https://sputnik-georgia.com/20220103/cxaize-omikronis-gavrceleba-263347284.html
ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემოსვლა საახალწლო დასვენებებს და დღესასწაულებს ცუდად დაემთხვა
ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემოსვლა საახალწლო დასვენებებს და დღესასწაულებს ცუდად დაემთხვა
Sputnik საქართველო
„ომიკრონი" საქართველოშიც თანდათანობით ვრცელდება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ეს შტამი, როდესაც ქვეყანაში შედარებით რეგულირდება ეპიდვითარება, დიდ პრობლემებს შექმნის
2022-01-03T15:14+0400
2022-01-03T15:14+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251830_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_3610b7a92cac895523cdbbad7e715fda.jpg
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკმა გადაიარა.როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, 7 დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი პირველად ჩამოსცდა 2 ათასს.„რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში არ ყოფილა 4 ათასზე მეტი თავისუფალი საწოლი. ამიტომ ამ პარამეტრებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა ნამდვილად ჩამთავრების სტადიაშია“, – განაცხადა ჩხაიძემ.იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე ტალღის პიკი გადავლილია და შემთხვევების რაოდენობა იკლებს, არის მეორე საფრთხე – „ომიკრონი“. მისი თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა იზრდება.ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 147-მდე გაიზარდა.ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად კვლავ ვაქცინაცია რჩება. საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის 40%-მა გაიარა. ბუსტერ-დოზა 73.465 ადამიანს აქვს გაკეთებული.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. ეპიდვითარება ბოლო პერიოდში შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 40–60 ადამიანი დღეში.წყარო: ტელეკომპანია „იმედი"
https://sputnik-georgia.com/20220103/omikroni-saqartvelosi-bolo-monacemebi-263344985.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251830_248:0:2979:2048_1920x0_80_0_0_e3ee52f5f125bf19fce144fc003f0604.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩხაიძე ომიკრონი კორონავირუსი პანდემია შტამი
ჩხაიძე ომიკრონი კორონავირუსი პანდემია შტამი
ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემოსვლა საახალწლო დასვენებებს და დღესასწაულებს ცუდად დაემთხვა
15:14 03.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდ-გადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკმა გადაიარა.
როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, 7 დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი პირველად ჩამოსცდა 2 ათასს.
„რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში არ ყოფილა 4 ათასზე მეტი თავისუფალი საწოლი. ამიტომ ამ პარამეტრებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა ნამდვილად ჩამთავრების სტადიაშია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე ტალღის პიკი გადავლილია და შემთხვევების რაოდენობა იკლებს, არის მეორე საფრთხე – „ომიკრონი“. მისი თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა იზრდება.
„ძალიან ცუდად დაემთხვა ქვეყანაში „ომიკრონის“ შემოსვლის პერიოდი საახალწლო დასვენებებს და დღესასწაულებს. რომ არ ყოფილიყო ეს მუტაცია, მომდევნო კვირების განმავლობაში ეს კლება გაგრძელდებოდა და საქართველოში დასრულდებოდა პანდემიის ეს ყველაზე ხანგრძლივი ტალღა“, – განაცხადა მან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 147-მდე გაიზარდა.
ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად კვლავ ვაქცინაცია რჩება. საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის 40%-მა გაიარა. ბუსტერ-დოზა 73.465 ადამიანს აქვს გაკეთებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. ეპიდვითარება ბოლო პერიოდში შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 40–60 ადამიანი დღეში.