https://sputnik-georgia.com/20211230/dadginda-imikronis-sikvdilianobis-macenebeli-263268796.html
დადგინდა „ომიკრონის“ სიკვდილიანობის მაჩვენებელი: მეცნიერები ანგარიშს აქვეყნებენ
დადგინდა „ომიკრონის“ სიკვდილიანობის მაჩვენებელი: მეცნიერები ანგარიშს აქვეყნებენ
Sputnik საქართველო
მეცნიერები აკვირდებოდნენ იმ რეგიონის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს, სადაც პირველად იფეთქა „ომიკრონმა“
2021-12-30T09:47+0400
2021-12-30T09:47+0400
2023-07-20T15:53+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250823437_0:201:2927:1847_1920x0_80_0_0_bc2b787acc1d7a112760d49e3183ae0d.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის შტამ „ომიკრონს“ COVID-19-ის წინა ტალღებთან შედარებით 75%-ით ნაკლები სიკვდილიანობა ახასიათებს, წერს გამოცემა The Telegraph სამხრეთ აფრიკის ინფექციურ დაავადებათა კვლევითი ინსტიტუტისა და პრეტორიის უნივერსიტეტის მკვლევარებზე დაყრდნობით.მეცნიერები აკვირდებოდნენ პროვინცია ჰაუთენგის ქალაქ ცვანის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს, რომელიც არის სწორედ ახალი შტამის აფეთქების ეპიცენტრი. გარდა ამისა, მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ჟანგბადის თერაპია მხოლოდ ჰოსპიტალიზებულების ნახევარზე ნაკლებს დასჭირდა იმ დროს, როცა სხვა შტამების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 99,5%-ს შეადგენდა.რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიას, „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს მაჩვენებელიც ბევრად დაბალია – 1%. და ეს მაშინ, როცა წინა შტამებისას ასეთი დახმარება ავადმყოფების 4,3%-ს სჭირდებოდა.დადგინდა ისიც, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტები საავადმყოფოდან საშუალოდ ოთხი დღის შემდეგ ეწერებოდნენ, ხოლო წინა შტამებით დაავადებულები — 8,8 დღის შემდეგ.მეცნიერების ვარაუდით, „დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები სრულად გაიმიჯნება“, რაც ეპიდემიას დაასრულებს და ენდემური ფაზა დადგება.წყარო: The Telegraph
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250823437_97:0:2828:2048_1920x0_80_0_0_298ed3f0e42c154446aea3294843559c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი მეცნიერული კვლევა სიკვდილიანობის დონე
ომიკრონი მეცნიერული კვლევა სიკვდილიანობის დონე
დადგინდა „ომიკრონის“ სიკვდილიანობის მაჩვენებელი: მეცნიერები ანგარიშს აქვეყნებენ
09:47 30.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) მეცნიერები აკვირდებოდნენ იმ რეგიონის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს, სადაც პირველად იფეთქა „ომიკრონმა“.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის შტამ „ომიკრონს“ COVID-19-ის წინა ტალღებთან შედარებით 75%-ით ნაკლები სიკვდილიანობა ახასიათებს, წერს გამოცემა The Telegraph სამხრეთ აფრიკის ინფექციურ დაავადებათა კვლევითი ინსტიტუტისა და პრეტორიის უნივერსიტეტის მკვლევარებზე დაყრდნობით.
მეცნიერები აკვირდებოდნენ პროვინცია ჰაუთენგის ქალაქ ცვანის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს, რომელიც არის სწორედ ახალი შტამის აფეთქების ეპიცენტრი.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზებულების 4,5% გარდაიცვალა, მაშინ, როცა კორონავირუსის წინა ტალღებისას ეს მაჩვენებელი 21,3%-ს აღწევდა.
გარდა ამისა, მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ჟანგბადის თერაპია მხოლოდ ჰოსპიტალიზებულების ნახევარზე ნაკლებს დასჭირდა იმ დროს, როცა სხვა შტამების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 99,5%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიას, „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს მაჩვენებელიც ბევრად დაბალია – 1%. და ეს მაშინ, როცა წინა შტამებისას ასეთი დახმარება ავადმყოფების 4,3%-ს სჭირდებოდა.
დადგინდა ისიც, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტები საავადმყოფოდან საშუალოდ ოთხი დღის შემდეგ ეწერებოდნენ, ხოლო წინა შტამებით დაავადებულები — 8,8 დღის შემდეგ.
მეცნიერების ვარაუდით, „დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები სრულად გაიმიჯნება“, რაც ეპიდემიას დაასრულებს და ენდემური ფაზა დადგება.