https://sputnik-georgia.com/20220109/-ra-elodeba-ekonomikas-2022-wels-eqspertebis-prognozi-263471621.html
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას 2022 წელს: ექსპერტების პროგნოზი
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას 2022 წელს: ექსპერტების პროგნოზი
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა გეგმავს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ 2022 წელი ეკონომიკის სრულფასოვანი აღდგენისა და განვითარების წელი გახდეს. 09.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-09T10:32+0400
2022-01-09T10:32+0400
2022-01-09T10:32+0400
მიმოხილვები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315318_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_bf9a33982d1a40dd3da97bd6f4d07f03.jpg
2020 წელსეკონომიკის 6,8%–მდე ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრში აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების ზრდა და საწარმოების მიმოქცევის გაზრდა. 11 თვეში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,07% შეადგინა, რამაც ქვეყნის ხელისუფლებას საფუძველი მისცა იმის ვარაუდის, რომ ქვეყანა წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.ეკონომიკის სამინისტრომ უკვე განაცხადა რიგი ინიციატივების განხორციელების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ გადაჭრან ინფლაციის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ქვეყნისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევის - სიღარიბის პრობლემის გადაჭრა.რამდენად შესაძლებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკამ 2022 წელსაც შთამბეჭდავი შედეგები მიაღწიოს, ამის შესახებ „Sputnik-საქართველო“ ექსპერტებს ესაუბრაინფლაციასთან ბრძოლის წელიინფლაციის ზრდა 2022 წელსაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად რჩება. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, ინფლაციის დონემ 12,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ეროვნული ბანკი ამის მიზეზად ასახელებს პანდემიიდან გამოწვეულ არაორდინარულ სიტუაციას.ეროვნული ბანკის პროგნოზით, საბაზო სცენარით ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე – 3%-ზე მაღლა დარჩება.რა არის მოსალოცი?! ანუ რა დაახვედრა ხარმა ვეფხვს?>>>ეს განპირობებულია იმპორტირებულ პროდუქციაზე საქართველოს დიდი დამოკიდებულებით, ლარის კურსის მერყეობითა და საერთაშორისო ფასების ზრდით. ფასებზე ზეწოლას მოახდენს ნავთობპროდუქტებსა და ტრანსპორტირებაზე, ასევე პანდემიასთან დაკავშირებით მიწოდების ჯაჭვში ხარვეზების გამო გაზრდილი საერთაშორისო ფასები.მაღალ ინფლაციასთან ბრძოლისთვის ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედარებით გრძელვადიან შენარჩუნებას პროგნოზირებს.ეროვნულმაბანკმა მონეტარული პოლიტიკა 2020 წლის აპრილიდან, გამკაცრების ხანგრძლივი პოლიტიკის შემდეგ შეარბილა. რეფინანსირების განაკვეთი 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5-დან 9%-მდე გაიზარდა, შემდეგ კი, 2020 წლის აგვისტოში 8%-მდე შემცირდა, 2021 წლის მარტში კი კვლად ზრდა დაიწყო. დღეს რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ზეა დადგენილი.ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის თქმით, საქართველოში ბოლო წლებში ინფლაცია ძალზე იშვიათად უახლოვდებოდა მიზნობრივ მაჩვენებელს.არსებული მონეტარული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ექსპერტი დარწმუნებული არ არის, რომ 2022 წელს შესაძლებელი გახდება მიზნობრივ ინფლაციასთან მიახლოება, თუმცა გარკვეულწილად შემცირება მოსალოდნელია.„ჩვენ ინფლაციას უნდა ვებრძოლოთ იაფი ფულით, მეტი პროდუქციის შექმნით და მეტი მომსახურებით. ამას ეროვნული ბანკი არ აკეთებს. თუ მთავრობას სურს, რომ ბიზნესი ამუშავდეს, მას სჭირდება ფული. ამ დროს ეროვნული ბანკს ეს ფული მიაქვს. ანუ მიდის ასინქრონული მუშაობა. ბიზნესს სჭირდება იაფი და გრძელვადიანი ფული, რაც ქვეყანაში არ არის“, - განაცხადა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.რაზე ოცნებობს ღარიბაშვილი – პრემიერმა მიმდინარე წელი შეაფასა>>>შენგელიას თქმით, 2022 წელი ინფლაციის წელი იქნება, თუმცა პირველი კვარტლის შემდეგ, აპრილში ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს. მით უმეტეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ფასები შემცირდება.„ერთადერთი, ივლისიდან შეიძლება ფასების უმნიშვნელო კლება. ბევრი რამ დამოკიდებულია მსოფლიოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. თუ მაისში აშშ და რუსეთი პოლიტიკურად შეთანხმებას შეძლებენ, მაშინ კონტეინერული გადაზიდვების ღირებულება შემცირდება. ნავთობზე ფასების კლებას ჩვენ არ ველოდებით“, - აღნიშნა ექსპერტმა.ინვესტიციების გაზრდის გეგმაკორონავირუსის პანდემიის ფონზე 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. გასულ წელს ინვესტიციების მოცულობა უმნიშვნელოდ გაიზარდა - 2020 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3,2%-ით და 728,4 მლნ დოლარი შეადგინა.EBRD–მა საქართველოსთვის ახალი ექვსწლიანი სტრატეგია დაამტკიცა>>>ვითარების გამოსასწორებლად, ხელისუფლება გეგმავს პასიური პოლიტიკა შეცვალოს - 2022 წელს ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს მიდგომა გაცილებით აგრესიული პოლიტიკით შეცვალოს და არ დაელოდოს ინვესტორები თავად როდის დაინტერესდებიან საქართველოთი. უწყება გეგმავს პროაქტიულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ინვესტორების სხვადასხვა ქვეყნებში მოძიებას.ორნიშნა ზრდა არ იქნებამიუხედავად 2021 წელს ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდისა, 2022 წელს საქართველო აღნიშნული წარმატებული ფიცრების გამეორებას ვერ შეძლებს, მიაჩნიათ ექსპერტებს.მისი თქმით, არ არის მოსალოდნელი ლარის დევალვაცია. გამონაკლისი მხოლოდ იანვარი იქნება. დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება ზამთრის არდადეგებზე საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში მოგზაურობის ხარჯზე.მიმდინარე წელს ეკონომიკის ორნიშნა ზრდას არ ელოდება ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო არჩვაძეც. მიუხედავად ამისა, მას ყველაზე პოზიტიური მოლოდინები აქვს, რომელიც ითვალისწინებს მშპ-ის 6%-იან ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ითვალისწინებს მოსახლეობის შემოსავლის ზრდას და მათი მსყიდველობითი უნარის ზრდას.საქართველოს მთავრობა წლებია ცდილობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა მიმართულია მიკრო დამცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.საქართველოს ეკონომიკის რეკორდული ზრდა გრძელდება – ახალი სტატისტიკა>>>საწარმოებისა და სასტუმროებისთვის სესხის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით უკვე 735-მა კომპანიამ ისარგებლა.წლის განმალობაში დაფინანსდა ათასზე მეტი პროექტი და განხორციელდა 2 მლრდ ლარის ინვესტიცია, რამაც შესაძლებელი გახადა 26 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა. სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში დაქირავებული მუშახელის რაოდენობა 20 ათასი ადამიანით გაიზარდა და 40 ათასს გადააჭარბა.ჯერჯერობით მხოლოდ იმპორტი იზრდება. 2021 წლის 11 თვეში მან 24,5% შეადგინა. საქართველო ძველთაგანვე ცნობილია როგორც აგრარული ქვეყანა, რომელსაც შემოაქვს ისეთი პროდუქტები როგორიცაა ხორბალი, ხახვი, ლობიო და ა.შ.სპეციალისტების მტკიცებით, აღნიშნული გამოწვევის გადასალახად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა სწრაფი შედეგების ლოდინი არ ღირს, რადგანაც ეკონომიკაში ყველაფერი ევოლუციურად ვითარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315318_336:0:3067:2048_1920x0_80_0_0_9f62dfd70418dd12168613f2580e74cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიმოხილვები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
მიმოხილვები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას 2022 წელს: ექსპერტების პროგნოზი
საქართველოს მთავრობა გეგმავს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ 2022 წელი ეკონომიკის სრულფასოვანი აღდგენისა და განვითარების წელი გახდეს.
2020 წელსეკონომიკის 6,8%–მდე ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრში აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების ზრდა და საწარმოების მიმოქცევის გაზრდა. 11 თვეში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,07% შეადგინა, რამაც ქვეყნის ხელისუფლებას საფუძველი მისცა იმის ვარაუდის, რომ ქვეყანა წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.
ეკონომიკის სამინისტრომ უკვე განაცხადა რიგი ინიციატივების განხორციელების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ გადაჭრან ინფლაციის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ქვეყნისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევის - სიღარიბის პრობლემის გადაჭრა.
რამდენად შესაძლებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკამ 2022 წელსაც შთამბეჭდავი შედეგები მიაღწიოს, ამის შესახებ „Sputnik-საქართველო“ ექსპერტებს ესაუბრა
ინფლაციასთან ბრძოლის წელი
ინფლაციის ზრდა 2022 წელსაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად რჩება. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, ინფლაციის დონემ 12,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ეროვნული ბანკი ამის მიზეზად ასახელებს პანდემიიდან გამოწვეულ არაორდინარულ სიტუაციას.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, საბაზო სცენარით ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე – 3%-ზე მაღლა დარჩება.
ეს განპირობებულია იმპორტირებულ პროდუქციაზე საქართველოს დიდი დამოკიდებულებით, ლარის კურსის მერყეობითა და საერთაშორისო ფასების ზრდით. ფასებზე ზეწოლას მოახდენს ნავთობპროდუქტებსა და ტრანსპორტირებაზე, ასევე პანდემიასთან დაკავშირებით მიწოდების ჯაჭვში ხარვეზების გამო გაზრდილი საერთაშორისო ფასები.
მაღალ ინფლაციასთან ბრძოლისთვის ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედარებით გრძელვადიან შენარჩუნებას პროგნოზირებს.
ეროვნულმაბანკმა მონეტარული პოლიტიკა 2020 წლის აპრილიდან, გამკაცრების ხანგრძლივი პოლიტიკის შემდეგ შეარბილა. რეფინანსირების განაკვეთი 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5-დან 9%-მდე გაიზარდა, შემდეგ კი, 2020 წლის აგვისტოში 8%-მდე შემცირდა, 2021 წლის მარტში კი კვლად ზრდა დაიწყო. დღეს რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ზეა დადგენილი.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის თქმით, საქართველოში ბოლო წლებში ინფლაცია ძალზე იშვიათად უახლოვდებოდა მიზნობრივ მაჩვენებელს.
„რაც შეეხება 2020 და 2021 წლებს, ინფლაცია გლობალური პრობლემაა, რომელიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა რეცესიამ მოიტანა. გარდა ამისა, მონეტარულ-ფისკალურ პოლიტიკაში ჩვენ დაშვებული გვაქვს მნიშვნელოვანი შეცდომები, რომლებმაც კიდევ უფრო გაამწვავეს მდგომარეობა“, - განაცხადა ბაირახტარმა.
არსებული მონეტარული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ექსპერტი დარწმუნებული არ არის, რომ 2022 წელს შესაძლებელი გახდება მიზნობრივ ინფლაციასთან მიახლოება, თუმცა გარკვეულწილად შემცირება მოსალოდნელია.
„ჩვენ ინფლაციას უნდა ვებრძოლოთ იაფი ფულით, მეტი პროდუქციის შექმნით და მეტი მომსახურებით. ამას ეროვნული ბანკი არ აკეთებს. თუ მთავრობას სურს, რომ ბიზნესი ამუშავდეს, მას სჭირდება ფული. ამ დროს ეროვნული ბანკს ეს ფული მიაქვს. ანუ მიდის ასინქრონული მუშაობა. ბიზნესს სჭირდება იაფი და გრძელვადიანი ფული, რაც ქვეყანაში არ არის“, - განაცხადა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
შენგელიას თქმით, 2022 წელი ინფლაციის წელი იქნება, თუმცა პირველი კვარტლის შემდეგ, აპრილში ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს. მით უმეტეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ფასები შემცირდება.
„ერთადერთი, ივლისიდან შეიძლება ფასების უმნიშვნელო კლება. ბევრი რამ დამოკიდებულია მსოფლიოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. თუ მაისში აშშ და რუსეთი პოლიტიკურად შეთანხმებას შეძლებენ, მაშინ კონტეინერული გადაზიდვების ღირებულება შემცირდება. ნავთობზე ფასების კლებას ჩვენ არ ველოდებით“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ინვესტიციების გაზრდის გეგმა
კორონავირუსის პანდემიის ფონზე 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. გასულ წელს ინვესტიციების მოცულობა უმნიშვნელოდ გაიზარდა - 2020 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3,2%-ით და 728,4 მლნ დოლარი შეადგინა.
ვითარების გამოსასწორებლად, ხელისუფლება გეგმავს პასიური პოლიტიკა შეცვალოს - 2022 წელს ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს მიდგომა გაცილებით აგრესიული პოლიტიკით შეცვალოს და არ დაელოდოს ინვესტორები თავად როდის დაინტერესდებიან საქართველოთი. უწყება გეგმავს პროაქტიულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ინვესტორების სხვადასხვა ქვეყნებში მოძიებას.
მიუხედავად 2021 წელს ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდისა, 2022 წელს საქართველო აღნიშნული წარმატებული ფიცრების გამეორებას ვერ შეძლებს, მიაჩნიათ ექსპერტებს.
„2022 წელს ჩვენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას არ ველოდებით. 2021 წელს ეს მოხდა 6,8%-იანი ვარდნის გამო“, - განაცხადა შენგელიამ.
მისი თქმით, არ არის მოსალოდნელი ლარის დევალვაცია. გამონაკლისი მხოლოდ იანვარი იქნება. დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება ზამთრის არდადეგებზე საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში მოგზაურობის ხარჯზე.
მიმდინარე წელს ეკონომიკის ორნიშნა ზრდას არ ელოდება ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო არჩვაძეც. მიუხედავად ამისა, მას ყველაზე პოზიტიური მოლოდინები აქვს, რომელიც ითვალისწინებს მშპ-ის 6%-იან ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ითვალისწინებს მოსახლეობის შემოსავლის ზრდას და მათი მსყიდველობითი უნარის ზრდას.
საქართველოს მთავრობა წლებია ცდილობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა მიმართულია მიკრო დამცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.
საწარმოებისა და სასტუმროებისთვის სესხის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით უკვე 735-მა კომპანიამ ისარგებლა.
წლის განმალობაში დაფინანსდა ათასზე მეტი პროექტი და განხორციელდა 2 მლრდ ლარის ინვესტიცია, რამაც შესაძლებელი გახადა 26 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა. სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში დაქირავებული მუშახელის რაოდენობა 20 ათასი ადამიანით გაიზარდა და 40 ათასს გადააჭარბა.
ჯერჯერობით მხოლოდ იმპორტი იზრდება. 2021 წლის 11 თვეში მან 24,5% შეადგინა. საქართველო ძველთაგანვე ცნობილია როგორც აგრარული ქვეყანა, რომელსაც შემოაქვს ისეთი პროდუქტები როგორიცაა ხორბალი, ხახვი, ლობიო და ა.შ.
სპეციალისტების მტკიცებით, აღნიშნული გამოწვევის გადასალახად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა სწრაფი შედეგების ლოდინი არ ღირს, რადგანაც ეკონომიკაში ყველაფერი ევოლუციურად ვითარდება.