https://sputnik-georgia.com/20211229/imnadze-2022-wlis-dasawyisshi-omikroni-ukontrolo-gaxdeba-263235232.html
ეპიდემიოლოგი: 2022 წლის დასაწყისში „ომიკრონი“ უკონტროლო გახდება
ეპიდემიოლოგი: 2022 წლის დასაწყისში „ომიკრონი“ უკონტროლო გახდება
Sputnik საქართველო
"ომიკრონის" შემთხვევაში რისკ–ჯგუფს ბავშვები და 40 წლამდე პირები წარმოადგენენ
2021-12-29T10:18+0400
2021-12-29T10:18+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/59/248305942_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_8cb134645605bef3fe4834fd2f92c017.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ძალზე ცუდი პროგნოზები ახალი წლის შემდეგ გვაქვს, რადგანაც კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელება უკონტროლო გახდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ამ დროისათვის კი „ომიკრონი“ 63 ადამიანს აქვს დადასტურებული.იმნაძის თქმით, ქვეყნისთვის პრობლემა პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის“ შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისთვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 89 ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.საქართველოში ეპიდვითარება ბოლო ორი კვირის მანძილზე შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 50–60 ადამიანი დღეში.პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 928.030 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი. გარდაიცვალა 13.646 პაციენტი.
https://sputnik-georgia.com/20211228/gamyrelize-seizleba-omikroni-pandemiis-dasasruli-gaxdes-263212993.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/59/248305942_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_cadf989cbec6e90970906116680820bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კორონავირუსი "ომიკრონ" შტამი ინფიცირების შემთხვევები კოვიდგადატანილები ვაქცინაცია
კორონავირუსი "ომიკრონ" შტამი ინფიცირების შემთხვევები კოვიდგადატანილები ვაქცინაცია
ეპიდემიოლოგი: 2022 წლის დასაწყისში „ომიკრონი“ უკონტროლო გახდება
10:18 29.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) „ომიკრონ" შტამისთვის დამახასიათებელი სწრაფი გავრცელების გამო ეპიდემიოლოგები პანდემიის მეექვსე ტალღას იანვრის თვეში ელოდებიან.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ძალზე ცუდი პროგნოზები ახალი წლის შემდეგ გვაქვს, რადგანაც კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელება უკონტროლო გახდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ამ დროისათვის კი „ომიკრონი“ 63 ადამიანს აქვს დადასტურებული.
იმნაძის თქმით, ქვეყნისთვის პრობლემა პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია.
„ცუდი პროგნოზები გვაქვს ახალი წლის შემდგომ პერიოდზე, რადგანაც „ომიკრონი“ ქვეყანაში უკვე გავრცელდა. საბედნიეროდ, ჯერ ცოტა შემთხვევებია და უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებთ გავყვეთ „ომიკრონის“ გადაცემის ჯაჭვს, მაგრამ ცოტა ხანში ეს შეუძლებელი გახდება, რადგანაც რაოდენობა მოიმატებს“, – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრა TV“-ს ეთერში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის“ შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.
ამ დროისთვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 89 ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.
საქართველოში ეპიდვითარება ბოლო ორი კვირის მანძილზე შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 50–60 ადამიანი დღეში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 928.030 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი. გარდაიცვალა 13.646 პაციენტი.