https://sputnik-georgia.com/20220103/omikroni-saqartvelosi-bolo-monacemebi-263344985.html
„ომიკრონის“ გავრცელება საქართველოში: ბოლო მონაცემები
„ომიკრონის“ გავრცელება საქართველოში: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
„ომიკრონის“ შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. გუშინდელ მონაცემებს კიდევ ახალი შემთხვევები დაემატა
2022-01-03T13:36+0400
2022-01-03T13:36+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262039466_0:0:3173:1785_1920x0_80_0_0_4e2498f3d98ea1204c5ee6f9d3ccbc4f.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 147-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC).ქვეყანაში პირველი ორი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილი იყო ქვეყნის ფარგლებს გარედან. ერთი ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოვიდა, მეორე - დუბაიდან. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა თითქმის ყველ იმ პირს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.გუშინ გავრცელებულ მონაცემებს დღეს სამი ახალი შემთხვევა დაემატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 70% აცრილია და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მათგან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 4 ადამიანს დასჭირდა.გუშინდელი მონაცემებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან მოზარდი და ბავშვია 12, პაციენტთა საშუალო ასაკი დაახლოებით 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 - უცხო ქვეყნის, აღნიშნა გამყრელიძემ.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.3 იანვრის მონაცემებით, სულ საქართველოში 938.583 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 902.948 ადამიანი. გარდაიცვალა 13.942 პაციენტი.წყარო - დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
https://sputnik-georgia.com/20211229/imnadze-2022-wlis-dasawyisshi-omikroni-ukontrolo-gaxdeba-263235232.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262039466_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_e8c4664ca1603d89d3aa17ced606812b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კორონავირუსი ომიკრონი გავრცელება საქართველო
კორონავირუსი ომიკრონი გავრცელება საქართველო
„ომიკრონის“ გავრცელება საქართველოში: ბოლო მონაცემები
13:36 03.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად კვლავ ვაქცინაცია რჩება.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 147-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC).
ქვეყანაში პირველი ორი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილი იყო ქვეყნის ფარგლებს გარედან. ერთი ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოვიდა, მეორე - დუბაიდან. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა თითქმის ყველ იმ პირს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.
გუშინ გავრცელებულ მონაცემებს დღეს სამი ახალი შემთხვევა დაემატა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 70% აცრილია და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მათგან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 4 ადამიანს დასჭირდა.
გუშინდელი
მონაცემებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან მოზარდი და ბავშვია 12, პაციენტთა საშუალო ასაკი დაახლოებით 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 - უცხო ქვეყნის, აღნიშნა გამყრელიძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
3 იანვრის მონაცემებით, სულ საქართველოში 938.583 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 902.948 ადამიანი. გარდაიცვალა 13.942 პაციენტი.