https://sputnik-georgia.com/20220102/omikronis-gavrceleba-saqartvelosi-bolo-monacemebi-263336823.html
„ომიკრონის“ გავრცელება საქართველოში: ბოლო მონაცემები
„ომიკრონის“ გავრცელება საქართველოში: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა შორის რამდენია აცრილი და კოვიდგადატანილი პირი
2022-01-02T16:45+0400
2022-01-02T16:45+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262039459_0:0:3382:1902_1920x0_80_0_0_8487dc6d85332e3d4d25bd68f76a3bdc.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 144-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC).ქვეყანაში პირველი ორი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილია ქვეყნის ფარგლებს გარედან. ერთი ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოვიდა, მეორე - დუბაიდან. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა თითქმის ყველ იმ პირს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების შესახებ ბოლო მონაცემები 31 დეკემბერს განახლდა.ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 70% აცრილია და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 4 ადამიანს დასჭირდა.ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი კვლავ ვაქცინაცია რჩება. საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის 40%-მა გაიარა. ბუსტერ-დოზა 73.465 ადამიანს აქვს გაკეთებული.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.დადგინდა „ომიკრონის“ სიკვდილიანობის მაჩვენებელი: მეცნიერები ანგარიშს აქვეყნებენ >>ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. ეპიდვითარება დეკემბრის დასაწყისიდან შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 40–60 ადამიანი დღეში.პანდემიის 937.640 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 900.159 ადამიანი. გარდაიცვალა 13.905 პაციენტი.წყარო - დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
https://sputnik-georgia.com/20211230/dadginda-imikronis-sikvdilianobis-macenebeli-263268796.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262039459_651:0:3382:2048_1920x0_80_0_0_c11d81c4f2fcc3c515aa708fd42daf4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი საქართველო გავრცელება
ომიკრონი საქართველო გავრცელება
„ომიკრონის“ გავრცელება საქართველოში: ბოლო მონაცემები
16:45 02.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ცნობილი გახდა, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა შორის რამდენია აცრილი და კოვიდგადატანილების წილი
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 144-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC).
ქვეყანაში პირველი ორი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილია ქვეყნის ფარგლებს გარედან. ერთი ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოვიდა, მეორე - დუბაიდან. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა თითქმის ყველ იმ პირს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.
ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების შესახებ ბოლო მონაცემები 31 დეკემბერს განახლდა.
ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 70% აცრილია და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 4 ადამიანს დასჭირდა.
„ყველა შემთხვევა მსუბუქია, აქედან 12 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. მთლიანად 144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული, ისიც სხვა თანმხლები დაავადების გამო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ იყო გამოწვეული კოვიდის სიმძიმით. საშუალო ასაკი 144 ადამიანში სადღაც 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 - უცხო ქვეყნის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი კვლავ ვაქცინაცია რჩება. საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის 40%-მა გაიარა. ბუსტერ-დოზა 73.465 ადამიანს აქვს გაკეთებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. ეპიდვითარება დეკემბრის დასაწყისიდან შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 40–60 ადამიანი დღეში.
პანდემიის 937.640 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 900.159 ადამიანი. გარდაიცვალა 13.905 პაციენტი.