https://sputnik-georgia.com/20211228/gamyrelize-seizleba-omikroni-pandemiis-dasasruli-gaxdes-263212993.html
გამყრელიძე: შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს
გამყრელიძე: შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს
Sputnik საქართველო
გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონის შტამი შეიძლება პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
2021-12-28T14:59+0400
2021-12-28T14:59+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261386021_107:246:1589:1080_1920x0_80_0_0_9c794c0f7dd05cb528bc35a7832d79f2.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ერთ-ერთი თეორიაა, რომ შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.გამყრელიძის თქმით, ამ თეორიის საფუძველს სამხრეთ აფრიკის მაგალითი იძლევა, სადაც „ომიკრონით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.გამყრელიძის განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში ინფიცირებულთა მაჩვენებლის კლება შეიმჩნევა.მან აღნიშნა, რომ ვაქცინირებულებს „ომიკრონი" ბევრად იოლად გადააქვთ, ასევე არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა. ახალი შტამის სწრაფი გავრცელება კი ნიშნავს, რომ შეიძლება საერთო კუმულაციური იმუნური ფენა უფრო სწრაფად ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. საქართველოში „ომიკრონის" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.ამ დროისათვის კორონავირუსის „ომიკრონის" შტამით საქართველოში 63 ადამიანია დაინფიცირებული.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 928.030 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი, გარდაიცვალა 13.646 პაციენტი.
https://sputnik-georgia.com/20211228/omikronis-semtxvevebi-matulobs-263211967.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261386021_130:234:1258:1080_1920x0_80_0_0_8f3fad012e4cd0659d86c80587fac881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი კორონავირუსი გამყრელიძე
ომიკრონი კორონავირუსი გამყრელიძე
გამყრელიძე: შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს
14:59 28.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) „ომიკრონის" შტამით საქართველოში 63 ადამიანია დაინფიცირებული.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ერთ-ერთი თეორიაა, რომ შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ამ თეორიის საფუძველს სამხრეთ აფრიკის მაგალითი იძლევა, სადაც „ომიკრონით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გამყრელიძის განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში ინფიცირებულთა მაჩვენებლის კლება შეიმჩნევა.
მან აღნიშნა, რომ ვაქცინირებულებს „ომიკრონი" ბევრად იოლად გადააქვთ, ასევე არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა. ახალი შტამის სწრაფი გავრცელება კი ნიშნავს, რომ შეიძლება საერთო კუმულაციური იმუნური ფენა უფრო სწრაფად ჩამოყალიბდეს ქვეყანაში.
„ერთ-ერთი თეორიაა, რომ შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს. მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ, ის მოდის „ცუნამივით", ძალიან დიდი რაოდენობით და შეიძლება ჯანდაცვაზე დიდი ზეწოლა მოახდინოს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში „ომიკრონის" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ამ დროისათვის კორონავირუსის „ომიკრონის" შტამით საქართველოში 63 ადამიანია დაინფიცირებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 928.030 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი, გარდაიცვალა 13.646 პაციენტი.