https://sputnik-georgia.com/20211231/saqartvelos-ekonomikis-rekorduli-zrda-grzeldeba-statistika-263316391.html
საქართველოს ეკონომიკის რეკორდული ზრდა გრძელდება – ახალი სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკის რეკორდული ზრდა გრძელდება – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ზრდა ფიქსირდება საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სახეობაში, გარდა ერთისა
2021-12-31T20:31+0400
2021-12-31T20:31+0400
2021-12-31T20:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262034611_0:81:2048:1233_1920x0_80_0_0_e96e66c0c5bb2d6023c3dfe1f8dd8b74.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი გრძელდება – მშპ–მა (მთლიანი შიდა პროდუქტი) ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, 12% შეადგინა.რეალურის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 11 თვეში 10,7% შეადგინა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%–მდე ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრში აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების ზრდა და საწარმოების მიმოქცევის გაზრდა.2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა ფიქსირდება საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სახეობაში – გადამამუშავებელი მრეწველობა, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, სასტუმროები, რესტორენბი, ტრანსპორტი, დასაწყობება, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.შემცირება დაფიქსირდა მხოლოდ მშენებლობაში.პროგნოზები ახდასაქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩენვს, რომ მაჩვენებელი 10,7% წლის დასაწყისიდან 11 თვეში მიუთითებს, რომ საქართველო 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორია ქართული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მაღალი ტემპებით იზრდება, ასევე ტურიზმის აღორძინება და აღდგენა.მისი თქმით, დადებითი დინამიკა აღინიშნება პრაქტიკულად ყველა სფეროში, მათ შორის, ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროების ბიზნესში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და სხვა სფეროებში.პრემიერი: ქვეყანას მომავალი წლისთვის კარგი სასტარტო პირობები აქვს>>„ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევისა პანდემიის მიმართულებით, გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები ეკონომიკის აღდგენის კუთხით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, არამხოლოდ გასული წლის ეკონომიკური კლების სრულად კომპენსირება მოხდა, არამედ2021 წელს, 2019 წელთანშედარებით საქართველოს ეკონომიკა 3,2 პროცენტითარის გაზრდილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262034611_190:0:2001:1358_1920x0_80_0_0_2cb30483d17244a73bfaa0fd8a73f057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა მინისტრი ზრდა ბიზნესი სფეროები
ეკონომიკა მინისტრი ზრდა ბიზნესი სფეროები
საქართველოს ეკონომიკის რეკორდული ზრდა გრძელდება – ახალი სტატისტიკა
2021 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სახეობაში შეინიშნება.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი გრძელდება – მშპ–მა (მთლიანი შიდა პროდუქტი) ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, 12% შეადგინა.
რეალურის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 11 თვეში 10,7% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%–მდე ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრში აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების ზრდა და საწარმოების მიმოქცევის გაზრდა.
2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა ფიქსირდება საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სახეობაში – გადამამუშავებელი მრეწველობა, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, სასტუმროები, რესტორენბი, ტრანსპორტი, დასაწყობება,
იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
შემცირება დაფიქსირდა მხოლოდ მშენებლობაში.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩენვს, რომ მაჩვენებელი 10,7% წლის დასაწყისიდან 11 თვეში მიუთითებს, რომ საქართველო 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი მხრიდან, რომ 2022 წელი იქნება დაჩქარებული განვითარების წელი... ყოველივე ეს მოასწავებს მშვიდობიან და წარმატებულ 2022 წელს, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა – ვებრძოლოთ სიღარიბეს, იქნება სრულად მიღწევადი“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორია ქართული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მაღალი ტემპებით იზრდება, ასევე ტურიზმის აღორძინება და აღდგენა.
მისი თქმით, დადებითი დინამიკა აღინიშნება პრაქტიკულად ყველა სფეროში, მათ შორის, ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროების ბიზნესში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და სხვა სფეროებში.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევისა პანდემიის მიმართულებით, გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები ეკონომიკის აღდგენის კუთხით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, არამხოლოდ გასული წლის ეკონომიკური კლების სრულად კომპენსირება მოხდა, არამედ2021 წელს, 2019 წელთანშედარებით საქართველოს ეკონომიკა 3,2 პროცენტითარის გაზრდილი.