022-01-08T18:47+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263306415_0:276:3070:2003_1920x0_80_0_0_8a1dd8f5067616d755e9823340b5d6af.jpg
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით ვაქცინირებულ ადამიანებში „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები არ არის, განაცხადა ინფექციონისტმა მაკა ბულეიშვილმა.8 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 600-ს შეადგენს.ინფექციონისტის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეინფიცირების ფაქტები არის იმ ადამიანებშიც, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.ექსპერტები ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ და ამას ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირებენ – ის სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადება შედარებით მსუბუქად ვითარდება.7 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 545 490 აცრა. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 82 355 ადამიანს.წყარო: ტელეკომპანია „იმედი".
https://sputnik-georgia.com/20220103/cxaize-omikronis-gavrceleba-263347284.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1f/263306415_339:0:3070:2048_1920x0_80_0_0_b543bca091d4371488e137ca211f653c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კორონავირუსი ომიკრონი ბუსტერი დოზა ვაქცინაცია
კორონავირუსი ომიკრონი ბუსტერი დოზა ვაქცინაცია
ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრილ ადამიანებში „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები არ არის
18:47 08.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად კვლავ ვაქცინაცია რჩება.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით ვაქცინირებულ ადამიანებში „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები არ არის, განაცხადა ინფექციონისტმა მაკა ბულეიშვილმა.
8 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 600-ს შეადგენს.
ინფექციონისტის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეინფიცირების ფაქტები არის იმ ადამიანებშიც, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
ექსპერტები ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ და ამას ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირებენ – ის სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადება შედარებით მსუბუქად ვითარდება.
7 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 545 490 აცრა. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 82 355 ადამიანს.
წყარო: ტელეკომპანია „
იმედი".