https://sputnik-georgia.com/20220104/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-4-ianvari-263340999.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 იანვარი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 იანვარი
Sputnik საქართველო
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის – რას გვირჩევენ ასტროლოგები
2022-01-04T00:15+0400
2022-01-04T00:15+0400
2022-01-04T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250648156_0:71:1280:791_1920x0_80_0_0_a0c550088af6acca43b2d612f4368f9f.jpg
დღეს 2022 წლის 4 იანვარია, სამშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.დღეს ვარსკვლავები დიდ შემოქმედებით პოტენციალს, ინტუიციასა და კაშკაშა ემოციებს გვაჩუქებენ. ამასთან, ჩვენი საქციელი განპირობებული იქნება არა მხოლოდ ლოგიკით, არამედ ემოციური არგუმენტებით – „მინდა“, „არ მინდა“. ამის გამო ადვილია საკუთარი სურვილებისა და გრძნობების ტყვეობაში მოქცევა.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 იანვარი>>ასევე დიდია სხვების გავლენის ქვეშ მოქცევის ალბათობა. ექსპერტები გვირჩევენ, რაც არ უნდა მოხდეს, კრიტიკული აზროვნება შევინარჩუნოთ და არავის „დაკრულზე არ ვიცეკვოთ“.ვერძი: ხშირად მოუსმინეთ ინტუიციას. ის არ გიღალატებთ. დიდია შანსი, რომ რაღაც სარგებელი მიიღოთ ან კარიერულ კიბეზე წაიწიოთ. მაგრამ ამ შანსს გამოიყენებთ, თუ გულით მიიღებთ გადაწყვეტილებას და არა გონებით. დღეს ინტუიცია სათანადო დონეზეა.კურო: საუკეთესო, რაც შეიძლება დღეს გააკეთოთ, ეს ცხოვრებაში ახალი ფურცლის გადაშლაა. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩვეული პრობლემების გადასაწყვეტად ახალი გზები გამონახოთ, შეიმუშაოთ ახალი ტსრატეგია, თუნდაც ავეჯი გადააადგილოთ ან გარდერობი განაახლოთ.ტყუპი: მოულოდნელი ინფორმაციის გამო გეგმებში კორექტივების შეტანა შეიძლება დაგჭირდეთ. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებას. არაა გამორიცხული, რომ ახალი ამბების გასააზრებლად და გეგმების გადასაწყობად დიდი დრო დაგეხარჯოთ.კირჩხიბი: მტკიცე მოქმედებების დღეა. ხართ მიზანსწრაფული, მამაცი, მყარად დგახართ და შეგიძლიათ არაკეთილმოსურნეების მოგერიება და თქვენი პოზიციების, თვალსაზრისის დაცვა. ამ თვისებების წყალობით გაიმარჯვებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეში.ლომი: ნებისმიერ საკითხში ორჭოფობთ. წვრილმანებშიც კი გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება. სამაგიეროდ ამ მერყეობას მეორე, დადებითი მხარეც აქვს – არ იმოქმედებთ დაუფიქრებლად, ამის წყალობით კი შეცდომების დაშვების ალბათობა ნულს უტოლდება.ქალწული: სიტუაციამ შეიძლება მოითხოვოს გადადებული საქმეების დამთავრება. თუ ამას დღეს არ გააკეთებთ, ჩათვალეთ, რომ არც აღარასდროს მიუბრუნდებით მათ. ნუ ეცდებით, სიზარმაცე რამით გაამართლოთ. მოქმედების დროა. შედეგად – მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მოგეხსნებათ.სასწორი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ნებისმიერ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ უცნობებზე. ამიტომ თუ შეხვედრები ან საქმიანი მოლაპარაკებები გელოდებათ მათთან, სხვა საუკეთესო დროს ვერ ნახავთ.მორიელი: შეიძლება გაგიჭირდეთ ადამიანებთან ურთიერთობები. თუ ვითარება თქვენგან გარშემომყოფებისთვის საკუთარი გეგმის წარდგენას მოითხოვს, შეიძლება უხერხულობა იგრძნოთ. მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან ისინი კეთილგანწყობილი არიან თქვენ მიმართ.მშვილდოსანი: ნებისმიერ საქმეში, სადაც კრეატიულობაა საჭირო, თავს შესანიშნავად წარმოადგენთ. დღეს არასტანდარტული იდეების „გენერატორი“ ხართ. რაც შეეხება საკითხებს, სადაც ზუსტი გათვლებია საჭირო (მაგალითად, ბუღალტერია), სჯობს, თავი შეიკავოთ ამ საქმიანობისგან.თხის რქა: ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ფრთხილად იყავით. არა აქვს მნიშვნელობა, თვენს ფულზეა საუბარი თუ სხვისი. ამ კუთხით დღეს მზად ხართ, რისკზე წახვიდეთ, ავანტიურაში ჩაებათ. დღეს დაკარგვა უფრო ადვილია, ვიდრე მიღება. ამიტომ ფულისგან თავი შორს დაიჭირეთ.მერწყული: თქვენი გონება დღეს კომპიუტერივით მკაფიოდ მოქმედებს. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, შესანიშნავად გაართმევთ თავს; წინასწარ გათვლით ყველაფერს. ამიტომ მოქმედებთ თავდაჯერებულად, უშეცდომოდ. ეს დიდ სარგებელს მოგიტანთ. გამარჯვება თქვენია.თევზები: ემოციებით დატვირთული დღეა და ეს ემოციები ძირითადად დადებითია. არაა გამორიცხული, ხელმძღვანელობა კარიერულს წინსვლას დაგპირდეთ, ან ახლობლებმა გაგახაროთ რამე სიახლით. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ემოციების გამო, შესაძლოა, დაგეგმილი საქმეები დაგავიწყდეთ.
https://sputnik-georgia.com/20220101/ianvari-zodiaqos-nisnebistvis-astroprognozi-263325373.html
https://sputnik-georgia.com/20211215/2022-wlis-astrologiuri-prognozi-zodiaqos-nisnebistvis-262876492.html
https://sputnik-georgia.com/20200304/zodiaqos-niSnebi-dedamTilis-ampluaSi-247877253.html
https://sputnik-georgia.com/20211227/qva-tilisma-zodiaqos-nisnebistvis-2022-wels-263181324.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250648156_66:0:1215:862_1920x0_80_0_0_8688655648980dda2b566851718e92fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 იანვარი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 4 იანვარია, სამშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღეს ვარსკვლავები დიდ შემოქმედებით პოტენციალს, ინტუიციასა და კაშკაშა ემოციებს გვაჩუქებენ. ამასთან, ჩვენი საქციელი განპირობებული იქნება არა მხოლოდ ლოგიკით, არამედ ემოციური არგუმენტებით – „მინდა“, „არ მინდა“. ამის გამო ადვილია საკუთარი სურვილებისა და გრძნობების ტყვეობაში მოქცევა.
ასევე დიდია სხვების გავლენის ქვეშ მოქცევის ალბათობა. ექსპერტები გვირჩევენ, რაც არ უნდა მოხდეს, კრიტიკული აზროვნება შევინარჩუნოთ და არავის „დაკრულზე არ ვიცეკვოთ“.
ვერძი: ხშირად მოუსმინეთ ინტუიციას. ის არ გიღალატებთ. დიდია შანსი, რომ რაღაც სარგებელი მიიღოთ ან კარიერულ კიბეზე წაიწიოთ. მაგრამ ამ შანსს გამოიყენებთ, თუ გულით მიიღებთ გადაწყვეტილებას და არა გონებით. დღეს ინტუიცია სათანადო დონეზეა.
კურო: საუკეთესო, რაც შეიძლება დღეს გააკეთოთ, ეს ცხოვრებაში ახალი ფურცლის გადაშლაა. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩვეული პრობლემების გადასაწყვეტად ახალი გზები გამონახოთ, შეიმუშაოთ ახალი ტსრატეგია, თუნდაც ავეჯი გადააადგილოთ ან გარდერობი განაახლოთ.
ტყუპი: მოულოდნელი ინფორმაციის გამო გეგმებში კორექტივების შეტანა შეიძლება დაგჭირდეთ. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებას. არაა გამორიცხული, რომ ახალი ამბების გასააზრებლად და გეგმების გადასაწყობად დიდი დრო დაგეხარჯოთ.
კირჩხიბი: მტკიცე მოქმედებების დღეა. ხართ მიზანსწრაფული, მამაცი, მყარად დგახართ და შეგიძლიათ არაკეთილმოსურნეების მოგერიება და თქვენი პოზიციების, თვალსაზრისის დაცვა. ამ თვისებების წყალობით გაიმარჯვებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეში.
ლომი: ნებისმიერ საკითხში ორჭოფობთ. წვრილმანებშიც კი გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება. სამაგიეროდ ამ მერყეობას მეორე, დადებითი მხარეც აქვს – არ იმოქმედებთ დაუფიქრებლად, ამის წყალობით კი შეცდომების დაშვების ალბათობა ნულს უტოლდება.
ქალწული: სიტუაციამ შეიძლება მოითხოვოს გადადებული საქმეების დამთავრება. თუ ამას დღეს არ გააკეთებთ, ჩათვალეთ, რომ არც აღარასდროს მიუბრუნდებით მათ. ნუ ეცდებით, სიზარმაცე რამით გაამართლოთ. მოქმედების დროა. შედეგად – მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მოგეხსნებათ.
სასწორი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ნებისმიერ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ უცნობებზე. ამიტომ თუ შეხვედრები ან საქმიანი მოლაპარაკებები გელოდებათ მათთან, სხვა საუკეთესო დროს ვერ ნახავთ.
მორიელი: შეიძლება გაგიჭირდეთ ადამიანებთან ურთიერთობები. თუ ვითარება თქვენგან გარშემომყოფებისთვის საკუთარი გეგმის წარდგენას მოითხოვს, შეიძლება უხერხულობა იგრძნოთ. მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან ისინი კეთილგანწყობილი არიან თქვენ მიმართ.
მშვილდოსანი: ნებისმიერ საქმეში, სადაც კრეატიულობაა საჭირო, თავს შესანიშნავად წარმოადგენთ. დღეს არასტანდარტული იდეების „გენერატორი“ ხართ. რაც შეეხება საკითხებს, სადაც ზუსტი გათვლებია საჭირო (მაგალითად, ბუღალტერია), სჯობს, თავი შეიკავოთ ამ საქმიანობისგან.
თხის რქა: ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ფრთხილად იყავით. არა აქვს მნიშვნელობა, თვენს ფულზეა საუბარი თუ სხვისი. ამ კუთხით დღეს მზად ხართ, რისკზე წახვიდეთ, ავანტიურაში ჩაებათ. დღეს დაკარგვა უფრო ადვილია, ვიდრე მიღება. ამიტომ ფულისგან თავი შორს დაიჭირეთ.
მერწყული: თქვენი გონება დღეს კომპიუტერივით მკაფიოდ მოქმედებს. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, შესანიშნავად გაართმევთ თავს; წინასწარ გათვლით ყველაფერს. ამიტომ მოქმედებთ თავდაჯერებულად, უშეცდომოდ. ეს დიდ სარგებელს მოგიტანთ. გამარჯვება თქვენია.
თევზები: ემოციებით დატვირთული დღეა და ეს ემოციები ძირითადად დადებითია. არაა გამორიცხული, ხელმძღვანელობა კარიერულს წინსვლას დაგპირდეთ, ან ახლობლებმა გაგახაროთ რამე სიახლით. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ემოციების გამო, შესაძლოა, დაგეგმილი საქმეები დაგავიწყდეთ.