https://sputnik-georgia.com/20211217/ebrd-saqartvelostvis-eqvswliani-strategia-daamtkica-262955147.html
EBRD–მა საქართველოსთვის ახალი ექვსწლიანი სტრატეგია დაამტკიცა
EBRD–მა საქართველოსთვის ახალი ექვსწლიანი სტრატეგია დაამტკიცა
Sputnik საქართველო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა აღნიშნა ბოლო წლებში საქართველოს დიდი ძალისხმევა რეფორმების გატარებისა და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შექმნის... 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T23:50+0400
2021-12-17T23:50+0400
2021-12-18T01:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24605/85/246058542_0:138:3000:1826_1920x0_80_0_0_de5db13198617da78aebff1c960f4aba.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2022-2027 წლებისთვის საქართველოსთვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც სამ ძირითად პრიორიტეტზე დაყრდნობით შემუშავდა.ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლების ფარგლებში, ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს კომპანიებს, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებს გაზარდონ წარმოება და მდგრადობა კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესების ხარჯზე.ბანკი ასევე გააგრძელებს მუშაობას კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაზე, რათა კომპანიებს დაფინანსების უფრო ფართო არჩევანი შესთავაზოს. EBRD-ის პრიორიტეტებს შორისაა ასევე ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა. ბანკი გააძლიერებს ძალისხმევას უნარების განვითარების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის, რეგიონებში. რეგიონის მოსახლეობისთვის ფინანსებსა და აუცილებელ მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა EBRD-ის მთავარი მიმართულებაა.გარდა ამისა, ბანკი გეგმავს დააჩქაროს „მწვანე“ ეკონომიკაზე საქართველოს გადასვლის პროცესი და მხარი დაუჭიროს სათბური აირების გამოფრქვევის შემცირების ინიციატივას და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების გაზრდას.ბანკი მხარს დაუჭერს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, მათ შორის, ენერგოეფექტურობისა და რესურსების ეფექტურობის ამაღლებას და გააგრძელებს „მწვანე ქალაქების“ სტრუქტურის გაფართოებას. EBRD-მა ასევე აღნიშნა საქართველოს ბოლო წლების ძალისხმევა რეფორმების გატარების და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შექმნის მიმართულებით. საფინანსო ინსტიტუტის ახალი სტრატეგია Covid-19-ის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმღებია. ქვეყანაში მუშაობის დაწყების მომენტიდან ბანკმა ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ჯამში 269 პროექტში 4,53 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. ამ ინვესტიციების 78% კერძო სექტორზე მოდის.EBRD მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში. ბანკმა 2020 წელს ქვეყნის 16 პროექტში 630 მლნ ევროს ინვესტიციები ჩადო, რაც წინა წლის ინვეტიციებს ორჯერ აღემატება. ბანკმა უზრუნველყო საგანგებო ლიკვიდურობა და ბრუნვის კაპიტალი კერძო სექტორის კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის მხარდასაჭერად.
https://sputnik-georgia.com/20211105/ebrd-saqartvelosi-2021-wlis-ekonomikis-prognozis-zrda-gaaumjobesa-261806126.html
https://sputnik-georgia.com/20211029/mwvane-ekonomika-politikosebis-krizisisa-da-umecrebis-simbolo-261592837.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24605/85/246058542_192:0:2809:1963_1920x0_80_0_0_64ac3c35c925a8906b23225f89f264a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
EBRD–მა საქართველოსთვის ახალი ექვსწლიანი სტრატეგია დაამტკიცა
23:50 17.12.2021 (განახლებულია: 01:12 18.12.2021) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა აღნიშნა ბოლო წლებში საქართველოს დიდი ძალისხმევა რეფორმების გატარებისა და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შექმნის საქმეში
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2022-2027 წლებისთვის საქართველოსთვის ახალი სტრატეგია
დაამტკიცა, რომელიც სამ ძირითად პრიორიტეტზე დაყრდნობით შემუშავდა.
ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლების ფარგლებში, ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს კომპანიებს, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებს გაზარდონ წარმოება და მდგრადობა კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესების ხარჯზე.
ბანკი ასევე გააგრძელებს მუშაობას კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაზე, რათა კომპანიებს დაფინანსების უფრო ფართო არჩევანი შესთავაზოს.
EBRD-ის პრიორიტეტებს შორისაა ასევე ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა. ბანკი გააძლიერებს ძალისხმევას უნარების განვითარების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის, რეგიონებში. რეგიონის მოსახლეობისთვის ფინანსებსა და აუცილებელ მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა EBRD-ის მთავარი მიმართულებაა.
გარდა ამისა, ბანკი გეგმავს დააჩქაროს „მწვანე“ ეკონომიკაზე საქართველოს გადასვლის პროცესი და მხარი დაუჭიროს სათბური აირების გამოფრქვევის შემცირების ინიციატივას და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების გაზრდას.
ბანკი მხარს დაუჭერს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, მათ შორის, ენერგოეფექტურობისა და რესურსების ეფექტურობის ამაღლებას და გააგრძელებს „მწვანე ქალაქების“ სტრუქტურის გაფართოებას.
EBRD-მა ასევე აღნიშნა საქართველოს ბოლო წლების ძალისხმევა რეფორმების გატარების და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შექმნის მიმართულებით. საფინანსო ინსტიტუტის ახალი სტრატეგია Covid-19-ის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმღებია. ქვეყანაში მუშაობის დაწყების მომენტიდან ბანკმა ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ჯამში 269 პროექტში 4,53 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. ამ ინვესტიციების 78% კერძო სექტორზე მოდის.
EBRD მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში. ბანკმა 2020 წელს ქვეყნის 16 პროექტში 630 მლნ ევროს ინვესტიციები ჩადო, რაც წინა წლის ინვეტიციებს ორჯერ აღემატება. ბანკმა უზრუნველყო საგანგებო ლიკვიდურობა და ბრუნვის კაპიტალი კერძო სექტორის კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის მხარდასაჭერად.